Dorote123
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 29
წევრი No.: 171368
რეგისტრ.: 5-August 13
|
#38861221 · 26 Nov 2013, 02:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გთავაზობთ საჭირო და მეტად სასარგებლო ინფორმაციას, მათთვის ვინც დაინტერესებულია ხარისხიანი პროდუქციის შეძენით.
დღეს ჯანსაღი საკვები პროდუქტების შეძენა ემსგავსება ბრძოლას გადარჩენისთვის. მომხმარებელი აწყდება მთელრიგ საშიშროებებს: საკვები დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, პესტიციდები,გამაფხვიერებელი და სხვა), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, სასუქების სიჭარბე, სხვადასხვა დაავადებები და დეფექტები, ვადის გასვლა, არასწორი ტრანსპორტირებით/ შენახვის პირობის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები და ბოლოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მწარმოებლის ან გამყიდველის მხრიდან.
თქვენ გაეცნობით საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ბუნებრივი ინსტრუმენტები: მხედველობა, მგრძნობელობა, სმენა, გემო და რათქმაუნდა გამოცდილება, რათა არ გახდეთ უხარისხო და მავნე პროდუქციის მსხვერპლი.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ეხება გახდომას და არც იმას თუ როგორ უნდა იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, არც იმას თუ რა უნდა მიირთვათ მარხვის დროს და სხვა. ჩვენ გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი. * * * საკვები პროდუქტების შეძენა - ეს არ ნიშნავს მხოლოდ ხელსაყრელი ფასის მიხედვით პროდუქციის შეძენას. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ხარისხს, შენახვის ვადას, მის რეალურ საჭიროებას და სარგებლობას. წარმოგიდგენთ ზოგად რჩევებს, რაც ხელს შეუწყობს მყიდველს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს სუპერმარკეტებისა და სასურსათო ბაზრის უკიდეგანო ლაბირინთებში.
თავდაპირველად მნიშვნელოვანი რჩევა: უნდა ვისწავლოთ, არა მხოლოდ სწორედ არჩევა საჭირო პროდუქტის, არამედ, მათი სწორად მოხმარება. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხი, არამედ რაოდენობა (განსაკუთრებით ეს ეხება კვების პროდუქტებს, რომლებიც დამზადებულია საკვები დანამატების, ქიმიკატებისა და სხვა შემცვლელების გამოყენებით). ჭკვიანი მყიდველი ყოველთვის გეგმავს და წინასწარ საზღვრავს, თუ რისი შეძენა სურს. ითვალისწინებს ბევრს ნიუანსს, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად საკვები პროდუქტი. იგი რომ ნამდვილად სასარგებლო იყოს, (არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ) საჭიროა სწორად მოვემზადოთ შეძენისათვის. სწორად მოვახდინოთ შესყიდვა და ბოლოს სწორად მოვიტანოთ პროდუქცია სახლში, შევინახოთ და საბოლოოდ მოვიხმაროთ.
რჩევები - სანამ გაემგზავრებით კვების პროდუქტების შესაძენად.
სანამ მორიგ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაათვალიერეთ და გაანალიზეთ თუ რა გჭირდებათ. შექმენით სია თუ რისი შეძენა გსურთ (მათ შორის თქვენი უცაბედი აზრებიც პროდუქციის შესახებ) ეს დაგეხმარებათ საგრძობლად დაზოგოთ ფული და დრო.
ეცადეთ შეიძინოთ პროდუქცია სუპერმარკეტებში, მოერიდეთ ადგილობრივ პატარა მაღაზიებს. ბაზარში და ბაზრის ტიპის ადგილებში შეიძინეთ, მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოება/მოყვანა უშუალოდ ადამიანის მიერაა განხორციელებული. გახსოვდეთ, რომ მსგავს ადგილებში პროდუქციის ხარისხზე კონტროლი გაცილებით დაბალია ვიდრე სუპერმარკეტებში.
ეცადეთ შესყიდვა დილის საათებში მოახდინოთ, როგორ წესი ამ დროს გაცილებით ახალი პროდუქციაა. არ წახვიდეთ საყიდლებზე მშიერ კუჭზე-ეს თქვენ ადეკვატურ აღთქმის უნარს ხელს შეუშლის.
რჩევები კვების პროდუქტების შესაძენის დროს.
