
მას შემდეგ, რაც დარეკავთ ცხელ ხაზზე, მობილური ჯგუფი დაიწყებს მუშაობას ბავშვთან. მობილურ ჯგუფებში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანატოლ-განმანათლებელი და ადმინისტრაციული მუშაკი/მძღოლი. ჯგუფი უზრუნველყოფს მათ გადაუდებელ საჭიროებებს და მუშაობს ბავშვებთან მათი დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრებში მიმართვის მიზნით.
დღის/კრიზისული ინტერვენციის ცენტრები ღია ტიპის მომსახურებაა, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს საშუალებას აძლევს, რომ დაკმაყოფილდეს მათი ძირითადი მოთხოვნები (საკვებზე, ჰიგიენაზე და სხვ.) და სთავაზობს მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სასიცოცხლო უანრ-ჩვევების შემუშავებისა და არაფორმალური განათლების პროგრამას.
ტრანზიტული ცენტრი წარმოადგენს 24-საათიან მომსახურებას მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას, შესაძლებლობების ინტენსიურ განვითარებას და ამზადებს მათ უფრო ხანძგრძლივი დროით მინდობით აღზრდაში ან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში განთავსებისათვის.
ამ მომსახურებებით უკვე 400-მა ბავშვმა ისარგებლა.
წყარო:
http://irakligaribashvili.ge/?p=5652მისასალმებელია





Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me, a sinner.