paparesta
41

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2953
წევრი No.: 56308
რეგისტრ.: 21-March 08
|
#44560755 · 11 May 2015, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ამჟამინდელი ბიზნესმენი მირიან გოგიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობაში ეკონომიკური ანალიზის დეფიციტია. ამასთან აცხადებს, რომ კურსს არამხოლოდ ბრუნვაში არსებული თანხა, არამედ მოლოდინის რეჟიმიც ადგენს. ამ შემთხვევაში კი ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები ცოტა დროულად უნდა მოეხდინა, რითიც მოლოდინის რეჟიმს შეამცირებდა. მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ "კომერსანტი" გოგიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
-ბოლო პერიოდში მთავრობამ გარკვეული რეგულაციები, რამაც ბევრი ინვესტორი დააფრთხო. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს?
-შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ნამდვილი ინვესტიციები რასაც ქვია თითქმის არ ხდება. რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ეს არის სპეკულაციური ინვესტიციები, იმიტომ რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო იმყოფება სპეკულაციური ინვესტიციების ეტაპზე.
ძალიან ბევრი ქვეყანა მაგალითად ასეთ ინვესტიციებს საერთოდ არ მიესალმება, იმიტომ რომ ერთ წლიანი და ორ წლიანი ინვესტიცია, რომელიც ჰიპერ მოგებით ხასიათდება არის მიუღებელი.
თუ რამე პრობლემა გვაქვს ჩვენ დღეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისიც, იგივე ლართან მიმართებაში, რომ ინვესტიციები იყო ძალიან მოკლე ვადიანი, ძალიან მაღალ მომგებიანი და მიმდინარეობს მათი გადინება. საერთოდ სერიოზული ინვესტორების მოზიდვა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე ცოტა სხვა რამე უნდა კეთდებოდეს, რაც ბევრად ძვირი უჯდება სახელმწიფოს.
მაგალითად, ძალიან მომეწონა საქართველოს ჰაბად გადაქცევის შესახებ მიდგომა, რომელიც გასულ კვირას გაჟღერდა, რომ შემოყვანილ იქნეს ბრენდები, სერიოზული კომპანიები, რომლებიც ვთქვათ, იგივე ტრანზაქციული ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების, საგადასახადო ხარჯების შემცირების საფუძველზე შემოვლენ საქართველოში. თუმცა, ამას ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური კაპიტალი სჭირდება. ამ ადამიანური კაპიტალის შემთხვევაში კი ჩვენ დღეს ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო სპეციალისტი გვყავს ქვეყანაში, თუმცა, მათი გამოყენება დღეს რთულია, რადგან ისინი ცოტა განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელზე იყვნენ მორგებული. ისინი უნდა მოერგონ დღეს იმას, რაც უნდა განვითარდეს ქვეყანაში, ეს კი სერიოზული პრობლემაა.
ამ ადამიანების გადამზადება დღეს ძალიან მარტივი და იაფია, მაგრამ ამისთვის სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს.
-სპეკულაციური ინვესტიციები განაცხადეთ თქვენ, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ 2014 წელს 1.1 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა და ეს ძალიან კარგი შედეგია, 2013 და 2012 წელთან შედარებით. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციას?
-საქართველოში სერიოზული ინვესტორი არ გამოჩენილა გამონაკლისის გარდა, იმიტომ რომ ამ სპეკულაციურ ინვესტიციებს მე წარმატებად ვერ ჩავთვლი ვერც წინა მთავრობაში და ვერც შემდგომში.
სპეკულაციური ინვესტიცია ძალიან მოკლევადიანია, ძალიან მაღალი მომგებიანობით სარგებლობს და ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთ ინვესტორებს არ მიესალმებიან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან არამომგებიანი და ვალების მომსახურების მატრიცაში შემდეგ სერიოზულ პრობლემას გვქიმნის.
თუ ჩვენ ლართან დაკავშირებით ტვირთს ვნახულობთ, ერთ-ერთი სწორედ ის არის, რომ ძველი მოკლევადიანი ინვესტიციების გადინებაც ხდება.
ეს სპეკულაციური ინვესტიციები ბოლოს შარში გაგვხვევს.
-ლარის დევალვაციას რაც შეეხება არაერთი მიზეზი დასახელდა თუ რამ გამოიწვია სავალუტო კრიზისი. აზრებიც შესაბამისად ორად იყოფა, ნაწილი ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს და სპეკულირებაში დებს ბრალს. როგორია თქვენი აზრით ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის როლი და წვლილი?
-ყველა მიდგომა, რომელიც ულტრირებულად ამტკიცებს, რომ პრობლემა ეროვნული ბანკის ბრალია, ეს იქნება დიდი დანაშაული და შეცდომა. ვერავინ იტყვის, რომ ესე კონკრეტულად ეროვნული ბანკია დამნაშავე, ან საქართველოს ექსპორტია დამნაშავე, ეს ასე არაა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს, ურთიერთქმედება არსებობს, მაგრამ ის რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად რუსეთში რა მოხდება, ღვინოს არ დალევენ არაყზე გადავლენ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ჩვენ რა შეგვიძლია - შეიძლება მოითხოვოს პარლამენტმა ამ შემთხვევაში, რომ ბენჩმარქები, რომლის შემთხვევაშიც უკვე გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მოქმედებს.