ორგანოლეპტიკური შეფასება. პროდუქციას უნდა ქონდეს შესაბამისი ვიზუალურად ჯანსახი სახე, შეეცადეთ არ იყიდოთ დაზიანებული (შეჭყლეტილი), ბზარების მქონე პროდუქტი, რომლებიც მისი ტრანსპორტირების და არასწორი შენახვის შედეგადაა დამდგარი.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მალფუჭებადი პროდუქციის შეძენისას. (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები სხვა), თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხოთ ისინი თქვენი რაციონიდან.
დააკვირდით შენახვის ვადას და შენახვის წესებს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ შესაბამისობის სერთიფიკატი. არ ენდოთ ლამაზ მაღაზიის მიერ შეფუთვას ეტიკეტს, - ენდეთ თქვენ მხედველობას და ყნოსვას.
უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, იმპორტირებული პროდუქცია ვერ იქნება ახალი და თუკი ისენი ასეთად გამოიყურებიან, ეს საკვები დანამატების წარბ რაოდენობაზე უნდა მიანიშნებდეს. მოერიდეთ ცენტრალურ შესასვლელებში დალაგებულ პროდუქციას, როგორც წესი ასეთი პროდუქცია უხარისხოა ან მათი შენახვის ვადა მალე იწურება.
ყოველთვის გაეცანით საკვები პროდუქციის შემადგენლობას. განსაკუთრებითრებით მოერიდეთ ისეთ პროდუქციას რომელზეც დიდი რაოდენობის საკვები დანამატებია დატანილი. თუკი პროდუქციის შენახვის ვადა დიდია - გახსოვდთეთ, ეს მიანიშნებს პროდუქციაში კონსერვანტების დიდ რაოდენობაზე. ორიენტაცია იქონიეთ ისეთ პროდუქციაზე რომელიც დამზადებულია გოსტ ( ГОСТ) ასევე ისო (ISO) და სან.წდან. პარამეტრებით. და არა მეწარმის მიერ შექმნილ საკუთარი სტანდარტით.
ყურადღებით იყავით ისეთი პროდუქციის მიმართ, რომლის ეტიკეტზეც დატანილია შემდეგი: , , და ა.შ. მსგავსი ფრაზა შეიძლება აღმოჩნდეს ტყუილი, ან მწარმოებელი ცდილობდეს გადაფაროს სხვა ხარვეზები, ხშირად, პროდუქტი, რომელიც კონსერვანტებს არ შეიცავს, მოკლებულია სასარგებლო თვისებებს.
საკვები პროდუქტების არჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ ფასი, რომელიც ყოველთვის მისი ხარისხის ირიბი მაჩვენებელია. იდეალურ შემთხვევაში, რაც ძვირია კვების პროდუქტი, მით უფრო ხარისხიანია, მაგრამ ეს მაშინ, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა - ტრანსპორტირება, ბრენდის პოპულარობა ან უბრალოდ მწარმოებლისა და გამყიდველის არაკეთილსინდისიერება.
მიაქციეთ ყურადღება შესაფუთ მასალას, რომელიც უნდა იყოს მთლიანი, დაზიანებების გარეშე. გახსოვდეთ! შეფუთვა არსებობს არამარტო მყიდველის მისაზიდად, არამედ შიგთავსის დასაცავად. ძალიან ნუ გაგიტაცებთ აქცია - გაყიდვები. გახსოვდეთ! ასეთი აქციები და ფასდაკლებები, ძირითადად მიმართულია ძველი და ვადაგასული პროდუქტების გასასაღებლად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იაფფასიანი საქონელი განსაკუთრებულ შემოწმებას საჭიროებს.
არ მოგერიდოთ სავაჭრო ობიექტებში კითხვების დასმა. ის თქვენ დაგეხმარებათ სწრაფად მოიძიოთ საჭირო პროდუქტი. მაგალითად, პროდუქტის შეძენისას უნდა იკითხოთ რა გაქვთ ყველაზე ახალი, როდის მიიღეს ან როდის ელოდებიან ახალ პროდუქციას.გამყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის ყოველთვის სანდო, მაგრამ თქვენ თავად შეგიძლიათ გაანალიზოთ იგი და გააკეთოთ შესაბამისი
პასუხიმგებლობით მოეკიდეთ შეძენილი საკვები პროდუქტის ტრანსპორტირებას, რომ არ მოხდეს მათი მექანიკური დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება. აუცილებლობის შემთხვევაში განმეორებით შეამოწმეთ შეძენილი პროდუქტის ხარისხი, ვინაიდან ოჯახური პირობები საშუალებას გვაძლევს სკურპულოზურად ჩავატაროთ ეს.
