Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სხვაობა მორალსა და სინდისს შორის
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44440865
· 28 Apr 2015, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც ვიცი მორალი იცვლება საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნებში მორალი სხვადასხვაა, სხვადასხვა ფენებში და ა.შ.
მაგალითად სისხლის აღება რაც სვანებს აქვთ, ამორალურია ევროპაში და აღარ გავყვები.
სინდისი რა ფენომენია და რით განსხვავდება მორალისგან? იცვლება დროსთან ერთად? სხვადასხვა ქვეყანაში ერთი სინდისია?
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte.
— «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44441532
· 28 Apr 2015, 15:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
სინდისი რა ფენომენია
ეტიმოლოგიურად რომ დავიწყოთ განსხვავებების ძიება, მორალი, ისე მახსოვს, ლათინური ძირია და ზნეს, ჩვეულებებს, ხასიათს ნიშნავდა თავდაპირველად. ციცერონის უნდა იყოს ცნობილი აფორიზმი: O tempora, o mores! _ ჰოი დროებანი, ჰოი, ზნეობანი! (ირონიით ნათქვამი იმ მხრივ, რომ აშკარად არ მოსწონდა ახალი ცვლილებები და მისი თანამედროვე მორალი).
რაც შეეხება სინდისს ანუ სინ-იდისს, წარმოშობით აშკარად ბერძნულია ეს სიტყვა და თვით-შეგნებას, თვით-ცნობიერებას უნდა ნიშნავდეს: συνείδηση-ს გუგლი თარგმნის, როგორც ცნობიერება, შემეცნება, სინ-ცნობილი თავსართია, რომელიც თანა-ს, საზიაროს ნიშნავს, ხოლო είδηση ითარგმნება, როგორც სიახლეები, ახალი ამბები. თვითკრიტიკა შეესაბამება კიდევ ალბათ კარგად _ თანამედროვე ქართულში.
ჩემი აზრი რომ მოგახსენოთ, მთლიანად ადამიანის ცნობიერება დამოკიდებულია ინფორმაციაზე, რომელსაც მიიღებს ესა თუ ის ინდივიდი სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენთვის ევოლუციას ჩაეშენებინა თანდაყოლილი სტრუქტურები ემპათიისა, თანალმობისა, სხვისი ემოციების სარკული გათავისებისა. ეს, თავის მხრივ, ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ მინიმალური ინფორმაციის საფუძველზე სინდისიერი თვითკრიტიკა ვაწარმოოთ საკუთარი ქცევისა.
ანუ, ტვინის თანდაყოლილ + შეძენილ კომპონენტებზეა საუბარი. მაშინ, როცა მორალი მთლიანად შეძენილი უნდა იყოს და დამოკიდებულია იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
თუმცა, სიტყვა მორალს ბევრი მნიშვნელობა გააჩნია. მე გამომიყენებია მორალი აბსოლუტური მორალის თვალსაზრისითაც. ესაა მორალის იდეა, ის ოპტიმალური ზნე და ურთიერთმიმართებები, რომელიც უნდა გააჩნდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე მოაზროვნე არსებათა საზოგადოებას. აბსოლუტური მორალი, ჩემი აზრით, არაა დამოკიდებული არც ადამიანთა საზოგადოებაზე, არც ღმერთზე. მისი საფუძველია შიშველი ლოგიკა.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44441739
· 28 Apr 2015, 15:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთმა იკითხა, მეორემ უპასუხა.
მორალი და სინდისი რა შუაშია ტრადიციებთან?
შენ ხომ არ გგონია ან ვინმეს რომ სისხლის აღების გამო დამნაშავეს გამოსწორებას აპირებდნენ?
სინდისი სხვა რამეა, მორალი _ სხვა რამე და ტრადიცია _ სხვა რამე.
This post has been edited by
ლაბარნა
on 28 Apr 2015, 16:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44441898
· 28 Apr 2015, 16:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
სინდისი სხვა რამეა, მორალი _ სხვა რამე და ტრადიცია _ სხვა რამე.
არ ვდაობთ, მაგრამ ამ საკითხებს შორის არსებობს აშკარა ურთიერთკავშირი.
