მარტვილის საკრებულოს თავჯდომარემ უსაქმურობის გამო მახათის ნაცვლად ხელში კალამი აიღო და "ლექსების" წერა დაიწყო
გაზეთ `მარტვილის“ რედაქტორის თქმით, სამ¬წუხაროა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ისეთი სულელური `ლექსების“ დასაწერად იცლის, როგორი `ლექსებიც“ მას ფეისბუქის პირად გვერდზე დაუდია.
ფაუსტ ნადარაია: “წავიკითხე ალექსი გაბისონიას `შედევრი~. მე ასეთი ლექს-სიშტერე არასოდეს წამიკითხავს, სასაცილოა პირდაპირ.
თუმცა უფრო სასაცილო ის ჩალხანები არიან, რომელთაც მოსწონთ ალხანას ეს `ლექსი“.
მე ამ `ლექსს“ ლექს-სიშტერეს ვუწოდებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ვერ შეხვდებით ვერც ერთ პოეტურ საღებავს და მის ვერც ერთ სტრიქონში ვერ იგრძნობთ მხ¬ატვრულ გამომსახველობას, არამედ იმიტომაც, რომ ალექსი გაბისონიას ეს `ლექსი“ ნამდვილი სიშტერეა შინაარსობრი¬ვადაც.
აი, ნახეთ:
მოვედი ჩუმად სიტყვა
არ მითქვამს,
ვაკვირდებოდი
ირგვლივ ყველაფერს,
ფუყე თავთავნი თავს
აღარ ხრიდნენ,
ოდნავ მძიმენი
ნელა ღელავდნენ.
ეტყობა, მარტვილის საკრე¬ბულოს თავჯდომარეს სადღაც ამოუკითხავს ან ყურმოკვრით გაუგონია იოსებ გრიშაშვილის ლექსი:
ფუყე თავთავი თავს
მაღლა იწევს
სავსე თავთავი
თავდახრილია
რომლის უნიჭო მიბაძ¬ვით შეუთხზავს ასეთი მდარე სტრიქონები:
ფუყე თავთავნი თავს
აღარ ხრიდნენ,
ოდნავ მძიმენი
ნელა ღელავდნენ.
`ლექსის“ დასაწყისში ბატო¬ნი ალექსი იხსენებს, თუ როგორ მოვიდა იგი მარტვილის პოლი¬ტიკაში:
მოვედი ჩუმად
სიტყვა არ მითქვამს,
ვაკვირდებოდი
ირგვლივ ყველაფერს.
როგორ, როგორ?
“მოვედი ჩუმად
სიტყვა არ მითქვამს-ო“
დიახ, ალექსი გაბისონია სწორედ იმ დროს გამოჩნდა მარტვილის პოლიტიკაში, როცა `ქართული ოცნების“ მარტ¬ვილელი აქტივისტები შიშველი ხელებით, საკუთარი სიცოცხ¬ლისა და ოჯახების უსაფრთხოე¬ბის რისკის ფასად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რე¬ჟიმს. მათ გვერდით ვიდექი მეც ჩემი გაზეთით და არ მახსოვს შემთხვევა, ალექსი გაბისონიას ოდესმე ნაციონალური მოძ¬რაობის წინააღმდეგ ამოეღოს საჯაროდ ხმა.
არადა, ეს ის დრო იყო, როცა მართალი სიტყვის თქმა აუცილებლობას წარმოადგენდა და ყველა, მათ შორის გაბისო¬ნიაც, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც გენიალური რუსთ¬ველი იტყოდა ხოლმე:
არ უთქმელობა არ ვარგა,
არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი.
ე.ი. უთქმელობა ცუდია, უენო პირუტყვი ხომ არ ვარ, არაფერი ვთქვაო.
ბატონო ალექსი გაბისონია კი, რომელიც ახლა თავს ლექ¬სის მწერლადაც გვასაღებს, იმ¬დროინდელ თავის უმოქმედო¬ბას, როგორც საეჭვო ინდივიდი, ასე ამართლებს;
მოვედი ჩუმად სიტყვა
არ მითქვამს
ვაკვირდებოდი ირგვლივ
ყველაფერს.ვაი იმ რაიონს, სადაც ასეთი უნიჭოდ დაწერილი ლექსის ავტორი საკრებულოს თავ¬ჯდომარეა და მარტო საკრე¬ბულოს თავჯდომარე კი არა, საკონკურსო კომისიის ხელმძ¬ღვანელიცაა და ნიჭიერი კა¬დრების შერჩევას განაგებს.”
http://gazetimartvili.blogspot.com/2015/05/blog-post_2.html This post has been edited by martvileli on 4 May 2015, 20:32