გამოიმუშავეთ ქვითრის შენახვის ჩვევა, რაც დაგვეხმარება არამარტო არასასურველი პროდუქტის დაბრუნებაში, არამედ, შეძენის ადგილის გარკვევაში. * * * კარტოფილი:
საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია და მისი შეძენა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. არსებობს მისი სხვადასხა ჯიშები. მთავარი განსხვავება სახამებლის შემცველობაა. რაც უფრო მეტად ყვითელია მისი ტუბერი, მით მეტია მასში სახამებელი. შესაწვავად უკეთესია ნაკლებად სახამებლიანი, მოსახარშად კი სასურველია ის იყოს მეტი (მკაფიოდ ყვითელად შეფერილი).
კარტოფილის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნულ სახეს. ზედაპირი უნდა იყოს თანაბარად გლუვი, ბზარების, ლაქების, წარმონაქმნებისა და სხვა დეფექტების გარეშე. უნდა იყიდოთ სუფთა კარტოფილი, შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი, მკვეთრი მუქიდან ღია შეფერილობისკენ გარდამავალი ფერის გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მწვანე ფერის, ეს მიანიშნებს ტოქსიკური ნივთიერებების სოლონინის არსებობას.
კარტოფილი აუცილებლად უნდა იყოს მყარი და ელასტიური. ხელის დაჭერისას უნდა იგრძნობოდეს მცირეოდენი ხრაშუნი. თუ შეიმჩნევა სირბილე და ტენიანობა, მაშინ ბოსტნეული სავარაუდოდ მოყვანელია სასუქით. ნუ გამოედევნებით მის დიდ ზომებს - ასეთი პროდუქტი ნაკლებად შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და ბადებს ეჭვს მისი სასუქებით მოყვანაზე.
საკმაოდ ხშირია კარტოფილს ტუბერების დაავადება, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც გაარჩევთ. ქერქის ქვედა ქსოვილი თანდათან მურა ფერს იღებს, უსიამოვნო სუნი აქვს და ალპობს ტუბერებს, განსაკუთრებით საწყობებში. მუქი და მწვანე ლაქიანობა, მურა სიდამპლე, კარტოფილის კიბო - კორძისებური წარმონაქმნი, ხვრელები - ეს გაფუჭების ნიშნებია.
რჩევა: გაჭერით თუნდაც ერთი ცალი და დააკვირდით, რომ შიგთავსში არ იყოს არანაირი სიშავეები და სიცარიელე. არ უნდა იყოს დაზიანებული, ყავისფერი ან შავი, არასწორი ფორმის და მკვეთრად გამოხატული საზღვრების მქონე ლაქებით. კარტოფილის ზოგიერთი ჯიშისათვის დამახასიათებელია ჩვეულებრივზე მეტი სიყვითლე, რაც შესაძლებელია იყოს ნიტრატების გამოყენების მანიშნებელი.
ძალიან პოპულარულია ახალი კარტოფილი (მცირედ მოუმწიფებელი). ის ჩამორჩება ვიტამინების რაოდენობით, მაგრამ შეიცავს უფრო ნაკლებ სახამებელს და გამოირჩევა საუკეთესო გემოვნური თვისებებით. ხანგრძლივი შენახვისათვის კი გამოუსადეგარია.
შემოსული კარტოფილს სქელი ქერქი, ზედაპრი გლუვი და რბილი აქვს. მიწის ზწდა ნაწილის კვდომა მაჩვენებელია ბოსტნეულის სრული მომწიფებისა. მოუმწიფებელს კი თხელი და აქერცლილი კანი აქვს. ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ ბოსტნეული ზამთარში. თუ კარტოფილის სველია, შესაძლოა იყოს მოყინული.
როგორ შევინახოთ კარტოფილი:
კარტოფილის შენახვის ვადა დამოკიდებულია მის ჯიშსა და ხარისხზე. აარჩიეთ სქელი კანით, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სექტემბერში. გაფუჭებული, დაზიანებული ან დაავადებული ბოსტნეული ხანგრძლივად არ შეინახება. შენახვისათვის საჭიროა სწორად მომზადება. კარტოფილის ტუბერები უნდა გამოაშროთ სათანადოდ (მაგრამ არა მზეზე), მოაშოროთ მიწის ნარჩენები, მაგრამ არ გარეცხოთ.
