დავიდ ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ფილმის "ორი სამშობლოს" ჩვენება მოეწყო.
ფილმის ჩვენებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი და გარდაცვლილი ბიზნესმენის და.
ფილმი ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვან ისტორიას ეძღვნება და მისი ავტორი ნონა ყოლანდარიაა.
ფილმის ჩვენებამდე უწმინდესმა ებრაელთა ისტორიის მუზეუმიც დაათვალიერა. ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა ფილმთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს.
შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე ბიძინა ივანიშვილს მუზეუმმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილს მუზეუმისგან საჩუქრად გადაეცა მხატვარ მიხეილ ჯანაშვილის ნამუშევარი. როგორც მუზეუმში ითქვა, ებრაული ისტორიის მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით 2014 წელს გაიხსნა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...chvenebaze.htmlპ.ს. გასაგებია უკვე პატრიარქის ის განცხადებები.

მასონები საბოლოოდ უტევენ ღრუსეთს.
რუსეთუმეებო კაპლები მოიმზადეთ!