საკუთარ სინდისში ჩაღრმავებით შეიძლება უკეთ გაიგო მორალის საკითხები და უფრო მორალური გახდე. სხვადასხვა დროის და საზოგადოებების მორალის შედარებით და ანალიზით შეიძლება სინდისის ქენჯნა დაიმშვიდო, ასე ვთქვათ, თვით-კრიტიკა დაიკორექტირო. სინდისის და მორალის გამოყენებით შეიძლება ზოგ ტრადიციას ახლებურად შეხედო, გადაიაზრო და ან შეცვალო, ან სულაც მიატოვო, თუ საზიანოდ ჩათვლი. კიდევ ბევრნაირი კავშირი იარსებებს, თუ კარგად ჩავუღრმავდებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44441917
· 28 Apr 2015, 16:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
Sindisi sxva ramea Morali sxva rame da tradiicia sxva rame.
კი ბატონო, ხოდა გაავლე ზღვარი თქო, ან შეეცადე მაინც.
მორალი რა არის მიახლოებით გასაგებია, აი რა არის სინდისი? ტრადიცია არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება კავშირს, პირდაპირ კავშირშია. მაგალითი დაგიწერე ზემოთ. ეგ ტრადიცია თავისთავადი ვერ იქნება. სხვანაირად რომ გითხრა ეგ "ტრადიცია" ვერ იარსებებს ევროპის ქვეყნებში რადგან მათთვის ამორალურია კბილი კბილის წილ.
ლაბარნა
QUOTE
რაც შეეხება სინდისს ანუ სინ-იდისს, წარმოშობით აშკარად ბერძნულია ეს სიტყვა და თვით-შეგნებას, თვით-ცნობიერებას უნდა ნიშნავდეს
იქნებ ეს კაცობრიობის გენშია? ანუ სინდისი პაკისტანელს და ჩინელს მსგავსი აქვს? მორალს გარემო აყალიბებს და სინდისს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44442001
· 28 Apr 2015, 16:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
მე ზუსტად მანდ ვარ გაზრდილი, სადაც ყველაზე მაღლა დგას ტრადიციები. თავად ღმერტიც კი "ჩვენებურად" გვწამს.
და შემდეგ ბევრ ქვეყანაში ბევრ ადამიანს შევხვდი და შენ წარმოიდგინე, რაც უფრო დრო, გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია.
ყველას აქვს სული და სხეული (სულში სამშვინველსაც ვგულისხმობ) და ზოგი გართულია სხეულის მოკაზმვით, ზოგი სულის. ეს ორი სხვაობაა
ათეისტი ვარ მე.
საღამოს გვიან დავწერ თუ ხასიათზე ვიყავი.
ვინ გითხრა რომ ევროპაში ან ამერიკაში მიუღებელია კბილი კბილის წილ?
იქ ეს სახელმწიფოს მოვალეობაა.
რაც უფრო კბილი კბილის წილ კი არა უარესადაა მით კაპიტალურია ქვეყანა და არ შია ხალხს.
დაგავიწყდა ქართველი ყავის ქურდები გერმანიაში ხეზე რომ მიაბა პოლიციამ?
This post has been edited by
ლაბარნა
on 28 Apr 2015, 16:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44442087
· 28 Apr 2015, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
Me zustad mand var gazrdili SadaC yvelaze magla dgas tradociebi
მითხარი ქართული ტრადიციები რითიც ამაყობ.
QUOTE
shemdeg bevr qvekanashi bevr adamians shevxvdi da shen warmoidgine rac ufro dro gadis mit ufro vrwmundebi rom yvela adamiani ertnairia.
ვერ დაგეთანხმები ამაში და ფსიქოლოგიის თემაშიც დავწერე, რომ მთავარი სხვაობა რაც განანსხვავებდა თუნდაც იესოს და მიშა სააკაშვილს, არის ცნობიერება.
სიკეთე/ბოროტება არის უბრალოდ გამოსახატავი სიტყვები თორემ დავრწმუნდი რომ კეთილი და ბოროტი ადამიანია არ არსებობს, არსებობს ცნობიერების მდგომარეობები. რატომ კლავენ ერთმანეთს ერთნი და მეორენი თავს წირავენ სხვის გამო? ერთნაირი როგორ ვართ? ზოგი როგორც გურჯიევი და იგივე მამარდაშვილი იტყოდა მძინარენი არიან და სამწუხაროდ ეგრე მოკვდებიან. ძალიან რთული და ფუნდამენტალური თემაა მაგრამ ეს ტოპიკი სხვა რამეზე მაქვს გახსნილი, მკაფიო კავშირი სინდისსა და მორალს შორის, ეს არის აქ.
