წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 81%–ით გაიზარდაწინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა:
აზერბაიჯანი 160 მილიონი დოლარი, ნიდერლანდები 68 მილიონი, თურქეთი 41 მილიონი, შემდეგ მოდიან: გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი, კვიპროსი, საფრანგეთი. ჩინეთი, ყაზახეთი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება ეკონომიკის სექტორების ჭრილში ასეთია:
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 207 მილიონი, საფინანსო სექტორი 41 მილიონი, დამამუშავებელი მრეწველობა 30 მილიონი, მშენებლობა 25, უძრავი ქონება 20 მილიონი, ენერგეტიკა 9, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა 7, სამთომოპოვებითი მრეწველობა მილიონი.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის II კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 207 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 41 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ. აშშ დოლარით.
http://commersant.ge/?m=5&news_id=26534&cat_id=5