#44502321 · 4 May 2015, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი უკვე არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საოცნებო ხელისუფლების ეკონომიკურმა პოლიტიკამ რბილად რომ ვთქვათ არ გაამართლა. წინამორბედი ხელისუფლების მიერ გაზრდილი ბიუჯეტის სოციალური ხარჯებისკენ მიმართვამ, ბიუროკრატიის ზრდამ და პრემიების და ხელფასები დიდი რაოდენობით დარიგებამ, სოფლის მეურნეობის "აყვავების" სურვილმა და მასში გადაყრილმა ასობით მილიონმა ვერ მოიტანა ის შედეგი, რასაც ეკონომიკაში ნაკლებად გათვიცნობიერებული ამ ქვეყნის მოქალაქეები ელოდნენ.
გამართლდა ის მოლოდინი, რაც ეკონომიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს ჰქონდა და შედეგად მივიღეთ ქვეყანაში სტაგნაცია და სავალუტო კრიზისი, რომეილც დიდი ალბათობით ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება და ქამრების მოჭერა თითოეულ ჩვენგანს მოუწევს.
დამეთანხმებით, ეს მდგომარეობა კარგი სულაც არ არის და აქედან გამომდინარე საინტერესოა ფორუმელების აზრი თუ რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსვლას ?
--------------------
რუსთავი2 თვითონ შეიქმნის პრობლემებს @ ფიდერ-მენი (კალაძე)
ჩვენ შევქმინთ ახალ საზოგადოებას @ ბიძინა თქვენ მოგიწევთ გადააწყოთ რიტორიკა @ ბიძინა
|