QUOTE
Ateisti var me.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ამას, ათეისტს თავისი რწმენა აქვს.
QUOTE
Yvelas aqvs Suli da sxeuli (sulshi samshvonvelsac vgulisxmob) da zogi gartulia sxeulis mokazmvit zogi sulis. Es ori sxvaobaa
ხოდა რა არის მნიშვნელოვანი(ჭეშმარიტი) და რატომ? მაგალითები მოიყვანე თუ შეიძლება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44442383
· 28 Apr 2015, 17:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
ყველას აქვს სული და სხეული (სულში სამშვინველსაც ვგულისხმობ)
QUOTE
ათეისტი ვარ მე.
სწრაფად ევოლუციონირებ! :დდდდდდდდდ
QUOTE
ვინ გითხრა რომ ევროპაში ან ამერიკაში მიუღებელია კბილი კბილის წილ?
იქ ეს სახელმწიფოს მოვალეობაა.
ტალიონისის პრინციპები ევროპულ კულტურაში მაინც შერბილებულია. იქ არ ავიწყდებათ, რომ ყველაზე მაღლა ერი-სახელმწიფოს ინტერესებია, ხოლო ადამიანი სახელმწიფოს სიძლიერეა.
ამიტომაც, თუ სისხლის აღება გულისხმობს მეტ და მეტ მკვლელობებს, სანამ მამაკაცების პოპულაცია საკმაოდ არ შეთხელდება და კუთხე ან მთლიანადაც სახელმწიფო საგრძნობლად არ დასუსტდება, ევროპულ ქვეყნებში, სახელმწიფოებრივი აზროვნების პირობებში ეს მიუღებელია. იქ მკვლელობაზე პასუხი გამოიხატება იმით, რომ მკვლელს ციხეში ჩასვამენ (და ზოგ კულტურაში შეიძლება ამუშავონ კიდეც თან სახელმწიფოს სასარგებლოდ) და ამით მოკლულის ოჯახი კმაყოფილდება, საქმე წყდება. ანუ მკვლელობა მინიმალური ზარალით გადაიტანა ერმა-სახელმწიფომ.
* * *
blue_velvet
QUOTE
მითხარი ქართული ტრადიციები რითიც ამაყობ.
ამაზე მეც გიპასუხებ, თუ შეიძლება. მონოგამიის ტრადიცია, ოჯახის სიმტკიცის, კარგი გვაქვს (სადაც ეს არის). აკვანში დანიშვნას, გარიგებით ქორწინებასაც არა უშავს (სადაც ეს შემორჩენილია). ასე მგონია, რომ მორალურად უფრო დაბლა დგას სიყვარულით ქორწინების ტრადიცია, მაგრამ ჩემთვის ესეც მისაღებია, როცა შენზე არავინ ზრუნავს, ახლა შენ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე. ))
მაგრამ აი წაწლობის და მსგავსი ურთიერთაღრევის ტრადიციები, მე მგონია, სამარცხვინოა... რა ვქნა, კი არის წარმართული, მაგრამ ათეისტური ხომ არაა?
სუფრაზე მოწესრიგებული საუბრის და სადღეგრძელოების თქმის ტრადიციას არა უშავს რა, თუ უზომობებში არ გადავიდა.
ცეკვა-სიმღერა თავყრილობებზე მშვენიერი ტრადიციაა.
P.S. შეიძლება შენს პოსტებშიც ჩავასწორო ლათინური შრიფტი, სადაც დაკოპირებული გაქვს? მცალია ხოლმე ხანდახან და ვცდილობ, როცა ეს შესაძლებელია, მშვიდობიანად დავაცვევინო ხალხს წესები, სასჯელების გარეშე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44442644
· 28 Apr 2015, 17:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
Annabell
მეგობრებო მოდით უშუალოდ თემზე გამოვთქვათ აზრი, მორალი და სინდისი, რა სხვაობაა მათ შორის?
ტრადიციებზე ცალკეა თემა და მაგ თემაში არ მაქვს კითხვები.
QUOTE
ვინ გითხრა რომ ევროპაში ან ამერიკაში მიუღებელია კბილი კბილის წილ?
მე ვფიქრობ არის მაგრამ ნუ ჩავუღრმავდებით, მე მხედველობაში მაქვს მთელი საგვარეულოს მიერ სისხლის აღება და ეს უხუცესების შეკრება შერიგების დროს სადაც ვიღაცეები წყვიტავენ გაგრძელდება ხალხის ხოცვა თუარა, ანუ ჩემი აზრით მაინც საამაყო მანდ არაფერია.
