გამარჯობა ყველას. გადავწყვიტე გამეხსნა თემა რადგან სხვამ თავი დაიზღვიოს ამგვარი შეცდომისაგან. გუშინ გადავწყვიტე შემეცვალა ძაან უბრალო და მარტივ მანქანაზე ძალიან მარტივად გამოსაცვლელი დეტალები. უნდა შეცვლილიყო ოპელ კორსა ბ-ზე უკანა სტუპიცის პაჩებნიკები. ვცდილობ მანქანა ყოველთვის ტექნიკურად გამართული მყავდეს ამიტომ ნაწილის ფასზე და ხარისხზე არასდროს ფულს არ ვინანებ. მივედი ე.წ. ბრანდ კომპანიაში ( არა თეგეტაში ) ვითომდა ორიგინალი ნაწილები შემოაქვთო და ვიყიდე ერთი სტუპიცის მთლიანი კომპლექტი 20-ლარად. მეც შემეძლო შეცვლა მარა რათომღაც დავიზარე თუ რა იყო არ ვიცი და ამიტომ მივედი სტაჟიან ხელოსნებთან. ყოველგვარი შევაჭრების გარეშე ხელობის ფასი 15-ლარი მითხრეს. ტაოტს ჩვენ ვკისრულობთო. სინამდვილეში მე რო მეწვალა ეკონომია 10-ლარი გამომდიოდა. ხელოსანს დამხმარე ჰყავდა 1-წლის სტაჟიანი ძია კაცი რომელიც სათვალის გარეშე ჩაქუჩს სად ურტყავდა ვერ ხედავდა

ცუდად გავხდი რო ვუყურე რეებს აკეთებდა. 30-40 წუთი ბარაბნის გამოღებაზე იწვალეს. სუ დაბრიცეს ზაშიტნიკი ზუბილებით. გული მიკვდებოდა რო ვუყურებდი. რას ვიზავდი დავიკაპიწე ხელები და ავიღე მეც კლუჩები ხელში

როგორც იქნა მოხსნეს, ჩასვეს ახალი ნაწილები და ეხლა აწყობა გაუხდათ პრობლემა. არადა ისეთი თავდაჯერებულები გამიხდნენ გუშინ ჩემი ერთი სიტყვა არ გაიგონეს. 1-საათი ისე გავიდა ძლივს ააწყვეს. ეხლა არ რეგულირდებაო. ნაწილი არ ვარგაო. მეგონა ისევ ამათი კრივარუკობის ბრალიათქო და დავიწყე გატრაკება. დავაშლევინე 5-ხელოსანს შევამოწმებინე პაჩებნიკები და ხუთივემ არ ვარგაო. მაინც ავაწყობინე დავარეგულირებინე და გავედი. სერიოზული ხმა ჰქონდა 40 კმ/სთ-ზეც. რას ვიზავდი წავედი ვიყიდე ამჯერად სავარაუდოდ თურქული ან ჩინური ნაწილები 15-ლარად. რომელსაც უფრო მეტი რაღაცეები მოჰყვა, ყველაფერი ძალიან ხარისხიანად იყო შეფუთული და ყველა წვრილმანი იყო ჩალაგებული. დავაყენეთ ეგენი და იდეალურები გამოდგა.
ამ ყველაფერში 3-საათი დამეკარგა. მივედი ე.წ. ბრანდ კომპანიაში და ჯიგრულად დაველაპარაკე გამყიდვლებს და ავუხსენი სიტუაცია. ლაპარაკი არ მქონდა დამთავრებული რო პირადობა გამომართვა და უკან დაიბრულა ის თავისი უკვე ტაოდიანი, ვითომ ორიგინალი ნაწილები.
ხელოსნებს რაც შეეხება ზედმეტი 2-საათზე მეტი კი იწვალეს მარა იმდენი ინამუსეს რო 15-ლარზე მეტი არ მოითხოვეს თორე მაგათ უარესად გავუჭედავდი კრივარუკი ბრუციანების დამხმარედ აყვანისათვის. 5-6 წელია მაგ კაცთან დავდივარ და ესეთი რამ ჯერ არ მომხდარა. რაღა ჩემ მანქანაზე უნდათ რო დახელოვნდნენ ხადავიკებად ვერ დავიგე რა
ეს თურქული თუ ჩინური და საკმაოდ ხარისხიანი ნაწილი ინტერნეტშიც კი არ იძებნება. უცოდინარი კაცი კიდე გოიმდება როცა არჩევანს გიყენებს გამყიდველი ვითომ ორიგინალი გერმანულსა და თურქულ ან ჩინურ ნაწილებს შორის.
საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დავწერო ე.წ. ორიგინალი ნაწილების შემომტანი კომპანია. რომელსაც ყველაფერში ვერ დაიწუნებს კაცი მაგრამ თავის ტკივილის გაჩენა კი შეუძლია. მაგათ გამო 2-ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაფუჭე გუშინ. ASP GEORGIA, ზოგი მეილსაც ეძახის. ვარკეთილში ხვანჭკარასთან აქვთ საწყობი. ერთადერთი, ზეთს ვცვლი ხოლმე მაგათთან. ჩემი აზრით მოტორ გოლდი რომელიც მაგათთან იყიდება ფასთან შედარებით საკმაოდ ხარისხიანია. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მეჩვენება.
თეგეტამ საერთოდ გამაგიჟა უაზრო ფასებით და ცუდი მომსახურებით. ზეთი რო შეაცვლევინო 1-საათი რიგში უნდა იდგე. მარტო კალოდკებს ვყიდულობ ხოლმე მანდ.
კაროჩე კაცმა სია უნდა შეადგინოს რა ნაწილზე სად და ვის უნდა მიაკითხოს.