აქ იყო ტელევიზიიდან ასაკრძალი ხალხი, საკმაოდ სოლიდური სია, რომლის წინააღმდეგ არავინ გამოსულა..
მხოლოდ აკრძალვის იდეა არ მოეწონათ კოლეგებს, აკრძალვები მეც რაღაც არ მიყვარს..
ერთადერთი გამოსავალი ეს ოხერი ამ მშვენებებისგან თავი დავიცვათ მართლა კარგი ანუ იდელური ტელევიზიის ჩამოყალიბებაა..
თბილისში დაგროვილია ამის პროფესიონალური დიდი რესურსი.
გთავაზობთ ჩემეულ ხედვას:
საინფორმაციოს წამყვანად ნათია მომენატრა ლაზაშვილი.
რუსთავი ორის, იმედის, მეცხრე არხის ძველი კარგი პროფესიონალები ქვეყნის არიან უსაქმოდ.( ეს თქვენ შეავსეთ)
რაც შეეხება გადაცემებს, ჩვენი ოპერის და ბალეტის თეატრის ყველა სოლისტს და პრიმას გავაპიარებდი. ეკუთვნით კოლოსალურ შრომაში. ნინა ანაიაშვილს თვეში ერთხელ მაინც გამოვიყვანდი
დასავლეთში წასულ ჩვენს კლასიკური მუსიკის ვარსკვალვებს ხშირ ხშირად გამოვაჩენდი.
ჩვენი ნაციონალური ცეკვების წამყვან ანსამბლებს და მის სოლისტებს ასევე საეთერო დროის დიდ ნაწილს დავუთმობდი.
სამეცნიერო შემეცნებით გადაცემებს ქართველი თბილისში და დასავლეთში მომუშავე წარმატებული მეცნიერების პოპულარიზაციისთვის გამოვიყენებდი.
საერთოდ მოვხსნიდი საჭორაო შოუებს....
სამაგიეროდ აღვადგენდი პოლიტიკურ დისპუტებს.
გავუშვებდი მხოლოდ ქართულ სერიალებს....

დანარჩენი თქვენთვის მომინდვია ფორუმელებო...