ექსკლუზივი: რუსი ოკუპენტების ქმედებას 13 წლის ლევან ცაავა შეეწირა
21:48 2015-05-04
გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის ლევან ცაავას გარდაცვალების მიზეზი რუსი ოკუპანტების ქმედება გახდა. რამდენიმე საათის წინ მოზარდი შეუძლოდ გახდა.
ოჯახის წევრები შეეცადნენ, რომ სამედიცინო დახმარება სახლში აღმოეჩინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ მათ 13 წლის ბიჭი გალში გადაიყვანეს. გამომდინარე იქიდან, რომ გალის საავადმყოფოფში ბავშვთა რეანიმაცია არ არსებობს, ოჯახმა გადაწყვიტა ლევან ცაავა ზუგდიდში წამოეყვანათ.
ენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა მათ „ფე-ეს-ბეს“ ბეჭდით დამოწმებული საშვი მოსთხოვეს. სანამ ოჯახის წევრებმა საბუთები მოამზადეს, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ცაავების ოჯახმა საშვი მოიტანა, მესაზღვრეებმა ცალკე მოითხოვეს ბავშვის საშვი. ამის გამო ოჯახმა გადაწყვიტა, მოზარდი ზუგდიდში შემოვლითი გზით წამოეყვანათ. თუმცა გზაში ლევან ცაავა გარდაიცვალა.
http://newposts.ge/?l=G&id=73884-%E1%83%A0...%83%95%E1%83%90ხტფუ!!!