ოკუპირებული ცხინვალის მედიის ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტმა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ყარაბაღში მიიწვია.
სტატიაში ნათქვამია, რომ ანატოლი ბიბილოვისა და გალუსტ სააკიანის შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სომხეთის ეროვნული კრების ოფიციალურ ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
მხარეებმა მთიან ყარაბაღში 3 მაისს გამართული ეროვნული ასამბლეის ე. წ. არჩევნებში სომეხი დამკვირვებლების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს ბიბილოვი და სააკიანი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმუშავებენ.
შეხვედრა 2 მაისს ყარაბაღში შედგა.
ოფიციალური თბილისი ინფორმაციის გადამოწმების პროცესშია. თუ შეხვედრის ფაქტი დადასტურდა, საქართველოს დიპლომატიური უწყება საკითხზე მწვავე რეაგირებას მოახდენს.
http://1tv.ge/ge/news/view/94546.html