Arrivederci
მდღნაჩვი

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 198619
რეგისტრ.: 24-February 15
|
#44547491 · 9 May 2015, 21:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი,საიდან დავიწყო. დაახლოებით სამი წელია,ერთ გოგოს ვხვდებოდი,მის ოჯახშიც მივდიოდი, ყველაფერი სტანდარტულად. თუმცა ჩემიანებს არ ვაცნობდი. საკმაოდ ხშირად ვატარებდით ერთად დროს,კარგად ვიყავით,დღემდე მახსოვს პირველი კოცნა,მზიურში.. თუმცა ამაზე არ გვინდა,ისეც მიძნელდება საუბარი თემაზე. ხშირად ჩემს პატარა ბიძაშვილის შვილს ვასეირნებდით ხოლმე პარკში,ბევრჯერ უთქვამს,ძალიან გგავსო. მანქანაშიც ხშირად მის სათამაშოებს პოულობდა. ყველაფერი კარგად იყო,თუმცა ერთხელ ჩემი მეგობარი შეგვხვდა პარკში და რას შვრები,გოჩა,ბავშვს ასეირნებო? ბოლოს მოაყოლა,ღმერთმა გაგიზარდოსო. მე დავვეჭვდი,თუმცა რას ვიფიქრებდი,თუ ასე იქნებოდა სიტუაცია,მხოლოდ მაშინ დააკავშირე ბევრი მოვლენა ერთმანეთთან და ასე ვთქვათ,ეჭვის ჭიამ არ გაახარა,მხოლოდ მაშინ გადაეხსნა ლიბრა თვალიდან,იქამდე ჩემი მოსიყვარულე ხმა,ყურადღებიანობა და სხვა დადებითი თვისებები რომ ჩრდილავდნენ,ისეთი რაღაცები რაღაცები გაახსენდა, მაგალითად, ვამბობდი ბიძაშვილი ჩემთან ცხოვრობს-თქო,მაგრამ შეგვხვდა ერთხელ და მომიკითხა იმან,ეს სხვა ბიძაშვილია-თქო,ასე გამოვუცხადე მაშინ. აღარ განვავრცობ იმას,თუ რა კოშმარი იყო მომდევნო პერიოდი ჩვენი ურთიერთობისა,რამეთუ მალე ყველაფერი შეიტყო ჩემი Fეისბუქ მეგობრის მეშვეობით, რომელიც ანონიმურად დაამატა სახელით: ნინი გაფრინდაული და ისე, სხვათაშორის შეეკითხა რაღაცები, თითქოს მისი მეგობარი აინტერესებდა,გაცნობა უნდოდა, მისგან გაარკვია, რომ მე, მის პოტენციურ საქმროს ცოლი მყავს, რომელიც საბერძნეთშია წასული და შვილი. გული მოუკვდა, ყველაფერი მითხრა, მითხრა რომ სიმართლე იცოდა, მაგრამ არ ვტყდები არაფერში, არ ვაღიარებ, ჯიუტი ვარ... ახლა გაურკვევლობაშია, ფიქრობს მართლა ტყუილად ხომ არ დამწამა ცილი, იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევაა, ფიქრობს თუ როგორ გაარკვიოს სიმართლე. მას ჭეშმარიტების ცოდნა სურს. არ უნდა იმის დაჯერება, რომ სამი წელი ტყუილად გაფლანგა, მაშინ, როცა სხვა თაყვანისმცემლებიც უხვად ყავდა. არ უნდა იმის დაჯერება, რომ ადამიანი ამხელა ტყუილზეა წამსვლელი, რომ ჩვენი, ღვთისგან ნაბოძები ბუნება ასეთი დაცემულია. გთხოვთ, ურჩიეთ რამე, უკვე სამი დღეა არ ულაპარაკია ჩემთან, მითხრა, რომ საკუთარ თავში გარკვევა სჭირდება.
--------------------
"It is better to live one day as a lion than a hundred years as a sheep."
|