http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gamarthavs.html * * *
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიის შენობის წინ "სითი პარკით" შეწუხებულ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ალეკო ალესაშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "სითი პარკთან" ხელშეკრულება ქალაქის საზიანოდ წინა ხელისუფლებამ გააფორმა, მაგრამ არსებულმა ხელისუფლებამ სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კომპანიას კონტრაქტით თბილისში პარკინგების ადგილების მოწყობა არ ევალება და შესაბამისად, ამ კუთხით არაფერს არ აკეთებს.
"კომპანიას ნაყიდი აქვს სამი ევაკუატორი და დროდადრო ყიდულობს კასრ საღებავს. ყოველ წელს ჩვენი ჯიბეებიდან კომპანია 30-35 მილიონს იღებს. "სითი პარკთან" ხელშეკრულება კიდევ 10 წელი უნდა გაგრძელდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ჩვენი ჯიბეებიდან შემდეგი 10 წლის განმავლობაში კიდევ 350 მილიონი ლარი უნდა ამოიღოს. 10 წლის შემდეგ კი ქალაქში პარკინგის თვალსაზრისით ქაოსი გვექნება. ნაბიჯები დროულად არის გადასადგმელი. რადგან თბილისის მერია ამ ნაბიჯებს დროულად არ დგამს, ან არის გარიგებაში ან ძალა არ ყოფნის, რომ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს. ჩვენ თბილისელები უნდა დავეხმაროთ მერიას და "სითი პარკთან" ურთიერთობა უნდა დასრულდეს", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით დღეს, 17:00 საათზე, მერიის შენობის წინ "სითი პარკით" შეწუხებულ და ქალაქის მოყვარულ ადამიანებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, დღეს საზოგადოებას გააცნობს იმ გეგმას, რომლითაც "სითი პარკთან" ურთიერთობა უნდა დასრულდეს.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას შეეძლო კომპანია "სითი პარკთან" ურთიერთობა ორი ალტერნატიული საშუალებით დაესრულებინა. კერძოდ, ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე.
როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა განმარტა, გიგი უგულავას მიმართ ერთ-ერთი ბრალდება "სითი პარკთან" კორუფციული ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს.
"მარტო უგულავა კორუფციაში ვერ იქნებოდა ჩართული. ლოგიკურად გიგი უგულავასთან კორუფციაში ჩართული იყო "სითი პარკი". პროკურატურას და ხელისუფლებას რომ მოენდომებინა დადებული ხელშეკრულება ჯარიმის გადახდის გარეშე გაწყდებოდა. პროკურატურას უნდა დაედასტურებინა, რომ კორუფციაში ჩართული იყო კომპანიის მენეჯმენტი. ეს აღმიძრავს ეჭვებს, რომ აქ ადგილი აქვს გარკვეულ გარიგებას ახალ ხელისუფლებასა და კომპანიას შორის", - დასძინა ალეკო ელისაშვილმა.
საპრებულოს წევრმა ასევე გაიხსენა გასული წლის 25 აგვისტოს თბილისის მერთან კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრა, სადაც ნარმანია კომპანიის წარმომადგენლებს მკაცრი ტონით ესაუბრებოდა და მათგან ინფორმაციას ითხოვდა, თუ რა ინვესტიცია განახორციელეს თბილისში პარკინგის მოსაწესრიგებლად. ელისაშვილის თქმით, შემდგომში ქალაქის ხელმძღვანელობის ტონი დარბილდა და ბოლო 8 თვის განმავლობაში "სითი პარკზე" საუბარი აღარ არის.
მისივე განცხადებით, ამასთან, ქალაქის ხელისუფლებას ასევე შეეძლო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი, სადაც კომპანია "სითი პარკისთვის" კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში 25 მილიონიანი საჯარიმო გადასახდელი შეეძლო კონკურსში გამარჯვებული კომპანიისათვის დაეკისრებინა.
დაცვა ბიძიააა შემიშვი რაააა...