მომღერალი ეკა კვალიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან.
ეკა კვალიაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ყურადღება თავისი შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლითა და წლებით დაიმსახურა.
მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით. ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი,
სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბი-ბი-სი, სი-ენ-ენი და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან. ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო.
პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებით, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან, პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ. ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ?
ველი, თქვენს ჯენტლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!“ - წერს ეკა კვალიაშვილი.
http://info9.ge/sazogadoeba/face-aqtivoba/...html?lang=ka-GEმარგველ შეხვდი ბიჭო იქნება და რამე კაი პონტში გჩითავს