
ახალი რეისინგ სიმულატორი ORC რომელიც რამდენიმე წელია დამუშავების პროცესშია. 4/5 წელია რაც სერიოზული სიახლე არ დადებულა, თუმცა ბოლო თვეებია, რაც დეველოპერი Ash McConnell (აშ მაკონელი) წინ სვლას აზიარებს ინტერნეტ სივრცეში, ვიდეოს თუ ბლოგის სახით. მეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი ტესტ ვიდეო, რომელიც ახლახან ჩავწერე. (თამაში ჯერ არ არის არც გაყიდვაში, და არც დემო ვერსიად ვრცელდება) დეველოპერმა შემომთავაზა გამეტესტა, რა თქმა უნდა, მეც სიამოვნებით გავტესტე )) პროდუქტი 'pre alpha' სტადიაშია. თუმცა უნდა აღინიშნოს, ძალიან კარგად რეალიზებული FFB. ასევე უკვე ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება და მოსახერხებელია GUI ამ ჟანრს უხდება მინიმალიზმი. ))
ORC ორიენტირებულია, რეალურ ფიზიკაზე და ონლაინ რეისინგზე. ოფიციალური გვერდი
onlineracingchampionship.com რელიზის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. წესით, არც თუ შორეულ მომავალში შედგება რელიზი.