კიევში, დღეს დილიდან, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იანკერი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.
მათ შორის ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიდმოტა სტრაუუმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი,ასევე გერმანიის, დანიის, მაკედონიის, სლოვენიის , ჩეხეთის და სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლები.
კიევში 50-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაა ჩასული . კონფერენციაზე საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარმოადგენს. კონფერენცია ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერმა არსენი იაცენიუკმა გახსნეს. უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის, მათ შორის საქართველოს და ჯანდაცვის მინისტრს.
საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, ვინც ჰუმანიტარული მისიით ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას. უკრაინის მეგობარი ქვეყნები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების აღდგენა-რეაბილიტაციაზე, აგრარულ რეფორმაზე, საინვესტიციო გარემოსა და ენერგო-ეფექტურობაზე მსჯელობენ.
მიმაგრებული სურათი
" I know not with what weapons World War III will be fought, but world War IV will be fought with sticks and stones."
ამ ქვეყანას დედა აღარ ყავს. ნარიყალაზე ასაღებია ქართლის დედა და მის ადგილზე გიული ალასანიას ქანდაკება უნდა დაიდგას