როგორ იცხოვრებდი რას გააკეთებდი ასეთ შემთხვევაში?
აი ვთქვათ ვიღაც გამოვიდეს ეხლა შეიძლება მირჩიოს ის ქენი ეს ქენი და შემდეგ საზოგადოებაში დაიმკვიდრებ ადგილსო. აქ საქმე სხვა რამეშია
სრულ სიმარტოვეში.
სრულიად მარტო ხარ
რაც არ უნდა გააკეთო მარტო იქნები
რა უნდა გააკეთო რომ სიმარტოვედ ღირდეს ის რაღაც?
არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო.
ვთქვათ მომდევნო ხუთი წელი მხოლოდ კითხვაში გავატარე. და მერე რა? რა იქნება? მარტო ვარ იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებაა რომელიც შეგნებულად მივიღე მიზეზთა გამო...
სიკვდილამდე კითხვაში ვიყო?
სხვა რისი გაკეთება შეიძლება მარტო, რომ ღირდეს შეწირულ სიცოცხლედ?
ბედნიერი არასოდეს ვიქნები
მე მხოლოდ რამოდენიმე ათეული წელი მაქვს 50 ან 60
რაში შეიძლება გავლიო რომ არ ვთქვა ტყუილად გავფლანგე მეთქი? შეგნებულ სიმარტოვეში რა თქმა უნდა. უკონტაქტოდ ყოვლად მარტო მყოფი. რაში შეიძლება დავხარჯო ეს დრო რომ ღირდეს?
ანუ იქნებ ისეთ საქმეს მოვკიდო ხელი რომ ასი კაცი რვა წუთში გააკეთებს და მე სამოცი წელი დამჭირდეს. ეს ხომ უაზრობა იქნება.
ვთქვათ, საქმე წარმოიდგინეთ რასაც მხოლოდ ერთი ადამიანი გააკეთებს, ორი ადამიანი კი ვერ გააკეთებს და ვერც მეტი, რაიმე საქმე მჭირდება რისი გაკეთებაც მხოლოდ ერთი ადამიანის შესაძლებლობით ხორციელდება
და შესაძლოა ამ ერთ საქმეს ათწლეულები ჭირდებოდეს რომ ამ ადამიანმა შეწიროს
მოკლედ "დამასაქმეთ"
რას შეიძლება შევწირო სიცოცხლე გამოუშვით იდეები
უსაქმური და მარტოხელა ვარ , მომდევნო ჩემი სამოცი წელი თქვენს ხელებშია
This post has been edited by wild-moon on 22 Aug 2015, 21:03