#44471378 · 1 May 2015, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giomode1
მუხლი 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა
1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. * * * თუ ბავშვის მიმართ ძალადობას აქვს ადგილი სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ დარეკოთ პატრულში და მოითხოვოთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა
|