კარტოფილის შენახვამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, კიდევ ერთხელ მისი გადახარისხება. გამოარჩიეთ მექანიკურად დაზიანებული და დაავადებული ტუბერები, მათი გამოყენება კი საკვებად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე მოაშორებთ დაზიანებებს.
კარტოფილი უმჯობესია ინახებოდეს ყუთებში, აგრეთვე არაუმეტეს 1 მეტრის სიმაღლის გროვებად. თუ არ გაქვთ სარდაფი, შეინახეთ ბოსტნეული აივანზე, განჯინაში. იმის გათვალისწინებით რომ თავიდან აიცილოთ ტუბერების მოყინვა. სახლის პირობებში, კარტოფილის ინახება 3 თვემდე. ოპტიმალური პირობებში კი (+2-დან +4 ° C , ტენიანობა - 85%) შენახვის ვადა იზრდება 9 თვემდე.
კარტოფილი ჩვეულებრივ მაცივარშიც ინახება, მაგრამ არა ხანგრძლივად, მაღალი ტენიანობის გამო. ასევე ის იკავებს დიდ ადგილს და ქმნის უხერხულობებს. სასურველია კარტოფილი შეინახოთ პაკეტით.
და ბოლოს რასთან მივირთვათ კარტოფილი:
კარტოფილი შეგიძლიათ დააგემოვნოთ თევზთან, მცენარეულ ზეთებთან, სხვადასხვა ბოსტნეულთან და ხილთან (მაგალითად, ძალიან კარგია მწვანილთან, მჟავე კომბოსტოსთან, ვაშლთან). არარეკომენდირებულია ძალიან ცხიმიან პროდუქტებთან ერთად მისი მირთმევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მეცნიერები და დიეტოლოგები არ გვიჩევენ კარტოფილის გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენებას. * * * ხახვი: შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ ბოლქვის სიმტკიცეს. სცადეთ ხელით მოსინჯოთ: ხრაშუნის ხმა კარგი ნიშანია. ყურადღებით დაათვალიერეთ ბოსტნეული - მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ლაქა. ბოლქვის მშრალი კანი კარგი ხარისხის მაჩვენებელია.
თავიანი ხახვის ფერი შესაძლებელია დამოკიდებული იყოს მის სხვადასხვა სახეობაზე. საერთოდ ღია ფერის ბოლქვებს, ნაკლებად მკვეთრი, გამაღიზიანებელი სუნი აქვთ. თუ ირჩევთ ყვითელ თავიანებს შეეცადეთ აირჩიოთ ოქროსფერი საფარველით.
ხახვის ზომა, ისევე როგორც ნებისმიერი ბოსტნეულის, არ უნდა იყოს დიდი, რადგან მისი შიგთავსის ფურცლებში გროვდება დიდი რაოდენობით ტენი, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. გემო კი შეიძლება ჰქონდეს არაბუნებრივად ტკბილი. არ გირჩევთ აღმოცენებული ხახვის შეძენას - ეს მის არასწორ შენახვაზე მიუთითებს.
თავიანი ხახვის შენახვა
ხახვს, ისევე როგორც ნიორს ფოჩებით წნავენ და კიდებენ გრილ და მშრალ ადგილას, საკუჭნაოში ან სხვენზე, სადაც ტემპერატურა 18-24 ⁰с აღწევს. მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ ან ეს გიქმნით უხერხულობებს, მოათავსეთ მშრალ ყუთში ან კალათაში. ნებისმიერ შემთხვევაში , მნიშვნელოვანია ბოლქვის კარგად გამოშრობა და სივრცის განიავება.
ყინვაში, ხახვის აივანზე შენახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით, თუ შეფუთავთ თბილი საფენებით. მეტად მნიშვნელოვანია ავაცილოთ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. თავდაპირველად შესაძლებელია შესანახად გამოიყენოთ მაცივარიც.
ძალიან ცუდად ინახება დაჭრილი ბოლქვი, მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი - შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი ან გააჯეროთ რომელიმე ცხიმით.
სასურველია იცოდეთ, რომ ხახვის შენახვა დამოკიდებულია მის მძაფრ არომატზე.
|