shavparosaniii14
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6131
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
|
#44468329 · 1 May 2015, 02:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- თუ გახსოვთ პირველი მსჯავრდებული, რომელიც დახვრიტეთ? - მახსოვს, გუშინდელი დღესავით მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭი იყო, თითქმის უწვერულვაშო. პატიმრებს ნომრებით ვიძახებდით, მათ გვარებს არ ვკითხულობდი, არც ვეკონტაქტებოდი, თუმცა, ჩემთან ერთად კიდევ ორი ჯალათი მუშაობდა და ისინი მათი ბიოგრაფიული წვრილმანებითაც კი ინტერესდებოდნენ. მე რომ რომელიმე პატიმარი გამეცნო, შემდეგ ვეღარ შევასრულებდი ჩემს მოვალეობას...
6 გაზიარება გაზიარება ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება" 03 06 2014 12:45:46 ნანახია: 6654
ინტერვიუ უკანასკნელ ქართველ ჯალათთან: "ასობით კაცი დავხვრიტე, მაგრამ ყოველთვის პირველი მაგონდება" Ambebi.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჟურნალ "გზის" არქივიდან. სტატია 2003 წელს გამოქვეყნდა და ის საქართველოში უკანასკენლი ჯალათის შესახებ მოგვითხრობს.
***
პროფესია – ჯალათი, წარმომავლობა – გაურკვეველი, ასაკი - 83 წელი, ოჯახური მდგომარეობა – ქვრივი, ჰობი - ოთახის ყვავილების მოშენება... როდესაც მასთან ინტერვიუზე მივდიოდი, მეგონა, რომ ბნელ, უფანჯრო, აბლაბუდებით სავსე და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ბინაში მოვხვდებოდი. ქალაქის განაპირას, ერთმანეთის მიყოლებით "მიდგმულ" პატარა სახლებს შორის ძლივს მივაგენი ერთსართულიან, კოხტა სახლს. ეზო კარგადაა მოვლილი, მოკირწყლულია და უამრავი ყვავილითაა სავსე. სახლი გარედან მთლიანად სუროთია დაფარული, შიგნით კი, იდეალური სისუფთავე და საოცარი სიმყუდროვე სუფევს და კიდევ – უამრავი, ოთახის ყვავილია, რომლის მაგვარი იშვიათად მინახავს. ასეთ გარემოში მოხვედრილ ადამიანს რომანტიკულ თემებზე საუბრის სურვილი უფრო გაგიჩნდება, ვიდრე იმ საშინელი ამბების მოსმენისა, რომელიც პროფესიონალმა ჯალათმა – ბატონმა სანდრომ მომიყვა.
- თქვენ ნამდვილად სანდრო გქვიათ? - დიახ, ასე მქვია. თქვენც ნუ შეცვლით სახელს, ასევე დატოვეთ; რა მნიშვნელობა აქვს, რას დამარქმევთ?
- კარგით, მოდით, შორიდან დავიწყოთ და თქვენი შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, დღემდე როგორ მოხვედით, იმის შესახებ მომიყევით. - ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, პირველი, რაც თვალწინ წარმომიდგება, ჩემი გადახოტრილი და მუწუკებით დაფარული თავია, რომლის ანარეკლს ფანჯრის მინაში თუ ვხედავდი ხოლმე. 1920 წელს დავიბადე, არ მახსოვს – სად და ვის ოჯახში. ვიზრდებოდი უპატრონო ბავშვთა სახლში. ვფიქრობ, რომ ქართველი არ ვარ, თუმცა ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ ვიცი. მახსოვს ისიც, რომ არასდროს მყოფნიდა საჭმელი, ყოველთვის მშიოდა, მეორე ულუფას კი, არ მაძლევდნენ. ძალიან მკაცრად მექცეოდნენ აღმზრდელები. პატარა დანაშაულისთვისაც კი სასტიკად მსჯიდნენ. სულ მობუზული დავდიოდი და დღემუდამ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა გამეფუჭებინა. თითქოს ვცდილობდი, აღმზრდელთა მრისხანება და სასჯელი დამემსახურებინა, შემდეგ კი, თავი ეულად და უბედურად მეგრძნო... ცამეტი წლის რომ გავხდი, იქვე, ჩვენ გვერდით, კერძო ეზოში მკვახე ალუჩა მოვიპარე. ორი დღით, სარდაფში დამამწყვდიეს. გამომიშვეს თუ არა, ერთ საათში, იქიდან გამოვიპარე და იმის შემდეგ, მარტო ვცხოვრობდი, მაწანწალობით ვირჩენდი თავს. კომუნისტური იდეოლოგიით, არ შეიძლებოდა, ბავშვს ქუჩა-ქუჩა ევლო და მოწყალება ეთხოვა, ამიტომ ცდილობდნენ, დავეჭირე და უკან დავებრუნებინე, მაგრამ მათ ხელიდან გასხლტომას ყოველთვის ვახერხებდი.
