"სტალინმა საქართველოში ავტონომიები გააჩინა" ?
სტალინს აბრალებენ - საქართველოში ავტონომიები გააჩინაო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის).
ეს არის გიჟვრაცული საქციელი, როცა არაფერს ითვალისწინებ, თან არაფერი იცი და მაინც იწელები.
რა იყო საქართველოს ტერიტორიის სტატუსი სტალინამდე? მეფის რუსეთის დროს ეს იყო:
რუსეთის იმპერიის უშუალო ტერიტორიული ერთეულები (ყოველგვარი ფედერალური, ავტონომიური ან თუნდაც ეთნიკური ნიშნის სტატუსის გარეშე - ქალაქების სახელობით დაყოფილი ტერიტორიები - ზუსტად ისე, როგორც მთელი რუსეთის იმპერია იყო დაყოფილი და როგორც ახლა არის დაყოფილი თურქეთის რესპუბლიკა და ადრე იყო დაყოფილი ოსმალეთის იმპერია - არანაირი გამორჩევა ტერიტორიული დაყოფის დროს ეთნიკური ნიშნით).
ეს შეცვალა სტალინმა და საბჭოთა კავშირი ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი რესპუბლიკების დედამიწის ისტორიაში პირველ ზენაციონალურ ერთობად (იხ. Supranational union) - საბჭოთა კავშირად (მეორე ასეთი ერთობა არის ევროკავშირი). საბჭოთა კავშირი 1922 წლიდან 1936 წლამდე ევოკავშირის მსგავსი მოწყობის იყო - კონ-ფედერაციის მსგავსი. და მხოლოდ 1937 წლიდან გახდა ფედერაციული ზესახელმწიფო (როგორც ახლა რომ შეიქმნას ევროკავშირისგან ევროპის შეერთებული შტატები - ერთი პრეზიდენტით და მრავალი შტატით).
რუსეთის იმპერიის ტერიტორიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა ჯერ 15 რესპუბლიკად და შემდეგ ამ რესპუბლიკების შიდა დაყოფა ფედერაციულ რესპუბლიკებად და ავტონომიებად იყო მცირე ეთნოსების შენარჩუნების და პატივისცემის გამომხატველი ჟესტი, რაც აირჩია სტალინმა. იმის მაგივრად, რომ გაეტარებინა ასიმილაციური პოლიტიკა, რასაც ჯერ მეფის რუსეთი - ლიბერალების გოშია რეჟიმი და მერე კომუნიზმი ქადაგებდა.
კომუნიზმი ქადაგებდა, რომ საერთოდ ყველა რასა, ერი და ეთნოსი ერთმანეთში უნდა აღრეულიყო, გაუქმებულიყო ოჯახის ინსტიტუტი, ვისი ვისაშია ვერავის უნდა გაეგო და გაჩენილი ბავშვები სახელმწიფოს უნდა აღეზარდა იმ იდეოლოგიით, როგორც უნდოდა (მარქსისტული და ტროცკისტული იდეებით). სტალინმა ეს ყველაფერი შეცვალა და განაცხადა "შესაძლოა მცირე ერების საქმე წასულია, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ისინი შევინარჩუნოთ მანამ, სანამ შევძლებთ."
შემდეგ დაყო რუსეთის ფედერაცია და დანარჩენი 14 რესპუბლიკა უფრო მცირე და მათში შემავალ ფედერაციულ რესპუბლიკებად და ავტონომიებად - ეთნოსების მიხედვით. როგორც ახლა არის ჩეჩნეთი და ინგუშეთი რუსეთის ფედერაციაში შემავალი ფედერაციული რესპუბლიკები. ან როგორც ახლა არის აჭარა - საქართველოში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკა. და ეს გააკეთა ეთნოსების მიხედვით - ეთნოსების შენარჩუნების იდეის პატივისცემის გამოსახატად. თუ საქართველოში, თავის სამშობლოში სხვანაირად გააკეთებდა, ესეიგი ნათელი გახდებოდა, რომ რეალურად, კარგ პოლიტიკად სხვა რამეს თვლიდა (ავტონომიების გარეშე სრულ ერთობას) და მაშინ მოთხოვდნენ რომ გავაკეთოთ ისეთ მოდელზე, რასაც ქადაგებს რეალური კომუნიზმი და რაც უკვე აღვნიშნე. ისედაც უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოეთოკა ტროცკისტების და ნამდვილი კომუნისტების წინააღმდეგობა ასეთ ანტი-კომუნისტურ რეფორმებზე და ეთნოსების შენარჩუნებაზე და ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე გადადგმული ნაბიჯები.
