გამარჯობათ თანაფორუმელებო
მოკლედ ინტერნეტს ვცვლი და ჩემი ამჟამინდელი როუტერის ნაცვლად მესაჭიროება WIFI-ს მქონე
მაქვს TP-Link TL-R860, 100%-თ მუშა მდგომარეობაში, ნაყიდია ივერსში, არც დაჩეჩქვილია და არც ნაფორთხიალებელი, მოყვება რაც ახალს უნდა მოყვებოდეს ის(გარანტისს ფურცლის გარდა

)
http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=65617 მაქვს ასევე პრობლემური Asus GTS 250, მგონი 1GB ვერსიაა, თავისი მშობლიური ქულერი მაგივრად აყენია MSI HD 4850-ს ქულერი
კარტას ალერგია აქვს ახალ დრაივერებზე(როგორც უმეტესობა ძველ სერიას) თუმცა არც ძველ დრაივერზე ხნამს მინდორ-ველებს

დროდადრო არტეფაქტებს იკიდებს, ხან სწორდება ორ წამში თავისითვე, ხან იჭედება ან რესტარტი სჭირდება, შეილება გავიდეს მთელი დღე და სრულ დატვირთვაზე იმუშაოს უპრობლემოდ, შეიძლება დაუტვირთავზე ბნედვები დაეწყოს

არაა არც სიხშირე-ვოლტაჟის რეგულირება ნაცადი და არც ბიოსის გადაფლეშვა, მითუმეტეს არც შემწვარი, ასე რომ საექსპერიმენტოდ გამოდგება, მე უბრალოდ აღარც ხალისი მაქვს და ამის გამო კეისი დასაშლელადაც არ მიღირს ;D
მინდა რამე ნორმალური wifi router, არ მჭირდება 7 ანტენიანი და 3 კილომეტრზე რადიუსით, მეორე ოთახში იჭერდეს და სტაბილური სიგნალი ქონდეს მეტი არაფერი მოეთხოვება

მოკლედ განიხილება გაცვლა-გაყიდვა-ყიდვა, ვის რა შემოთავაზება გაქვთ დაწერეთ



”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”