ცეკვა-სიმღერა მეც მომწონს და აკვანში რომ ცოლი შემირჩიონ ალბათ მეწყინება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
Annabell
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2387
წევრი No.: 194121
რეგისტრ.: 20-November 14
#44443395
· 28 Apr 2015, 18:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
მითხარი ქართული ტრადიციები რითიც ამაყობ.
მიჭირს ესე გამოვყო რამე
კონკრეტულად ქართული
ანუ რელიგიასთან რომ არაფერი შეხება ქონდეს.
მაგალითად?
არ მახსენდება.
ყველა ტრადიციას მაინც რელიგიასთან ანუ ადამიანის განცითარების თერაპიასთან აქვს საერთო.
არ უნდა იყოს დამახინჯებული.
QUOTE
იესოს და მიშა სააკაშვილს,
იესო მე რამდენადაც ვიცი აქ ღმერთი განკაცდა
და მიშა სააკაშვილი და მე ისე ჩვეულებრივად ორი ადამიანის დედის და მამის მონაწილეობით გავჩნდით.
QUOTE
რის ცნობიერება.
სიკეთე/ბოროტება არის უბრალოდ გამოსახატავი სიტყვები თორემ დავრწმუნდი რომ კეთილი და ბოროტი ადამიანია არ არსებობს, არსებობს ცნობიერების მდგომარეობები. რატომ კლავენ ერთმანეთს ერთნი და მეორენი თავს წირავენ სხვის გამო? ერთნაირი როგორ ვართ? ზოგი როგორც გურჯიევი და იგივე მამარდაშვილი იტყოდა მძინარენი არიან და სამწუხაროდ ეგრე მოკვდებიან. ძალიან რთული და ფუნდამენტალური თემაა მაგრამ ეს ტოპიკი სხვა რამეზე მაქვს გახსნილი, მკაფიო კავშირი სინდისსა და მორალს შორის, ეს არის აქ.
კი სორად ამბობდა მამარდაშვილიც და გურჯიევიც და კიდევ სხვა ბევრი მაგრამ როგორი მომენტია იცი, ეს შეიძლება გესმოდეს ადამიანს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ანხორციელებდე ამას.
ანუ გამოდის რომ როდესაც ყველა კითხვაზე გაინტერესებს პასუხი და ცდილობ გასცე და ამას თავად ვერ ახერხებ ამაში ეხმარება რელიგია და ფსიქოლოგი ადამიანს.
QUOTE
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ამას, ათეისტს თავისი რწმენა აქვს.
ათეისტს არ აქვს რწმენა
რადგან რწმენა არის მდგომარეობა და არა თავად დარქმული სახელი.
ახლა მე თუ მომინდა ვიტყვი რომ ვარ პილოტი მაგრამ თუ ვინმე მეტყვის რომ მოდი მართე თვითმფრინავი ამას ვერ გავაკეთებ.
ანუ არ ვარ პილოტი და ეს მხოლოდ ჩემი ილუზიაა და მე დავირქვი ეს ხომ?
ნუ რატომ დავირქვი ეს კიდევ სხვა თემაა.
* * *
QUOTE
ხოდა რა არის მნიშვნელოვანი(ჭეშმარიტი) და რატომ? მაგალითები მოიყვანე თუ შეიძლება.
ამბობენ რომ სული ხომ?
ღმერთი უნდა იწამო და ბიბლიაში ეს მზა წერია უკვე ყველაფერი
ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ადამის და ევას დროს და ირგვლივ მხოლოდ ხეები და ფოთლები ელაგოს, დაგვიდოს ვინმემ ბიბლია ძალიან მარტივად და ადვილად გავიგებთ რა წერია შიგნით, მაგრამ მაშინ როდესაც ყველაფერი ასე წინ წავიდა განვითარდა ათასი მილიარდი ინტერესი გაგვიჩნდა ჩვენც და შესაბამისად არ გვცალია ხშირად ამაზე საფიქრალად.
და კიდევ გარემო სად და რა ღირებულებების და ფასეულობების ანუ რამდენად განვითარებულ ხალხთან გაიზარდე და გაქვს ურთიერთობა.
დედა საერთოდ ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ საკითხში
არხეტიპები და ა.შ. ეს მე ქართულად არ წამიკითხავს და მიჭირს გადმოვცე ქართულად.
