დავსვი კითხვა:
თუ იცით როდემდე გრძელდება ბაკურიანში წიწვის დამტვერვის პერიოდი?
როგორც ვიცი მაისის შუა-ივნისის შუა პერიოდია, მაგრამ ცოტა ამინდზეა მაინც დამოკიდებული.
წელს როგორი ამინდებია და როდის სჯობს წასვლა?
მოდერატორმა დამიხურა თემა ასეთი კომენტარით:
"ფლორა ფაუნაში გადაინაცვლე,
ან კიდევ-მოგზაურთა კლუბში ექნებათ რაიმე თემა ბაკურიანზე."
ჰოდა "ბატონო წამყვანო" თქვენი პასუხი მიღებულია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში წიწვის დამტვერვის პერიოდში უმეტესწილად ბავშვები მიყავთ ვისაც ფილტვების გაკაჟება და გამოჯანმრთელება სჭირდებათ, და შესაბამისად ეს თემა სწორედ ამ განყოფილებაში არის გახსნილი. მაგრამ ეტყობა თქვენ არც ბავშვები გყავთ და არც ეს საკითხი გცოდნიათ და იქნებ ფლორა-ფაუნაში სწორედ თქვენ გადაინაცვლოთ?
წიწვის დამტვერვის პერიოდი