სასიხარულო ნიუსი მაქვს მეგობრებო -
ჩემი მეზობელი ჯ. ბ., რომელიც რუსეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში იმყოფება,
საქართველოში, თავის შვილს ნ. ბ-ს უგზავნის 150 აშშ დოლარს.
წყარო ჯ. ბ-ს შვილი ნ. ბ.
თავის მხრივ, ნ. ბ-ს გადაწყვეტილი აქვს, აღნიშნული 150 აშშ დოლარი, ჩადოს ქვეყნის ეკონომიკაში,
სავალუტო ჯიხურში მისი კონვერტაციის გზით,
რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე,
შესაბამისად ლარტის კურსზეც.
ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ ვუახლოვდებით წელიწადის დროს,
როცა ჩვენთან ჩვეულებრივ ტურისტული ბუმია ხოლმე,
უნდა ვივარადუდოთ, რომ ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილდება.
ხო, კიდე ისა
ყველას გეყოლებათ ვინმე ნაცნობი რუსეთში
და თუ გაიგოთ რო თავისიანებს თანხა უგზავნის/გამოუგზავნა,
აქ დავწეროთ.
წამოვუწიოთ გულები ერთმანეთს და იმედის ნაპერწკალი ჩავუსახოთ.
გმადლობთ,
წავედი