და თან უფრო ფსიქოლოგიას ეხება თუნცა რელიგიური კუთხითაც შემიძლია განვიხილო.
* * *
ლაბარნა
QUOTE
სწრაფად ევოლუციონირებ! :დდდდდდდდდ
QUOTE
ათეისტს არ აქვს რწმენა
რადგან რწმენა არის მდგომარეობა და არა თავად დარქმული სახელი.
ახლა მე თუ მომინდა ვიტყვი რომ ვარ პილოტი მაგრამ თუ ვინმე მეტყვის რომ მოდი მართე თვითმფრინავი ამას ვერ გავაკეთებ.
ანუ არ ვარ პილოტი და ეს მხოლოდ ჩემი ილუზიაა და მე დავირქვი ეს ხომ?
ასევეა რწმენა და არ რწმენა
ანუ ათეიზმი
მე მაგალითად არ შემიძლია ჩემი თავი დავტანჯო იმის გამო რომ სამოთხეში მოვხვდე.
ანუ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვწიო სიგარეტი, იმიტომ რომ კლავს?
ისედაც მოვკვდები და ბარეღამ ისე მოვკვდე რომ თავი არ ვიწვალო?
ხო და ამიხსნას არა თეორიულად არამედ გამაგებინოს დამანახოს შემაგნებიბოს რატომ უნდა მიყვარდეს სიცოცხლე და რატომ არ უნდა მოვწიოს სიგარეტი, მე სიცოცხლე სიგარეტთან ერთად მიყვარს.
ასეთი ბანალური და მარტივი შეკითხვებით მაქვს დასმული ძალიან ბევრი ადამიანისათვის
მათ შორის მღვდელი, მოლა, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ა.შ.
პასუხი რა თქმა უნდა მათი სტატუსიდან გამომდინარე მოვისმინე.
გავკურცხლე ახლა მე და მოვალ განვაგრძობ
This post has been edited by
Annabell
on 28 Apr 2015, 18:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44443517
· 28 Apr 2015, 18:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
blue_velvet
QUOTE
მეგობრებო მოდით უშუალოდ თემზე გამოვთქვათ აზრი, მორალი და სინდისი, რა სხვაობაა მათ შორის?
როგორც, მოლინგვისტო ელემენტი, გრამატიკული გამოყენების მიხედვით განსხვავებებს მივაქცევდი კიდევ ყურადღებას.
მე მაქვს მორალი, ზნეობა, სინდისი, შეგიძლია რომ თქვა თავისუფლად.
მაგრამ უფრო ხშირად მაინც იყენებენ ამგვარ შეთანხმებებს ქართულში (მე მგონი): მე მორალური (ადამიანი) ვარ, მე გამაჩნია ზნეობა, მე გამაჩნია სინდისი. ამ დროს, "მორალი გამაჩნია", ცოტა ყურს ხვდება, როგორც უფრო იშვიათი ფორმა. გამაჩნია მორალური კოდექსი, შეიძლება უფრო ბუნებრივი იყოს ასე თქმა.
სინდისმა შეიძლება შეგაწუხოს. მორალი ვერ შეგაწუხებს, ასე მგონია. სინდისის კარნახს შეიძლება დაემორჩილო, მორალის კარნახი ცოტა იშვიათად გამიგონია. შეიძლება ისევ მორალური წესების კარნახი უფრო ბუნებრივი იყოს.
სინდისი შეიძლება სუფთა გქონდეს და ეს ძალიან კარგია. სუფთა მორალი თუ გექნება, ამას ჯერ ერთი, არ ამბობენ, მეორეც, შეიძლება გაიგო ისე, რომ ცარიელი ან წაშლილი გაქვს მორალის ჩასაწერად განკუთვნილი გრაფები, რაც პირიქით ცუდია. ))
ამბავს, იგავ-არაკს, ზღაპარს შეიძლება მორალი ჰქონდეს, მორალით იყოს გაჟღენთილი. სინდისი ვერ ექნება!
ანუ, რისი თქმაც მინდოდა, გრამატიკის, მეტყველებაში გამოყენების დონეზეც კია სხვაობა. თუმცა კი ორივე ერთნაირი მეტყველების ნაწილია, არსებითი სახელი, ორივე აბსტრაქტული, მორალიც აბსტრაქციაა და სინდისიც. მაგრამ ზუსტი თანხვედრა არც ამ მხრივ არაა.
