არც თუ ისე დიდი ხანია ვპოსტავ ამ განყოფილებაში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ადგილია ცოდნის და არამხოლოდ შესაძენად, მაგრამ ვფიქრობ პრივატული შეხვედრები თუნდაც 5-10 კაციანი საერთოდ სხვა დონეზე გადაიყვანს ამ პოსტვას.
ვიცი ძალიან კარგი და შესაფერისი ადგილი ამისთვის სადაც ძალიან მიყვარს სიარული, თუნდაც იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აბსოლუტურად მისაღებია და ჩვეულებრივი. ეს არის ანტიკაფე შალვა დადიანის ქუჩაზე
https://www.facebook.com/anticafetbilisiვფიქრობ თუნდაც ორ თვეში ერთი შეხვედრა მშვენიერი იქნება. თან გავიცნობთ ერთმანეთს და თან საინტერესო დროს გავატარებთ. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ანტიკაფე არის ვინტაჟურ სტილში გაკეთებული სახლი, სადაც არის ოთახი სხვადასხვა გასართობით თუ მრგვალი მაგიდით საუბრისთვის, საათი ღირს 3 ლარი, რაც გინდა აიტანე, ჩაი-ყავა უფასოა. ახლა სპონტანურად მომივიდა ეს აზრი, თუ შევიკრიბებით თუნდაც 5 ადამიანი, შაბათ კვირას დავთქვავდით დროს და მგონი კარგ დროსაც გავატარებდით, რას ფიქრობთ?