მან ცოტა სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს და ჩემი აზრით, უფრო დროული ინტერვენციები უნდა მოეხდინა, რადგანაც მოლოდინის ეფექტი შეემცირებინა. ყველაზე მნიშნელოვანი არის ის, რომ მოლოდინის ეფექტი არ შექმნა საზოგადოებაში და აუცილებლად უნდა მოხდეს ის, რომ რეფინანსრების განაკვეთი იმ პარამეტრზე დაბრუნდეს, როგორც ადრე იყო. რეფინანსირების განაკვეთი აწეულია ნახევარი პროცენტით, მაგრამ ეს არაფერს არ იძლევა მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთ თვიან და ორ თვიანში, დაახლოებით სამი კვარტალია ამისთვის საჭირო.
თუ თქვენ ნახავთ ინფლაციის მიმოხილვას, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, ეს ყველაფერი გაშლილია, მაგრამ საუბედუროდ არ არის გაშლილი ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიც იყო ნავთობის ფასი, დოლარის კურსზე დამოკიდებულება, დოლარიზაცია, ევროს კურსზე დამოკიდებულება და ა.შ. რაც რეალურად ჩვენ მოგვივიდა და ამ შემთხვევაში უბრალოდ პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში არაა და არც პასუხის მომთხოვნი არაა - პრინციპში ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა ყოველთვიური დისკუსიების საფუძველზე, ბენჩმარქების საფუძველზე, საფინანსო განაცხადის კორექტირებები მოახდინოს.
საფინანსო განაცხადზე, რომელსაც პარლამენტი ეროვნული ბანკისგან იღებს, პარლამენტმა ძალიან ხშირად უნდა იმსჯელოს. ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საკმარისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დროული რეაგირება მოეხდინა.
თუმცა, ამ შემთხვევაში $240 მილიონი რეზერვებიდან უკვე დახარჯულია, მაგრამ ლარის კურსი კვლავ ეცემა..
მინუს 200 მილიონამდე იყო კომერციული ბანკების მიმართ მოკლევადიანი სესხები, ეროვნულმა ბანკმა დღეს უკვე პლიუს 400 - 450 მილიონი ლარი, ანუ 600 მილიონი ლარი ბანკების წვდომა იაფიან 4.5%-იან რესურსთან გაზარდა და ამავდროულად $240 მილიონი წარმოადგინა ინტერვენციის სახით.
აქ მნიშვნელოვანია დროული ინტეერვენცია, იმიტომ რომ კურსი არის მონეტარული ბაზის და მოლოდინის წარმოებული. კურსი არ არის რაღაც უშუალოდ იმით დადგენილი, ხუთი ლარით მეტი თუ ნაკლები იქნება ბრუნვაში, ამას ასე ვერავინ დაადგენს, მთავარია მოლოდინების ეფექტის მართვა. ეროვნული ბანკი ამას მართავს და სწორად უნდა მართოს.
მიმაჩნია რომ მათ გარკვეულწილად დააგვიანეს და მიმაჩნია, რომ დღეს ყველაფერზე ვმსჯელობთ, გარდა იმისა, რაც რეალურად ჩვენს შესაძლებლობებში არის. ორი წელია მაგალითად საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას საწარმოო სიმძლავრეები, თუმცა ამაზე მხოლოდ მსჯელობები მიდის და რეალურად არაფერი არ კეთდება.
-მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას როგორ შეაფასებდით, მათი როლი როგორია ამ შემთხვევაში და როგორ ფიქრობთ მთავრობამაც ხომ არ დააგვიანა სიტუაციის გაანალიზება?
მე ეჭვი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით მთავრობას საერთოდ ანალიზი არ აქვს გაკეთებული. ძალიან ცუდია, რომ საერთოდ არ ჩანს ანალიტიკა, რის საფუძველზეც ისინი საუბრობენ. ეროვნულ ბანკში ხდება სერიოზული და საინტერესო ანალიზები, მაგრამ მთავრობაში მე ამ ანალიზს ვერ ვხედავ.
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობას ეს მოლოდინები არ ჰქონდა. იგივე ნავთობთან მიმართებაში, მსოფლიოს ნებისმიერი ანალიტიკა და იგივე ამერიკაც ორი წლის განმავლობაში მუდმივად აცხადებდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ანალიტიკა გაკეთებული - ამაშია მთელი პრობლემა.
უკრაინის ომი მთავრობას არ ექნებოდა გათვალისწინებული, მაგრამ რუსეთის კრიზისი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
დისკუსიებში ვთქვათ იგივე რაზეც საუბარია ეროვნული ბანკის და მთავრობის ურთიერთობაში, ყველაზე რთული პრობკლემა არის ის, რომ ეს ანალიტიკა და მოდელირება არ ხდება მთავრობაში, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ხელმიუწვდომელია.
აქედან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, რომ საბოლოო შედეგები არის ნაკლებად გააზრებული.
-თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში, ორი თვის წინ მთავრობამ პარლამენტში წარადგინა რამდენიმე ეტაპიანი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და პირველი ნაბიჯები, რაც მათ გადადგეს ეს არის პრივატიზაცია. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო პრივატიზების დაჩქარება, რამდენად ადექვატური და ხომ არ არის ეს ვთქვათ მოკლევადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილება?
-მე მიმაჩნია, რომ პრივატიზაციის ასეთი პროცესი არის ძალიან დიდი შეცდომა. მე ვფიქრობ, რომ სუვერენული ფონდების და განვითარების ფონდების მოდელით სვლა უფრო კარგია და ეს ქონებები, რომელიც არის უნდა იყოს საუზრუნველყო ქონება და გარკვეული იაფიანი ბაზრებიდან თანხების მოსაზიდად განკუთვნილი.
თუ არ არის უშუალოდ საინვესტიციო დიდი პროექტი, მაშინ ასეთი პრივატიზაცია, მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა.
--------------------
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org
|