მოდით დღეს ნიკა გვარამიას კოსმოგრამა განვიხილოთ ექსპრომტად.
სწორედ დღეს შესრულებულა 1 წელი, რაც ეს ადამიანი ციხეში ზის და ჩემი აზრით უსამართლო განაჩენით.
დაბადების მონაცემების წყარო, ისევ ვიკიპედია: 29 ივნისი, 1976 წელი, სოხუმი.
სამწუხაროდ დაბადების საათი არ ვიცით, თორემ მისი ჰოროსკოპი ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა.
ზოდიაქალური სისტემა - სიდერიული (ინდური).

მაშ ასე, რას ვხედავთ, რა იქცევს ყურადღებას?!
პლანეტები ასე თუ ისე თანაბრად არის გადანაწილებული როგორც სტიქიების, ისე კვანდრატების მიხედვით. დაბალანსებული, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ერთი შეხედვით.
მ ა გ რ ა მ,
მოდით შევხედოთ კეტუს, ნატივის იმ კარმიულ „ბაგაჟს“ რაც ამ ინკარნაციაში მოიტანა როგორც გამოცდილება - კეტუ არის ვერძის ნიშანში, მისი დისპოზიტორი მარსიც ასევე ცეცხლის ნიშანშია.
რაც ჩემი აზრით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ნატივი გულის სიღრმეში მაინ ცეცხლოვანი პოტენციის მატარებელია, ლიდერული ნიჭები აქვს, მარსი თავისთავად და როგორც კეტუს დისპოზიტორი ხომ ლომშია - მოქმედებები, მიზნის მიღწევისთვის გადადგმული ნაბიჯები არის გაბედული, მეფურ-ლიდერული, ყურადღებას რომ იქცევს ისეთი. შესაძლოა ვერძივით თავქარიანი და რქებით მიმწოლიც შესაძლოა იყოს.
კიდევ ერთი საყურადღებო კონსტელაცია - კეტუ და იუპიტერი ერთ ნიშანშია, რაც ინდურ სისტემაში უკვე ამ ორი პლანეტის შეერთების ტოლფასია და ნიშნავს, რომ ნატივს სტატუსიანი, წარჩინებული ადამიანის, მოძღვრისა და მასწავლებლის გამოცდილება აქვს თან მოტანილი.
შეუძლია ნატივს ამ ცხოვრებაში იყოს მენტორი, ლიდერი, იდეების გენერატორი, მასწავლებელიც, მაგრამ ნეგატივიც ახლავს ამ კონსტელაციას და ესაა - სიხისტე და დოგმატურობა, პერიოდული უიღბლობა, დანარცხებები - როცა ნატივი ძაან ექსპანსიაში გადადის, კეტუ მას აუცილებლად მოიყვანს აზრზე - დაანარცხებს.
კეტუს მდებარეობა, ასევე ნატივის მთვარე კირჩხიბში, ჩემი აზრით იმაზე მიუთითებს რომ კარდინალური კვანდრატი მაინც უფრო დომინირებს ნატურაში.
კატუ-მარის (და იუპიტერის) თვისებებისგან განსხვავებული რამეებს მეტყველებს ნატივის მთვარე კირჩხიბში და თან სატურნთან შეერთებაში - მგრძნობიარე, ღრმა და ინტროვერტი , შენიშნებული, დედასთან ღრმად და თან მტკივნეულად დაკავშირებული ნატურა. შეუძლია საკუთარი გრძნობების კონტროლი, დალაგება, უფრო დისტანციაზეა ემოციონალურად, ყველას ვერ მიუშვებს ახლოს გულთან.
ასევე საინტერესო კონსტელაციას ქმნის მზე-ვენერას ახლო შეერთება ტყუპის ნიშანში და მათი დისპოზიტირი მერკურის მდებარეობა უასპექტოდ (ანუ შახტაში) კუროს ნიშანში.
