*Mandalaვიცოდი რომ პირველი შენი პასუხი დამხვდებოდა
წყენის და სიბრაზის მთავარი მიზეზიც ეს არის - ძალიან ბევრი რამ გაცილებით სხვაგვარად იქნებოდა/უნდა ყოფილიყო ელემენტარული მხარდაჭერა და გვერდში დგომა რომ მქონოდა მშობლების მხრიდან.
ბევრი რამ გავიაზრე ბოლო პერიოდში და თავდაყირა დადგა ყველაფერი ჩემს თავში. პირველ რიგში იმას მივხვდი რომ ასეთი დამოკიდებულება სრულიად არაჯანსაღი ყოფილა, რომ ბევრი შეცდომები დაუშვიათ ჩემ წინაშე და ა.შ. არადა იქამდე ბრმად მწამდა რომ საუკეთესო მშობლები მყავდა
ჰოდა მოკლედ დილემათა მთელი ერთობლიობის წინაშე ვდგავარ:
- ამ სიბრაზეს როდის/როგორ გადავლახავ
- ამ ყველაფრის მერე ისევ მიყვარდეს მშობლები?
- როგორ ვაიძულო ისევ მიყვარდეს ძველებურად?
- მშობლებთან ურთიერთობა საფუძვლიან შეცვლას საჭიროებს და არ ვიცი როგორ ვქნა - მე რაც არ უნდა მოვინდომო, უბრალოდ არ მაღიარებენ დამოუკიდებელ პიროვნებად როგორც ვატყობ. ტონკი ცინიზმით და მანიპულირებით ცდილობენ ჩემს დამორჩილებას. თვალები შუბლზე ამდის ისეთ რაღაცებს კისრულობენ. შოკში ვვარდები ნუთუ ესენი ჩემი მშობლები არიანთქო...
- ცხადია პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და მინდა ღირსეული და ჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს მშობლებთან ოღონდ არანაირი მცდელობა არ მუშაობს რომ პატივისცემით მომექცნენ. ვეღარ გავიგე რა ვქნა.
მოკლედ, დროთა განმავლობაში ალბათ მივხვდები რაღაცებს და მივალაგ-მოვალაგებ ყველაფერს. უბრალოდ ახლა პიკზე ვარ ემოციურად, ყველაფერი ერთდროულად გადაიშალა თვალწინ და ბრაზიც ყელში მებჯინება და კონფლიქტებიც არ ახანებს.