ეს თუ ბედის ირონია არაა მა რა ჩემი ფეხებია
იმედია კარგად იქნება ის ბიჭი მარა ჰა ფაქტი ფაქტია
ცნობილი გახდა, რომ მცხეთის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად „ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ ხუბულურის შვილი თემურ ხუბულური დაიჭრა.
დაჭრილი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ხუბულურს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული.
„რუსთავი 2“-ის ინფორმციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი მეგობრები იმყოფებიან, ასევე საავადმყოფოში დეპუტატებიც მივიდნენ, მათ შორის ლერი ხაბელოვი.
ცნობისთვის, მცხეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. როგორც „პირWელს“ თვითმხილველმა განუცხადა, დღეს დაახლოებით 19:40 საათზე მცხეთის ქუჩა #18-ში მამაკაცმა მანქანაში მჯდომ პიროვნებას რამდენჯერმე ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
http://pia.ge/show_news.php?id=39465&lang=geo30 ამნისტია და შემცირებული კრიმინალი