ცოტა შემოვლითი გზაა, ვიდრე პირდაპირი განმარტების და სხვაობების ჩამოყალიბება, მაგრამ მე მგონი, წინადადებების მაგალითები, თუ რა შემთხვევაში ვიყენებთ მორალს და რა შემთხვევაში _ სინდისს, უფრო იოლად და თვალსაჩინოდ მოფენდა ნათელს განსხვავებებს.
This post has been edited by
ლაბარნა
on 28 Apr 2015, 19:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6630
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#44443535
· 28 Apr 2015, 18:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
ანაბელ ჟიტემ, თემაზე რას მეტყვი? ანუ მორალსა და სინდისს შOრის სხვაობაზე?
QUOTE
იესო მე რამდენადაც ვიცი აქ ღმერთი განკაცდა
და მიშა სააკაშვილი და მე ისე ჩვეულებრივად ორი ადამიანის დედის და მამის მონაწილეობით გავჩნდით
სხვა რამე იდო მანდ, თუნდაც გურჯიევსა და საშუალოსტატისტიკურ ქართველს შორის ჩემი აზრით ძალიან დიდი სხვაობაა, ამიტომ ვერ დაგეთანხმები თქო. რითი შეიძლება ერთი იყო მეორეზე დიდი?? ანუ გურჯიევი საშUალოსტატისტიკურ ქართველზე?
QUOTE
ათეისტს არ აქვს რწმენა
რისი გჯერა? ცხოვრების? სამყაროსი? მე არც ქრისტიანი ვარ და არც რომელიმე რელიგიის მიმდევარი მარა ღმერთი(უმაღლესი გონი) რომ არსებობს ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს აღარ განვავრცოთ. თემაზე რას მეტყვი?
QUOTE
ანუ გამოდის რომ როდესაც ყველა კითხვაზე გაინტერესებს პასუხი და ცდილობ გასცე და ამას თავად ვერ ახერხებ ამაში ეხმარება რელიგია და ფსიქოლოგი ადამიანს.
ვინც ეძებს ის პოულობსო ნათქვამია, და შეიცან თავი შენი ესეც ნათქვამია დანარჩენი არჩევანია ადამიანის ჩემი აზრით.
სინდისს როგორ დაახასიათებ ანაბელ? რა არის და როდის აწუხებს ადამიანს? გარემო თუ აყალიბებს სინდისს და რა შეხებით?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44443552
· 28 Apr 2015, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Annabell
QUOTE
ათეისტს არ აქვს რწმენა
რელიგიური, ღმერთის ან ღმერთების რწმენა არ გვაქვს მხოლოდ. თორემ, მაგალითად, სიმართლის, ხვალინდელი დღის, ადამიანობის რწმენა შეიძლება თავისუფლადაც გვქონდეს.
QUOTE
მე სიცოცხლე სიგარეტთან ერთად მიყვარს.
თუ მარტო ეწევი, პრობლემა არაა, შენი თავის ბატონ-პატრონი შენ ხარ, თავისუფლები უნდა ვიყოთ მარტო ჩვენ რაც გვეხება, იმ საკითხებში მაინც.
მაგრამ თუ საზოგადოებაში ეწევი, სხვებს რაღას ერჩი? ზოგს არ სიამოვნებს და ვერ გეუბნება, შეიძლება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
Florbelle
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2434
წევრი No.: 196644
რეგისტრ.: 16-January 15
#44443557
· 28 Apr 2015, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარტივად რომ ავსხნათ მორალი უფრო საზოგადოებიდან მომდინარე ქცევის ნორმებია,ანუ ეს არის "რისი გაკეთება არ შეიძლება",ხოლო სინდისი თვითონ ადამიანის შიგნითაა,პიროვნებასთანაა კავშირში,დაახლოებით "შეიძლება თუ არა,რომ მე ეს გავაკეთო\არ გავაკეთო".
მორალი ძირითადად მოქმედებს "ხალხი რას იტყვის" ფორმით,სინდისს ეგ არ ეხება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
COLTER
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
COLTER
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1723
წევრი No.: 152567
რეგისტრ.: 1-August 12
#44443745
· 28 Apr 2015, 19:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგალითად მორალით შთაგონებულის საწინააღმდეგოდ წასვლის შემდეგ შეიძლება სინანული არ გამიჩნდეს აი სინდისის ქენჯნა კი სულ სხვაა ჩემთვის
--------------------
Familiarity breeds contempt.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0241 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.