„ჩემი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ მასთან რაიმეს გარკვევა დიდად არ მჭირდება“
ამა თუ იმ საკითხზე, მას (ბატონბიძინას) რატომ ურეკავთ? მისი აზრი თქვენთვის ასეთი ღირებულია?- მას მე ნაკლებად ვურეკავ, მაგრამ მისთვის დამირეკავს კიდეც. როდესაც იცი, რომ ქვეყანაში ადამიანი არსებობს, რომლის აზრიც, ალბათ, ბევრისთვის ყველაზე მეტად ანგარიშსგასაწევი და საინტერესოა, მას აზრი უნდა ჰკითხო. როდესაც ქუჩაში მიტინგი იყო და ტაბურეტკებით დარბოდნენ, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავურეკავდი და დიახ, დავურეკე კიდეც. პრინციპში, მისი აზრი ვიცოდი და გასარკვევი არაფერი მქონდა. მის პოზიციაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენი ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ რაიმეს გარკვევა დიდად არ მჭირდება. წინასწარ ვიცი, მას ასეთი ტიპის მნიშვნელოვან საკითხზე რა დამოკიდებულება ექნება. მას დავურეკე, რადგან მინდოდა, რომ მისი აზრი ჩემს გარდა, სხვებსაც სცოდნოდათ
ნაკადულე (ფორ.გე)ასევე იხილეთ:
ხიდაშელი: კლინტონის ბენ აფლეკთან შეხვედრა, აფლეკის არაფორმალური მმართველობაა?„