ბევრს გაუკვირდება ასეთი რამეები, მაგრამ რომ იცოდეთ რა არის ნამდვილი კომუნიზმი, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს მოსკოვში ჩატარდა პირველი "გეი-პრაიდი" (პირდაპირ გეი-პრაიდი არ ერქვა, მაგრამ ამ თემაზე იყო გამართული დიდი ზეიმი და სახალხო გამოსვლები - აღნიშნავდნენ "სექსუალურ რევოლუციას", როცა ნებადართული და ნორმა გახდებოდა ყველანაირი სექსუალური ურთიერთობა და აღნიშნავდნენ "ბურჟუაზიული მორალის" დამხობას, რაც ეწინააღმდეგებოდა ჰომოსექსუალიზმს). ახლა რასაც ხედავთ და რასაც "დასავლურ იდეოლოგიას" ეძახიან - რასაც ლიბერა$ტულ გლობალიზმს ეძახიან (არა რასა, არა სქესი, არა ოჯახი, არა ტრადიცია, არა სახელმწიფო, არა მორალი, არა ეთნოსი, არა ერი, არა საზღვრები), ეს იყო ნამდვილი კომუნიზმი და ეს გადატეხა სტალინმა. ამისთვის გაუხდა დასახოცი და გადასასახლებელი ძალიან ბევრი თავისიანი, რომელთან ერთადაც იბრძოდა რუსული იმპერიის შესაცვლელად. მათ შორის ტროცკიც გაასაღა - ამ იდეების ერთ-ერთი უდიდესი მამა (მარქსთან და ენგელსთან ერთად).
როცა არ გესმით რა ხდებოდა, რა ძალების ჯახზე იყო საუბარი და რა წყდებოდა, ნუ ილაპარაკებთ ბევრს ვიწრონაციონალისტური სენტიმენტებით. მით უმეტეს როცა იცით, რომ აფხაზეთს ავტონომია 1920 წელს მისცა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ხოლო სტალინმა კვლავ საქართველოს რესპუბლიკის უშუალო შემადგენლობაში დააბრუნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როცა ისინი ითხოვნდნენ ცალკე საბჭოთა რესპუბლიკად (მე-16 რესპუბლიკად) დაფიქსირებას... და ვინც არ იცით, იცოდეთ.
ეს ამბავი ასე მოხდა:
1919 წლის 20 მარტს ახლად არჩეულმა აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აქტი ავტონომიის შესახებ“ და დასამტკიცებლად საქართველოს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა.
ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის სტატუსის მიმართ:
„ჩვენ მათი (აფხაზეთის სახალხო საბჭოს) ყველა მოთხოვნა, რაც ავტონომიას ეხება, როგორი ფართოც არ უნდა იყოს, შეგვიძლია, მივიღოთ. არ შეგვიძლია, მივიღოთ მხოლოდ ერთი: გამოყოფა ჩვენგან და დენიკინთან მიერთება“.
1920 წლის 1 ივლისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამი პროექტი.
1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი და გააგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. კონსტიტუცია ადასტურებდა აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. პროექტის პირველ მუხლში ეწერა:
„აფხაზეთი, მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, და შავი ზღვის სანაპიროებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს“.
ზოგი ამბობს: "სტალინი იყო მეფე! გაეუქმებინა სიდამპლეები!!! დაებრუნებინა უკან ლორე და საინგილო!"-ო.