- ალბათ არც ქურდობაზე ამბობდით უარს... - კი, მომიპარავს კიდეც. მახსოვს, მთელი დღის უჭმელი ვიყავი, პურის საცხობთან გავიარე და სუნმა კინაღამ წამაქცია. ხაბაზს ვთხოვე, სულ ცოტა პური მომიტეხე-მეთქი. ცოცხს წამოავლო ხელი და - აბა, მოუსვი აქედანო! – მითხრა. იქვე, კუთხეში მივჯექი და ნერწყვს ვყლაპავდი, როცა ახალგაზრდა ქალმა გვერდით ჩამიარა სანოვაგით დატვირთული ჩანთით. ჩანთა ჩემთან ახლოს დადგა, თვითონ კი პურს ყიდულობდა. ჩუმად ჩავიხედე ჩანთაში და უზარმაზარი პომიდვრები დავინახე. ვტაცე ორ ცალს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ბევრი ვირბინე. თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, ორივე პომიდორი თვალის დახამხამებაში გადავსანსლე და სული მოვითქვი...
- როგორ გახდით ჯალათი? - როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, ოცი წლის ვიყავი. გადავწყვიტე, საომრად წავსულიყავი. წავედი კიდეც. მედალიც მაქვს მიღებული - "За отвагу" ომი რომ დამთავრდა, საქართველოში დავბრუნდი და ერთ-ერთ ქარხანაში დავიწყე მუშაობა. თავის შენახვა გამიჭირდა, ხელფასი არ მყოფნიდა, მაგრამ რას ვიზამდი? საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მომცა. ერთ დღეს, სამსახურიდან შინ მიმავალმა, გადავწყვიტე, ძველი ფრონტელი მეგობარი მომენახულებინა (6 წლის განმავლობაში, მის შესახებ არაფერი მსმენოდა). მივედი. თითქოს არ გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ შინ შემიპატიჟა, საჭმე-სასმლითაც გამიმასპინძლდა. მაშინ გავიგე, რომ ციხეში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე. ვთხოვე: იქნებ, მაღლახელფასიანი სამსახური მიშოვო-მეთქი. არც "ჰო" მითხრა, არც - "არა". წამოვედი მისგან და კარგა ხანს, სურვილიც არ გამჩენია მისი ნახვისა. 2 წლის შემდეგ, 1959 წლის სექტემბერში დამიკავშირდა და მითხრა: სამსახური გიშოვეო. მივაკითხე. ციხის სამზარეულოში მზარეულის თანაშემწედ გამამწესა, ორი კვირის შემდეგ კი - ბადრაგად გადამიყვანა. კიდევ ორი კვირის შემდეგ, დამიბარა და დიდი "რეჩი" წამიკითხა იმის შესახებ, რომ სამშობლოს მოღალატეთა და საზოგადოების ხორცმეტთა მოშორება, სასჯელის აღსრულება და სიკვდილით დასჯა ჩვენი უშუალო მოვალეობაა და რა ვიცი, ათასი ლამაზ-ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვა წარმოთქვა და ბოლოს მკითხა: რას იზამ, - შეძლებ, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანოო? - ე.ი. ხალხი უნდა დავხვრიტო-მეთქი? - ვკითხე. თავი დამიქნია... სამი დღე ვიფიქრე, შემდეგ დავთანხმდი, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შესახებ ვერც ჩემი ოჯახი და ვერც სხვა, ვერაფერს გაიგებდა.
- ცოლი გყავდათ? - დიახ, რუსი გოგონა შემიყვარდა, ჩემთან ერთად მუშაობდა იმ ქარხანაში, სადაც ომის შემდგომ ვმსახურობდი. ერთი შვილიც შეგვეძინა, ვაჟი...
- თუ გახსოვთ პირველი მსჯავრდებული, რომელიც დახვრიტეთ? - მახსოვს, გუშინდელი დღესავით მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭი იყო, თითქმის უწვერულვაშო. პატიმრებს ნომრებით ვიძახებდით, მათ გვარებს არ ვკითხულობდი, არც ვეკონტაქტებოდი, თუმცა, ჩემთან ერთად კიდევ ორი ჯალათი მუშაობდა და ისინი მათი ბიოგრაფიული წვრილმანებითაც კი ინტერესდებოდნენ. მე რომ რომელიმე პატიმარი გამეცნო, შემდეგ ვეღარ შევასრულებდი ჩემს მოვალეობას...
- თქვენს პირველ მსხვერპლზე ვსაუბრობდით... - ჰო, იმას გეუბნებოდით - ნომერი მითხრეს პატიმრის და ინსტრუქტაჟიც ჩამიტარეს. მანამდე კი, პრაქტიკა სხვების დახვრეტის დროს გავიარე. ეს პატიმარი უკვე დამოუკიდებლად უნდა გამომესალმებინა სიცოცხლისათვის. კამერიდან გამოყვანისას არასოდეს ვეუბნებოდით, რომ დასახვრეტად მიგვყავდა – ან ნათესავთან პაემანი იყო მიზეზი, ან უფროსის გამოძახება... სიკვდილმისჯილთა საკნები მიწის ქვეშ მდებარეობდა. გრძელ, ბნელ დერეფნის აქეთ-იქით განლაგებულ ოთახებში უმეტესად, სიწყნარე სუფევდა. გამოვიყვანე ეს პატიმარი, გავიგდე წინ, ვუყურებ მის კეფაზე იმ ადგილს, სადაც იარაღი უნდა მივაბჯინო და ვფიქრობ: არ უნდა შემეცოდოს! – თან, გონებაში წარმოვიდგინე თითქოსდა მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო...
|