ეს არის მითები რომელსაც მეთოდურად ავრცელებს ამერიკული მედია.
სინამდვილეში ასადის მთავრობით კმაყოფილი იყო და არის სირიელი ხალხი.
არაბული სამყარო ეთნიკური, კულტურული და ისტორიული თავისებურებების გამო არ შეიძლება
იყოს ევროპული ტიპის დემოკრატია. ბრალად წაუყენო ასად ის რომ რეფერენდუმებს არ ატარებს ყველაფერზე შვეიცარიელებივით არის აბსურდი. სადის სირია იყო ყველაზე თავისუფალი და სეკულარული სახელმწიფო მთელ არაბულ სამყაროში.
მაგალითად საუდის არაბეთში წვერის გარეშე ქუჩაში გამოსვლისას ადამიანებს სჯიან. სპირტიან სასმელებზე სჯიან სიკვდილით . საუდის არაბეთი არის ყველაზე ბრუტალური ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმი და ამ ქვეყანასთან მეგობრობს ამერიკა.
ამერიკამ საუდის არაბეთის ფულით შექმნა უპრეცედენტოდ სასტიკი კაციჭამია მუსულმანური ტერორისტული ორგანიზაცია
"ისის" გაწვრთნა, შეაიარაღა და მიუსია სირიელ ხალხს. ეს არის რეალობა.
"ისის" -შემადგენლობაში იბრძვის უამრავი ჩეჩენი და საქართველოს უამრავი მოქალაქე. პანკისიდან და ქვემო ქართლიდან.
ეგ ხალხი დაბრუნდება კავკასიაში და ააფეთქებს ჩრდილოკავკასიას და საქართველოს. საბოლოო ჯამში ამერიკის გეგმა ეგ არის.
რატომღაც არავინ არ აქცევს ყურადღებას როგორ ავრცელებენ საქართველოს მუსულმანურ მოსახლეობაში ვაჰაბიზმს და თითქმის არავინ არ იცის რომ ვაჰაბიზმი არის ოფიციალური რელიგია საუდის არაბეთში.
საფრთხე რომელიც საქართველოს ემუქრება არის კატასტროფული. ამერიკა ცდილობს საქართველო გადააქციოს ე.წ. "სანიტარულ კორდონათ" მუდმივი დაძაბულობის და სისხლისღვრის კერად რუსეთის საზღვართან. მართვადი ქაოსის გეოპოლიტიკა მაგაში მდგომარეობს სწორედ. ქაოსის ექსტერიტორიზაცია რომ საკუთარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს საზღვართან მიუტანო ქაოსი.
ბევრმა ასევე არ იცის რომ 70-იან წლებში სადამ ჰუსეინი სწორედ ამერიკელებმა მოიყვანეს ირაყში ხელისუფლების სათავეში. ამერიკა იყო N1 "მეგობარი" ერაყის და სადამ ჰუსეინის. ამერიკა აწვდიდა სადა ჰუსეინს ქიმიურ იარაღს რომელსაც ერაყი იყენებდა ირანის და ქუართების წინააღმდეგ. რაც დაემართა ერაყს ამას ხედავთ ალბათ. ეხლა ჩვენი რიგია.
პოლიტიკა რომელსაც საქართველოს მართველი კლასი ატარებს არის საქართველოსთვის გამანადგურებელი. საქართველოს მმართველი კლასი არ განიხილავს საქართველოს როგორც საკუთარ მომავალს. ამიტომ არ ადარდებთ საქართველოს მომავალი.
მათთვის მთავარი გრანტები, ფული და დასავლეთის მხარდაჭერაა. ამერიკაში აგზავნიან შვილებს და თვითონაც იქ გადაბარგდებიან.
თქვენ კი ვისაც წასასვლელი არსად არა გაქვთ დაფიქრდით ცოტა.
https://chotorlishvili.wordpress.com/2015/0...83%98%E1%83%A2/megreეს თემა ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და პოლიტიკურ მომავალს. ამიტომ უნდა განიხილებოდეს აქ
This post has been edited by xronopi on 5 May 2015, 21:48