საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი მიიწვიესსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი მიიწვიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს იური ვარდანიანს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. "პარლამენტის თავმჯდომარის" შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს აყენებს.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს და აღნიშნა, რომ მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია.
თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია ერევანს დაუყოვნებლივ ეცნობება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-miitsvies.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი