ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეულია ორი ფაქტორით, დოლარის სიძლიერითა და გარე შოკებით,
- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა გუშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ლარის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ფუნქცია, სადიკოვმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია განსაზღვრულია როგორც კონსტიტუციით, ასევე ორგანულ კანონში საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.
სადიკოვის თქმით, ეროვნული ბანკის ფუნქცია ფასების სტაბილურობა და ინფლაციის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. "ეს ძირითადი ფუნქცია შესრულებული აქვს ეროვნულ ბანკს და ამ კუთხით თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს", - აღნიშნა სადიკოვმა.
მისივე თქმით, პარლამენტს აქვს უფლება, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ანგარიში მოისმინოს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულია.
"აქედან გამომდინარე, ის, რომ მთავრობას მოუსმინოს და განმარტებები მიიღოს ვალუტის კურსთან დაკავშირებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეული იყო დოლარის სიძლიერით და გარე შოკებით. მინდა ვთქვა, რომ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო მცოცავი გაცვლითი კურსი, მაშინ ეს შოკი უფრო ძვირი დაუჯდებოდა ქვეყანას, დაარტყამდა მსყიდველუნარიანობას, იმოქმედებდა რეალურ ეკონომიკაზე, ამას გავლენა ექნებოდა გაზრდილ იმპორტზე და აქედან გამომდინარე, ექსპორტი შემცირდებოდა", - აღნიშნა სადიკოვმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-shokebith.htmlაბა ახლა რას იტყვით ეკონომიკის მამებო?
პს.
აგერ კიდე ქადაგიძემ მსოფლიო ბანკს ვადაზე ადრე 400 მილიონი დოლარი გადაუხადა, 2017-ში გადასახდელი.