ეს რომ ექნა, მოკლავდნენ არა 1953 წელს, არამედ სადღაც 1920-იან წლებში და მერე არც საქართველოს შეარჩენდნენ "დაბრუნებულ თავის ტერიტორიებს" და მეტს წაართმევდნენ საპასუხოდ. როგორც სტალინის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ტერიტორიები ისევ წაართვეს საქართველოს რესპუბლიკას (ქლუხორი, ახალხევი, ყიზლარი...)
თან ხსენებულ ლორეს რაც შეეხება, ზოგს ჰგონია, რომ ლორე სრულად გადაეცა სომხეთს. სინამდვილეში ზუსტად ორად გაიყო და დღეს ქვემო ქართლის სამხრეთის ტერიტორიები ყოფილი ლორეა, რომელიც ჩვენკენ დარჩა. რაც შეეხება ხსენებულ ჰერეთს (საინგილოს), ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან ისეთი შეთანხმება დადეს, რომ საბჭოთა კავშირს რომ შეუსრულდებოდა არსებობის 100 წელი, პირდაპირ უბრუნდებოდა საქართველოს რესპუბლიკას ჰერეთი უკვე სამუდამოდ. უბრალოდ ისე მოახერხეს რუსებმა, რომ 70 წელიწადი იარსება მხოლოდ საბჭოეთმა და აზერებსაც შერჩათ ეგ ტერიტორია.
ხოლო აჭარის ავტონომიურობა თურქეთმა მოითხოვა იმისთვის, რომ ჩვენთვის გადმოეცათ. ეს არ ყოფილა ქართველი კომუნისტების ინიციატივა.
სტალინი იყო მეფე მანამ, სანამ გამოხატავდა საბჭოთა ხალხთა ინტერესებს სამართლიანად და დაბალანსებულად. ამაშიცაა მაგის გენიალურობა რომ ამხელა მონსტრი სტრუქტურის დაბალანსება შეძლო ამდენი ხნით. ასეთები რომ დაეწყო, თვითონ ხო მოიშორებდნენ და საბჭოეთიც დაიშლებოდა.
ამერიკის მართვა იმიტომაა მარტივი რომ ეგ არ არის ძირძველი ერებისგან შემდგარი მრავალეროვნული სისტემა. ძირძველი ერები უბრალოდ განადგურებამდე მივიდნენ უდიდესწილად და ცარიელ ფურცელზე ადვილი იყო მთელი ევროპიდან ჩასული ახალმოსახლეებისგან სისტემის აწყობა (ისტორიული ეთნიკური დაპირისპირებები არ ქონდათ მათთვის სრულიად ახალ კონტინენტზე). და სტალინმა გააკეთა ისეთი სისტემა, ახლა რომ ვინმემ აფრიკის კონტინენტი გააერთიანოს, მოახდინოს მისი ინდუსტრიალიზაცია, გახადოს ატომური ზესახელმწიფო და გაიყვანოს კოსმოსში. და თან იქაური ეთნოსების შენარჩუნება მოახერხოს. ეს ყველაფერი რომელიმე გენიოსმა ზულუს ტომის ლიდერმა რომ მოახერხოს და აფრიკის სხვა 4000-მდე ტომმა რომ შეატყოს რომ ზედმეტად მიკერძოებულია ზულუს ტომის მიმართ, რაც არ უნდა სუპერმენი იყოს, მოიცილებენ. უკვდავი არავინაა.
facebook ზე სტალინის მყვარებლები ძაან გააქტიურდნენ ამ ბოლო დროს
ნოე ჟორდანიამო აფხაზეთს დამოუკიდებლობა მისცაო და სტალინმა დაუბრუნაო საქართველოსო

რამხელა ტყული წერია
ამავე დროს ნოე ჟორდანიას მთავრობამ იურიდიული ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის იმპერიასთან 1920 წლის 7 მაისს. რითაც პრაქტიკულად შეგვინარჩუნა გაგრა და მისი რაიონი.
