2016 წლის 26 თებერვალს ფიფას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც 7 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
მიშელ პლატინი - მთავარი ფავორიტი, ოღონდ საკითხავია მისცემენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 90 დღით მოკვეთეს ფეხბურთიდან და თუ სასჯელი გაუხანგრძლივეს, ოფსაიდში დარჩება. პლატინის მთავარი სლოგანი: მეტი შანსი პატარა ქვეყნებს.
ჯანი ინფანტინო - მხოლოდ იმიტომ დარეგისტრირდა კანდიდატრად, რომ თუ პლატინი დააპაშოლეს, ის იქნება მაგის მაგივრად. თუ პლატინიმ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ინფანტინო მის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას.
შეიხი სალმანი - აზიის კონფედერაციის ბოსი. თავისი კონტინენტის ხარჯზე, შეუძლია 30-40 ხმის მოგროვება და მერე ვის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას, ეგაა საკითხავი. ბლატერს ევასება ეს კაცი.
პრინცი ალი - ფიფას ვიცე-პრეზიდენტი. პლატინის მთავარი კონკურენტი. ბოლო არჩევნებში 73 ხნა მიიღო და ბლატერთან მეორე ტურში წააგო. თუ პლატინი არ დაუშვეს და ინფანტინო გაიჩითა არჩევბნებში, ბევრი გამარჯვებას პრინც ალის უწინასწარმეტყველებს. ეს კაცი უფრო თამამია სიალეების დანერგვასთან დაკავშირებით, ბურთში ჩიპი, ტექნოლოგიები და ა.შ.
ტოკიო სეკსვეული - სამხრეთაფრიკელი მოღვაწეე. ნელსონ მანდელას თამამებრძოლი, 13 წელი ციხე ახეხინეს და დღეს გმირია. პახოდუ, მილიონერი გახდა თავისი ბიზნესით. ფეხბურთთან აქამდე შეხება ნაკლებად ქონდა რა გეგმები აქვს, ჯერ არაა ცნობილი.
ჟერმო შამპანი - ფრანგია და 10 წელზე მეტი ფიფაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მერე ბლატერს დაეტაკა და წამოვიდა. 2010 წლიდან სტრანნად გადაეშვა არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ცხორებაში - მრჩეველი იყო პალესტინის, კოსოვოს და თურქული კვიპროსის ფეხ. ფედერაციებში.
მუსა ბილიტი - ლიბერიის ფეხ. ფედერიის შეფი. აფრიკულ ფეხბურთზე ანძრევს და ამბობს, რომ მალე აფრიკელები ყველაზე მაგარ ფეხბურთს ითამაშებენ. არჩევნებში შანსი მიზერულიც არ აქვს.
უფრო ვრცლად ლინკზე
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...-natsili-i.html----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს მოდაშია ბლატერის გინება, მაგრამ ესე ცალსახად უარყოფოთად ამ კაცის მოღვაწეოვბის შეფასება არ შეიძლება - ქვეოთ, მოკლედ ამ თემაზე
შავი ლაქა
2015 წლის 27 მაისს ფიფა დიდ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. შვეიცარიის პოლიციამ მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს მაღალჩინოსნები დააკავა, ფიფას მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ ორგანიზებულ კორუფციულ საქმიანობაში ბოლო 24 წლის განმავლობაში
ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს 150 მილიონი დოლარის მითვისება-გაფლანგვაზე, რისი დიდი ნაწილიც უკავშირდება სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვებს. ცალკე თემაა 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობის მინიჭება რუსეთისა და ყატარისთვის, სადაც კოლოსალური თანხების აღებ-მიცემობაზეა საუბარი.
ყოველივე ზემოთაღნიშნული ზეპ ბლატერის კარიერის დიდ შავ ლაქად დარჩება, ფიფას კი წლები დასჭირდება, რომ შელახული იმიჯი აღიდგინოს.
დიდი პროგრესი
ბლატერის დროს, მსოფლიო ფეხბურთში კოლოსალური ფული დატრიალდა, რამაც სპორტის ისედაც უპირველესი სახეობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და მის გარშემო კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი გააერთიანა. დიდ ფულს გარკვეული პრობლემები და მათ შორის, სიბინძურე მოაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ამ კომერციალიზაციამ შეუწყო ხელი ფეხბურთის ასეთ აღმასვლას და პროგრესს.
იდეალური სტრუქტურა
მსოფლიო რაგბის უმაღლესი ორგანო ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს 6 ერის გათამაშებაზე, რადგან ამ ტურნირს რომელიღაც შპს სრულიად ავტონომიურად ატარებს. შედეგად, არ ტარდება ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს სარაგბო ნაკრები კი ერთ წრეზე ტრიალებს და ერთსა და იმავე გუნდებს ეთამაშება, პროგრესი კი თეორიულადაც შეუძლებელია. საკლუბო რაგბი ერთი დიდი ტროლია, რისი ნათელი მაგალითიც ევროტურნისთვის სპეციალურად შექმნილი ქართული გუნდი "კავკასიელები" იყო, რომელიც ტურნირიდან გამოვარდნისთანავე დაიშალა.
