კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის დედას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ფასიანი სასწავლო კურსები ჰქონდა გახსნილი.იმ ფონზე, როცა საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ბიურო გურჯაანის გამგეობის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს, გუბერნატორის დედას დედოფლისწყაროს გამგეობის შენობის პირველ სართულზე 2 ოთახი უსასყიდლოდ ჰქონდა დაკავებული.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე, ორ ოთახში (დაახლოებით 40 კვმ) შპს „ლაშარი“ წლების განმავლობაში იყო განთავსებული, მათ შორის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგაც. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ლაშარის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი მარინე ღვინიაშვილია. იგი ირაკლი შიოლაშვილის დედაა.
გუბერნატორის დედას გამგეობის შენობაში საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის შემსწავლელი ფასიანი კურსები ჰქონდა გახსნილი. ამავე დროს, შპს „ლაშარი“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა: წლიური დეკლარაციების შევსება, დამუშავება და სხვა საგადასახადო საქმიანობა. დამკვეთებს აუდიტორულ მომსახურებას გუბერნატორის მამა გენადი შიოლაშვილი უწევს. მას საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, 2015 წლის 26 თებერვალს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა წერილობით მოითხოვა ინფორმაცია [განკარგულება და ხელშეკრულება] გამგეობის შენობაში შპს „ლაშარი“–სთვის საოფისე ფართის გამოყოფის შესახებ. ასევე, მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ „ლაშარს“ წლების განმავლობაში იჯარის ღირებულება აქვს გადახდილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, გამგეობამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. იურიდიულ სამსახურში განაცხადეს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს და შპს „ლაშარი“ კიდევ ორ ინდმეწარმესთან ერთად, გამგეობის შენობაში უსასყიდლოდ, კონტრაქტის გარეშე უკვე რამდენიმე წელია რაც განთავსებულია.
არსებული მონაცემებით, დედოფლისწყაროში, ქალაქის ცენტრში 1 კვმ საოფისე ფართის დაქირავება, თვის განმავლობაში დაახლოებით 10–15 დოლარი ღირს. საშუალოდ, ერთ კვმ–ზე მინიმალურ ფასს, 10 დოლარს თუ ავიღებთ, შპს „ლაშარი“ ბიუჯეტში ყოველწლიურად 10 560 ლარს უნდა იხდიდეს.
რატომ არ აფორმებდა მუნიციპალიტეტის გამგეობა შპს „ლაშართან“ საიჯარო ხელშეკრულებას და რატომ დააზარალეს ადგილობრივი ბიუჯეტი, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისგან, ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან შევეცადეთ.
გამგებელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მის მისაღებში მისვლიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, გამგებელმა პოლიცია გამოიძახა თითქოს ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში ვხულიგნობდით და მის სამუშაო ოთახში ნებართვის გარეშე შესვლას ვცდილობდით. პოლიციელები გამგებლის სამუშაო ოთახის შესასვლელ კართან ჩადგნენ და დაახლოებით 15–20 წუთი გამგებლის ოთახს ასე „იცავდნენ“. გამგებლისგან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.
http://ick.ge/articles/21548-i.htmlმთივლიშვილი მაგარი პრობკა და პროვოკატორია, მაგრამ თავად ფაქტი, როგორ მოგწონთ?
სრული მარაზმი და საზიზღრობა
მიდით ეხლა გააპრავეთ ჩვეულ სტილში ქოცებო...
მიჩმორებული პოლიციელები, როგორ მოგეწონათ?
KINA_LOKOრკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
Rejoice O young man
in thy youth...
თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ.
ყლეებო თქვენა.