გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარ ავარიას ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია შვიდი ადამიანი, რომელთა შორის ორსული და 2 წლის ბავშვი არიან.
მედიკოსების თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე
მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი "აუდისა" და "ვაზ 24"-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადებთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია. თვითმხილველები სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებით მისვლაზე საუბრობენ. მათივე თქმით, დაზარალებულების ერთი ნაწილი საავადმყოფოში საკუთარი ტრანსპორტით გადაიყვანეს.
მომხრად ფაქტს გურჯაანის შს რაიონული პოლიცია იძიებს.
http://www.ambebi.ge/semtxveva/130737-shem...i-adamiani.htmlვაახ ჩემი ჩვილი ბავშვი დაიღუპა
რას დააქროლებენ როცა მანქანაში ბავშვები გიზიან ან რაღადროს 24ა