გრიგოლ ურუტაძე იყო ხელის მომწერი ქართული მხრიდან


1920 წლამდე საზღვარი გადიოდა დაბა პილენკოვოსთან ''განთიადთან'' მდინარე მეხადირზე და 5 კმ-თ გადაიწია ფსოუზე.

ეს ქვეყნის გამყიდველი ვიღაც სირი ფხალაძე
ოფიციალურად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ერქვაა
აღუდგინა სუვერინიტეტი
უბრალოდ დაიყო 3 მოკავშირე რესპუბლიკად
ადმინისტრაციული ერთეული ვიყავით საბჭოთა კავშირის
СССР პასპორტში კი არ ეწერა საქართველოს სსრ მოქალაქე
СССР პასპორტში ეწერა ასე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე
რაც თავიდანვე გამორიცხავს სუვერენიტეტს.
* * *
Thornike Pkhaladze
ავტორი
ადმინისტრატორი
ოსების პოლიტიკური სტატუსის ისტორია საქართველოს ტერიტორიაზე
ოსებს სამხრეთ კავკასიაში არასოდეს ჰქონიათ რაიმე სახის პოლიტიკური სტატუსის მქონე რეგიონი, მით უმეტეს ნახევრად დამოუკიდებელი ან დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ქართლის სამეფოში (1484–1762 წლებში) ან ქართლ-კახეთის სამეფოში (1762-1801 წლებში) ოსებს არანაირი სტატუსის რეგიონი არ გააჩნდათ. ისინი იყვნენ ქართლის და შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებზე დაქვემდებარებული ფეოდალების მიწებზე მცხოვრები ჩვეულებრივი გლეხების ნაწილი და ქართველ გლეხობასთან ერთად თანაარსებობდნენ.
ამის შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს განხორციელდა რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი ტერიტორიის ანექსიის რატიფიკაცია.
ამის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველო იქცა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი (გუბერნია) და ჩამოყალიბდა:
▶ საქართველოს გუბერნია (Georgia Governorate; Грузинская губерния) - 1801—1840 წწ. ადმინისტრაციული ცენტრი - თბილისი (Тифлис);
შემდეგ
▶ საქართველო-იმერეთის გუბერნია (Georgian-Imeretian Governorate; Грузино-Имеретинская губерния - 1840—1846 წწ. ადმინისტრაციული ცენტრი თბილისი (Тифлис);
შემდეგ
▶ თბილისის გუბერნია / ტფილისის გუბერნია (Tiflis Governorate; Тифлисская губерния) - 1846—1917 წწ.;
შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა და წარმოიშვა ახალი სახელმწიფო - რუსეთის რესპუბლიკა 1917 წლის 14 სექტემბერს.
სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელად:
▶ სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (არსებობდა 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე).
▶ საქართველოს პირველი რესპუბლიკა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) - არსებობდა 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.
რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ჯარებმა მოახდინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ძალისმიერი დაკავება, ამის შემდეგ მან საქართველოში დასვა თავისი ხელისუფლება, თუმცა ოფიციალურ დონეზე არ გაუუქმებია საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ამის ნაცვლად ჩამოყალიბდა:
▶ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 1921 წლის 20 მაისიდან 1922 წლის 12 მარტამდე. სულ იარსება 9 თვე და 22 დღე.
საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა 1922 წლის 12 მარტს შეუერთდა ახალწარმოქმნილ ფედერაციულ სახელმწიფოს, სადაც გაერთიანდნენ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკა და აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკა. ამ ქვეყანას ეწოდა:
▶ ტრანსკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა / სამხრეთ კავკასიის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა - რომელმაც იარსება 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე.
ნახეთ რა მოღალატურ პოსტებს წერს ეს ნაბიჭვარი თორნიკე ფხალაძე
ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ ეს განდონი თორნიკე ფხალაძე გლდანის ციხეში უნდა ეგდოს. ეს და მისნაირი ქვეყნის მტრები.
https://www.facebook.com/thornike.pkhaladze.5/ This post has been edited by Win777 on 30 Jan 2025, 16:51