მსურს რომ გიამბოთ ერთი საინტერესო ისტორია, ვიცი ბევრი დაეჭვდება, ზოგიც დაიჯერებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე მხარის აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ჩემი "სასიყვარლო" ამბავია.

მოკლედ ყველაფერი დაიწყო 16 წლის ასაკში, სკოლაში, ერთ მშვენიერ დღეს დავინახე ერთერთი კლასიდან გამომავალი გოგო, ჩალისფერ თმიანი, ნაწილობრივ სლავური გარეგნობის და ნაწილობრივ ქართული იერის მქონე სახით, იმ დღემდე მასზე ლამაზი მართლა არავინ მენახა (ნუ თუ არ ჩავთვლით სერიალ "ნიკიტას" მთავარ გმირს, ბავშვობაში ძალიან მომწონდა

). გაგიკვირდებათ ის ჩვენ სკოლაში 2 კლასიდან იყო, უბრალოდ მაქამდე შემჩნეული არ მყავდა, და რატომ ეს დღემდე ვერ გამიგია. ასაკით ჩემზე ერთიც დიდი იყო მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. გარკვეული პერიოდის მერე ეს გოგო სოც ქსელის მეშვეობით გავიცანი, სკოლაში ვნახულობდი ხოლმე, რაღა დაგიმალოთდა და არც ისე თამამი ვიყავი, მარა პრინციპში სითამამე არ მაკლდა, ძალიან ბევრ გოგოსთან "მიღლაბუცია" მაგრამ ამასთან ენა მებმეოდა და არ ვიცი რეები მემართებოდა

