ეს განყოფილება არაა მარტო ისტორიის განყოფილება და შესაბამისად აქ გავხსი ამ თემას. რა ფენომენია ნახევარ მილიონიანი ქალაქის სამეგრელოში აშენება? რას უკავშირდება ეს?
მეგრელების არგუმენტები ვნახე პოლიტიკის განყოფილება, გეთანხმებით მაგრამ საკითხს უფრო ღრმად შევხედოთ.
(ხო ისე მეგრელები ეწინააღმდეგებით თქვენს რეგიონში სხვების ჩასახლებას, ეს მაშინ როდესაც თქვენ თვითონ ჩასახლდით აფხაზეთში, მაშინ უარი თქვით უკან დაბრუნებაზე.

)
რა იყო ამ ქალაქის აშენების აზრი?
1) ქართიზაცია - იქ ჩასახლება სხვა კუთხის ქართველების აუცილებლად გაამძაფრებდა სამეგრელოს ქართიზაციას.
ეს აზრი ნაკლებად მისაღებია ვინაიდან წინა ხელისუფლება არ იყო ქართისტი და ლიბერალები იყვნენ სხვა ეთნოსებთან მიმართებაში არათუ ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების მიმართ.
2) სოხუმიდან ცათაბჯენებს დაინახავენ
ეს აზრი სისულელე მგონია. ნეტავ მართლა დაინახავენ სოხუმიდან?

რომც დაინახონ ცხადია აფხაზებს ვინც იცნობს კარგად იცის მათი ხასიათი, ეს არაფრის მომცემი არ იქნებოდა.
მეორე ვარიანტია თითქოს მოვიზიდავთ იქიდან აფხაზობასო მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი წინა ხელისუფლება იყო ლიბერალი ეროვნული საკითხების მიმართ.
3) საქართველოს დექართველიზაცია-კოლონიზაცია
წინ ხელისუფლება ღიად აცხადებდა ე.წ. სინგაპურიზაციას. სინგაპური ადრე კოლონია იყო ბრიტანეთის და ახლაც დაახლოებით იგივეა. სინგაპურელი ერი არ არსებობს და იქ ვინც ცხოვრობდა ისტორიულად ისინი უკვე აღარ არიან დომინანტური მოსახლეობა.მათი კულტურა, ენა და ა.შ. არ გააჩნიათ სინგაპურელებს.
ქართველი ერის არ არს ერთსახოვანი და არ ცხოვრობს ყველა ქალაქში. ამის გამო დექართველიზაცია რთულია. ქართულია ეთნოგრაფიული ჯგუფების ასიმილირების ანუ მოსპობის და მასიური ურბანიზაციის გარეშე ძალზედ რთულია საქართველოს დექართველიზაცია.
ხომ არ იყო ეს პროექტი ჩვენი დექართველიზაციის?
იქ იმ თემაში გაოხტა კიდევა ერთი ლიბერალი შვანგირაძე თქვენაო გოიმები ხართო აქ უცხოელები უნდა დასახლდნენო ეგრე ავშენდებითო

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში.
პ.ს.
ფორცხოლი ფოთის მეგრულობაც რაც შეეხება მართლა არ იყო ისეთი მეგრული ქალაქი როგორც ზუგდიდი ან მარტვილი. ფოთი იყო სულ ძველად კოლხური ქალაქი შემდგომ ბერძნული მერე ლაზური და საქართველოს ერთიანობის დროს სავარაუდოდ მთლად მეგრულიც არ იქნებოდა გურულებიც იქნებოდნენ იქ. სამეგრელოს სამთავროს ბოლოსკენ თურქებმა წაართვეს და ფოთი თურქებს ეკუთვნოდათ ამ დროსაც გამორიცხულია სახელდობრ მეგრული ყოფილიყო.
This post has been edited by ნოღა on 5 Jun 2015, 06:30