ლაშა ფარულავა: ვოლსკი, ზაქარეიშვილი და არეშიძე, ხვალ, რუსული დელეგაციის წევრებს შეხვდებიან
04 მაისი 19:51
190
კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ინფორმაციით, ხვალ, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ კონფერენციაზე, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რუსულ დელეგაციას შეხვდებიან.
„ხვალ, ხუთ მაისს, ქობულეთში სასტუმრო Georgian Palace დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაცია „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“-ს (ICCN) კონფერენცია „ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში“.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან:
რუსეთის დელეგაცია ნიკოლაი სილაევის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების’’ თავჯდომარე გია ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ექსპერტი მამუკა არეშიძე.
მოგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ღია პრეცედენტი, როცა საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები პუტინის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობენ კონფერენციაში.
2012 წლამდე ნიკოლაი სილაევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო.
ჩვენი ორგანიზაცია გმობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობას კოლაბორაციონისტულ ღონისძიებაზე, სადაც მთავარი მიზანი რუსული პროპაგანდის გაძლიერებაა“, - აღნიშნულია კოალიციის თავმჯდომარის ლაშა ფარულავას განცხადებაში.
http://news.ge/ge/news/story/133372-lasha-...bs-shekhvdebian