. მოლედ ესე გადიოდა დრო, ვერ ვუმხელდი ჩემს გრძნობებს, მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი მოვაბი და კინოსი დავპატიჟე, (ეს უკვე აბიტურიენტობის დროს) მარა სამწუხაროდ ესეც ვერ გამოვიდა, ეხლა რომ ვუკვირდები იმ მომენტში საპატიო მიზეზის გამო უარი მითხრა, სხვა დღეს წავიდეთო, მე კიდევ სრულიად უაზროთ თავი დავიფასე და რამდენიმე დღის კი არა რამდენიმე კვირის მერეც არ მივწერე. ვოფშემ ცუდად მოვიქეცი. და ერთი მნიშვნელოვანი რამ ეს გოგო გერმანიაში აპირებდა წასვლას და ჩავთვალე რომ აზრი არ ჰქონდა.
გავიდა კიდევ გარკვეული პერიოდი უკვე პირველ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტი, ახალი ხალხი, ჭკუაზე აღარ ვიყავი, ის გოგო აღარც მახსოვდა, მე უკვე ის გერმანიაში მეგონა, და ერთ მშვენიერ დღეს მისი მეგობრისგან გავიგე რომ ის ისევ თბილისში იყო, ამის გაგონების თანავე ყველაფერმა ვითომ მივიწყებულმა კვლავ იჩინა თავი, ეს გოგო ისევ თავიდან შემიყვარდა.
კვლავ დავექონტაქტე სოც ქსელის მეშვეობით, თითქოს ახლიდან გავიცანით ერთმანეთი, და პაემანი დავუნიშნე, პარკში შევხვდით.
ისევ ისეთი ლამაზი და საოცრად ნაზი იყო. ასე მოყვა პირველ შეხვედრას მეორე, მესამე.... და ასე დაახლოებით 7-8 თვე ვხვდებოდით, სიმართლე გითხრათ არც ისე ძალიან ხშირი ინტენსივობით მაგრამ ერთმანეთს ვნახულობდით.
ეხლაც მახსოვს როგორ ეცემოდა მის ლამაზ სახეზე მზის სხივები და როგორ ირეკლავდა მისი ოქროსფერი თმები სინათლეს.
მისი სიცილი, ღიმილი, უხასიათობა, ამპარტავნება, აი ყველაფერი მიყვარდა. მაგრამ ჩემდა სასირცხვილოდ სიტყვა "მიყვარხარ" არასდროს მითქვამს, აი ძალიან ვნანობ ბევრ რამეს ძალიან.
ესე გავიდა კიდევ ნახევარ წელზე მეტი და ერთ დღეს მომწერა ნინომ რომ შევხვედროდი..
შეხვედრის მიზეზი ის იყო რომ გერმანიამ ვიზა ჩაურტყა...
მიუხედავად იმისა რომ მისთვის ეს ყველაფერი კარგი იყო, მე საშინლად მეწყინა, უბრალოდ არ მინდოდა რომ წასულიყო, მან მითხრა რომ გული წყდდებოდა რადგან ჩვენი ურთიერთობა ვერ განვითარდა, მეც ამას ვგრძნობიდ მაგრამ რატომღაც ამ ყველაფერზე უაზრო პასუხი გავეცი "მეტი რაღა უნდა გვექნა" , ვფიქრობ რომ ამ სიტყვებმა გული ატკინა, ცუდად მოვიქეცი რასაც ძალიან ვნანობ.
რამდენიმე დღის მერე მე და მისმა მეგობრებმა მოვინახულეთ და იმ საღამოსვე გაფრინდა.
ნორმალურად დალაპრეკებაც ვერ მოვახერხე.
გაფრენიდან დაახლოებით წელიწად ნახევარი ვეკონტაქტებოდი, ვკითხულობდი ისიც მიყვებოდა თავის ამბებს, მერე სრულებით გაწყდა ჩვენს შორის კონტაქტი, ძველი ნიკი გააუქმა სოც ქსელში და ახალი შექმნა, ერთხელ გავუგზავნე მოგობრობის თხოვნა, ეს თხოვნა საკმაოდ დიდი ხანი იყო მაგრამ არ დამიმატა. მეც ავდექი და დამატების მოთხოვნა გავაუქმე.
ძალიან მეწყინა ეს საქციელი.
და ეხლა რამდენიმე დღის წინ სკაიპში აინთო ნინო, სიმართლე გითხრათ არც მახსოვდა რომ დამატებული მყავდა, მეც ავდექი და მიუდეხდავად ამ წყენისა თავი დავიმდაბლე და მივწერე, არ მეგონა პასუხს თუ მომწერდა მაგრამ არ დააყოვნა მისგან პასუხიც მივიღე , მსუბუქად მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვუთხარი რომ მომენატრე მეთქი მაგრამ მისგან ანალოგიური არც კი ყოფილა. და სააბოლოოდ ვუთხარი რომ თუ წინააღმდეგი არ იყო თბილსში თუ ჩამოვიდოდა ამ ზაფხულს ვნახავდი, ისიც დამთახმდა რომ ჩამოსვლის შემთხვვაში მნახავდა.
ველოდები მოუთმენლად ზაფხულს....მაგრამ.....
ალბათ დაგაინტერესებთ თუ რა რატომ ქვია თემას "great expectations", ალბათ გეცოდინებათ ეს ფილმი,სწორედ ამ ფილმს გავს ჩემი ისტორიაც ხოლო ის ქერა გოგო კი მას.
https://www.youtube.com/watch?v=6bq8BsIZejE პ.ს და ბოლოს მსურს რომ თქვენგან მოვსმინო რჩევა, როგორც გოგოებისგან ისე ბიჭებისგან. ყველას აზრი მაინტერესებს. გერმანიაში წასვლას ვფიქრობ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იქაურობა ისევე იქნება ჩემთვის როგორც თევზი წყალში, უბრალოდ ენის პრობლემაა, და რაც მთავარია ეს გოგო, არ ვიცი უნდა თუ არა ისევ ჩემთან ურთიერთობა, მისი მეგობარი მეუბნება რომ მეგობარი ბიჭი არ ყავსო და რავი რას მირჩევთ რა გავაკეთო?