აბსოლუტურად ვიზიარებთ LEGEN_wait for it_DARY პოზიციას.
ოღონდ არსებობს ერთი გამონაკლისი კერძოდ, თუ ხელშეკრულებაში არსებობს დათქმა, რომელიც მოვალეს, ანუ ამ შემთხვევაში მესაკუთრეს (,,ბინის დამგირავებელს" მაკლერების ენაზე

) ანიჭებს უფლებამოსილებას ვალდებულების სრულად შესრულების (ანუ სესხის სახით აღებული თანხის კრედიტორისათვის, იგივე იპოთეკარისათვის სრულად დაბრუნებისას) შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა და შესაბამისად თავისი უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთა, მაშინ ბუნებრივია მას აქვს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ პრეტენზია ამ კუთხით წამოაყენოს, თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი და დროში გაჭინაურებული პროცედურაა, რამეთუ კრედიტორთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოვალემ ჯერ დეპონირება უნდა განახორციელოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანახმად სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლისა, ხოლო შემდგომში დაჭირდება სასარჩელო წარმოების გზით რეგისტრირებული იპოთეკის ვალდებულების გაუქმება საჯარო რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას ვერ გამოიყენებს, ვინაიდან უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნის (იგივე ,,გამოსახლების") დროს პოლიციაც და აღსრულების ეროვნული ბიუროც უარს იტყვის გამოსახლების ჩატარებაზე. (საფუძველი სავარაუდოდ ამ შემთხვევაში იქნება იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის ანუ ამ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების და საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა, სადაც თუ რა თქმა უნდა იპოთეკარი წინდახედულია, რეგისტრირებული უნდა იყოს იპოთეკა, როგორც კრედიტორის სასარგებლოდ წარმოშობილი სანივთო უფლება).
ipogaranti@gmail.com
http://ipogaranti.com This post has been edited by ipogaranti on 8 Mar 2013, 02:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)