#44437411 · 28 Apr 2015, 01:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაფნის პრაკტიკული მეთოდიკა!!დავწეროთ ვინ რა ისწავლა დაფნის გაშენებისას.. * * * კეთილშობილი დაფნა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. თვითონ სახელწოდება – Laurus – წარმოდგება კელტური Blaur – ისაგან, რაც ნიშნავს მწვანეს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს მცენარე არ შიშვლდება, ე. ი. მარადმწვანეა. სხვა განმარტებით, სიტყვა – Laurus – წარმოდგება ძველი ლათინური სახელწოდებისაგან – LavoreL – რაც ნიშნავს გარეცხვას, გასუფთავებას, ან სიტყვისაგან - Laus – სიამაყე, ღირსება, შექება. ანტიკური ხანიდან ბერძნები და რომაელები დაფნას თვლიდნენ ჯადოსნურ მცენარედ. ძველი რომაელი მწერალი, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე პლინიუსი ამტკიცებდა, რომ დაფნა ერთადერთი მცენარეა, რომელსაც მეხი არ ეცემა, ამიტომაც იმპერატორი ტიბერუსი მეხისაგან დასაცავად ყოველთვის დგებოდა დაფნის ხის ქვეშ. ზოგიერთი ისტორიული მონაცემების მიხედვით, ძველ რომაელებს, როდესაც ღმერთ ორაკულს მიმართავდნენ შესაწირი გვირგვინებით, სჯეროდათ, რომ თუ კი ამ დროს დაღეჭავდნენ დაფნის ფოთლებს, აუცილებლად შეძლებდნენ თავიანთი მომავლის გაგებას. ძველ რომში, დამპყრობლური ომებიდან დაბრუნებულ მეომრებს დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ, რომელიც ითვლებოდა გამარჯვების, ტრიუმფისა და დიდების სიმბოლოდ. თანამედროვე დრომდე მილანში ლასკალას თეატრის მუზეუმში ინახება სუფთა ოქროსაგან დამზადებული დაფნის გვირგვინი, რომლითაც დაჯილდოვებული იყო უკვდავი ჯუზეპე გარიბალდი. ეს უძველესი ტრადიცია ჩვენს დროშიც გრძელდება – მეცნიერებაში, ტექნიკაში, ლიტერატურაში, სპორტსა და ხელოვნებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის გამოჩენილ მოღვაწეებს ლაურეატის საპატიო წოდებას ანიჭებენ (რაც თარგმანში დაფნის გვირგვინოსანს ნიშნავს). * * * დაფნის თესლი... ახალმოკრეფილი თესლის გულის ტენიანობა 32-36%-ს შეადგენს. ჩანასახი პატარა ზომისაა. სუფთა თესლის საშუალო წონა ერთი გრამია. თესლი საუკეთესოდ ითვლება, თუ 700-800 ცალი იწონის 1 კგ-ს. საშუალოდ კი 1 კგ-ში დაახლოებით 1000 ცალი თესლია. თუ 1 კილოგრამში თესლი 1200 ცალზე მეტია, ის ნაკლები სამეურნეო თვისებებით ხასიათდება.
|