ინტელექტუალური, მსუბუქი, მრავალფეროვნების მოყვარული ნატურა რომელსაც ასხივებს ნატივის მზე, იფერება ვენერას მგრძნობელობით, სილამაზის და სტილის თავისებური შეგრძნებით, გრძნობადი ტკბობისადმი მიდრეკილებით, სწორის და არასწორის (თავისი გაგებით) გამიჯვნის გამოკვეთილი უნარით.
მზე ასევე „დამშვენებულია“ ურანის ტრიგონით, რაც ნატივს აჯილდოვებს მაღალი მენტალური ენერგიით, ორიგინალურობით, დამოუკიდებელი ხასიათით, სიახლეებისადმი გახსნილობით, აძლიერებს მის ნებელობას.
მაგრამ მზეს დაძაბული ასპექტიც აქვს, პლუტონის კვადრატი - რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნატივისთვის მნიშვნელოვანია გავლენის ქონა, საკუთარი ძალაუფლების გავრცელება, თავს მოხვევა. ასე, რომ ერთი შეხედვით გახსნილი, კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი პერსონის მიღმა, მოდიქტატორო მიდრეკილებების მქონე ნატურაა შეფარული, რომლიც იბრძოლებს საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, პოპულარობის და გავლენების მოპოვებისათვის.
კიდევ ერთი მომენტი აქვს ასეთ კვადრატს - ნატივი შეიძლება გულწრფელად ცდილობდეს, რომ მისი პირადი ცხოვრების და გრძნობებთან დაკავშირებული თემები როგორღაც იზოლირებული ჰქონდეს მის პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისგან, მაგრამ არ გამოდის. წარა-მარა გამოუხტება, ჩაერევა, საქმეს გაუფუჭებს, ხელს შეუშლის.
პლუტონის კვადრატი ვენერასაც ურტყამს. რომელიც ისედაც დაზიანებულია მზესთან ახლოს ყოფით და პლუტონის დაძაბული ასპექტი კიდევ უფრო აზიანებს მის სიჯანსაღეს - ჰიპერტროფირებული მგრძნობელობა, ვნების ინტენსივობა, თითქოს ზღვარის წაშლისკენ მისწრაფება პარტნიორთან ურთიერთობაში ან სულაც პირიქით - მისი გაყინვა ერთ ადგილზე.
სიყვარულში იღბალი არ ექნება, ეს სფერო ტკივილებს მოუტანს რაც აიძულებს ნატივს ამ თემებში ჩაღრმავდეს, კარგად გაერკვეს და ეს ძლიან კარგად გამოუვა ნატივს იმიტომ რომ:
ა) მზეც და ვენერაც ტყიპებშია - ინტელექტუალურ ნიშანში;
ბ) ვენერა რეცეფციაში მერკურთან - აძლიერებენ ერთმანეთს, რაღაც მხატვრული ნიჭი.
საბოლოო ჯამში რა მივიღეთ - ინტელექტუალური, ორიგინალური, გაბედული, ნიჭიერი, ამბიციური, კარგი, ლიდერული და ორგანიზატორული უნარების მქონე, ცოტა თავქარიანი და თავისებური გრძნობად-ემოციონალური სამყაროს მქონე ადამიანი, რომელსაც ცხოვრება არაერთ რთულ, მატრანსფორმირებელ სიტუაციას გამოატარებს.
ცოტა პროგნოზები:

ახლა რთული პერიოდია, განსაკუთრებით მაისის ბოლო კვირა იქნება მძიმე - რაღაც მოულოდნელი მოვლენები, გაართულებენ ურთიერთობებს, გაზრდიან იზოლაციის ხარისხს, დაიძაბება ურთიერთობა, ადგილი ექნება კიდევ უფრო მეტ უსამართლობას მიმართ.
ივნისის მეორე ნახევარში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, გაძლიერდება კონსტრუქციულობა, ნებისყოფა, მობილიზებულობა, სიტუაციების მართვის უნარი, რაღაცეები სასიკეთოდ შეიცვლება. ეს პერიოდი გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.
მნიშვნელოვან, ცხოვრებისეულ ცვლილებებს კი ადგილი ექნება 2024 წლის შემოდგომაზე.