"გიორგი ვაშაძემ 2007-2009 წლებში მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები"
"რეგიონები იცლება, თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი გაუკაცრიელდება"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რამაც "ხუთმილიონიანი ქვეყნის""მითი საბოლოოდ დაამსხვრია.
თენგიზ ცეკვავა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:
- წინა აღწერის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის 14,7%-ით კლება დაფიქსირდა, რაც საგანგაშოა. ეს ციფრი აზუსტებს არსებულ მდგომარეობას და, უპირველესად მიგრაციულ პროცესებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ანზორ თოთაძე, პროფესორი, დემოგრაფი: - მოსახლეობის აღწერამ კატასტროფული შედეგი მოგვცა. 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა თითქმის 15%-ით შემცირდა, რაც ძირითადად, მიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/130200-qk...a-tsasuliq.html ბოლო წლებში ქვეყნიდან ძირითადად ქართველები წავიდნენ, რომელთა რაოდენობამ 740 000 შეადგინა!!!!!
კატასტროფაა ქვეყნისთვის ,არვიცი რამ უნდა შეაჩეროს ან შემოაბრუნოს ეს პროცესი გარდა სოციალური ფონის გაუმჯობესებისა და მატერიალური კეთილდღეობისა, რომელიც ჯერ არ ჩანს