მოგესალმებით ყველას.
შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ გავხსენი ეს თემა.
ესე იგი მესაჭიროება დაახლოებით 20 კვადრატულის გადახურვა კერძო ბინის ეზოში.
სიტყვაზე მანქანის გასაჩერებლად. ეგრედ წოდებული "ნავესი" იქნება.
კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია, დიდი არაფერი, უბრალო სწორი გადახურვა იქნება 6X3-ზე.
მინდა გამჭვირვალე შიფერით გადავხურო, პოლიკარბონატი კი ვიფიქრე, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება როგორც ვიცი.
ვინმე თუ დამაკვალიანებთ სად იყიდება ასეთი შიფერი, რა ღირს დაახლოებით მაინც, რამდენად გამძლეა მაგალითად სეტყვის დროს, ან მზისგან ხომ არ გამოიფიტება მალე და ა.შ.
დეტალები მაინტერესებს რამდენად ვარგისიანია..
ვინმე თუ მირჩევს რამეს, მადლობელი ვიქნები.
მიმაგრებული სურათი