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი და ევრობასკეტი, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ტარდება. სანაკრებო კალათბურთი ჩამოუვარდება პრესტიჟით NBA-ს და ხშირად ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები უარს აცხადებენ საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაზე. შედეგად, ვიღებთ ნაკლებ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირებს და ცარიელ ტრიბუნებს.
ერთ დროს საბჭოთა კავშირის, კანადის, ჩეხეთის, შვედეთის, ფინეთის და სხვა გრანდების დაპირისპირებებს ყინულის ჰოკეიში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, თუმცა დღეს მსგავსი არაფერი ხდება. მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოს 2004 წელს ჩატარდა ჰოკეიში და ამით ყველაფერია ნათქვამი.
მხოლოდ ერთი შეგვიძლია დავძინოთ - ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მსოფლიო ფეხბურთი იდეალური სტრუქტურით გამოირჩევა და ეს უდავოდ არის ფიფას და მასში შემავალი სხვა ორგანოების დამსახურება.
ნომერ პირველი ყველა კრიტერიუმით
სპორტული კვლევების კომპანია SPORTEOLOGY-მ ყველაზე მსხვილი სოციალური კვლევა აწარმოა მსოფლიო მასშტაბით და 190 ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარული, ნომერი პირველი სახეობა გამოავლინა.
190 ქვეყნიდან ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა 141 ქვეყანაშია !!!
მე-2 ადგილზე კრიკეტია, რომელიც 9 ქვეყანაშია სპორტის უპირველესი სახეობა: ინდოეთი, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, გრენადა, გუანა, იამაიკა, პაკისტანი, შრილანკა და ტრინიდადი.
მე-3 ადგილზე ბეისბოლი 7 ქფეყნით - კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, იაპონია, ნიკარაგუა, პანამა, ტაივანი და ვენესუელა.
შემდეგ მოდიან კალათბირთი, რაგბი და ჰოკეი 3-3 ქვეყნით - კალათბურთი (ლიტვა, ესტონეთი, ფილიპინები), რაგი (ახალი ზელანდია, ფიჯი, პაპუა ახალი გვინეა), ჰოკეი (კანადა, ლატვია, ფინეთი)
20 ქვეყანაში არც ერთი სპორტის სახეობა არ არის გამოკვეთილად პირველი - ანდორა, არუბა, ბაჰრეინი, ბერმუდა, ბრუნეი, კაბო ვერდე, კაიმანის კუნძულები, კომოროს კუნძულები, კვიპროსი, ჰონკონგი, ლიხტენშტეინი, მალდივის კუნძულები, მალტა, მავრიკეთი, მონაკო, ახალი კალედონია, რეიუნიონი, სამოა, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ.
არის კიდევ 5 ქვეყანა, სადაც განსხვავებული გემოვნება აქვთ - ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ავსტრალიური ფეხბურთია, აშშ-ში - ამერიკული ფეხბურთი, ირლანდიაში - გაელური ფეხბურთი, მონღოლეთში - ჭიდაობა და კამბოჯაში - ფრენბურთი.
ყველა დანარჩენ ქვეყანაში, ასეთი კი 141-ია, პირველია ფეხბურთი და ამ ქვეყნებს აღარ ჩამოვთვლი...
ნომერ პირველი სოციალურ ქსელშიც
სოჭის ოლიმპიადას სოციალურ ქსელში - 120 მილიონი აქტივობა მოჰყვა (მოწონება, კომენტარი, სტატისი)
ამერიკული ფეხბურთის სეზონს და სუპერბოულს - 185 მილიონი
ოსკარის ბოლო დაჯილდოებას - 25.4 მილიონი
ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადას - 760 მილიონი
ფეხბურთის 2014 წლის მუნდიალს - 3 მილიარდი !!! და ეს აბსოლუტური რეკორდია არა მარტო სპორტში, ზოგადად
მოკლედ, ქრთამი და კორუფცია გასაგებია, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რომ ფეხბურთმა ჯიბეში ჩაისვა ყველა და ყველაფერი
უფრო ვრცლად, ლინკზე
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...natsili-ii.htmlკონსერვატორი ბლატერი
ზეპ ბლატერი, მისი პრეზიდენტობის მთელი 17 წლის განმავლობაში, გამოირჩეოდა კონსერვატული ხედვით და მეტწილად, ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა სიახლეის დანერგვას როგორც თვითონ თამაშში, ისე ორგანიზაციულ თუ ტექნიკურ საკითხებში.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მამები ოქროს გოლის აბსურდულობაში დარწმუნდნენ, ფიფას კოდექსის საფუძველზე, კიდევ უფრო გაართულეს ის გზა, რომლის გავლითაც არის შესაძლებელი თამაშის წესების შეცვლა.
დღეს ფიფას ერთბაშად რამდენიმე კომიტეტმა უნდა მოიწონოს იდეა, რომ შემდეგ განსახილველად დირექტორთა საბჭოს გადაეგზავნოს და ბოლოს, ყველასგან მოწონებულ პროექტს, უკვე საარბიტრაჟო კომიტეტი განიხილავს, რომელიც უაღრესად კონსერვატული პლატფორმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მას ვეტოს დაადებს
ბლატერის კომენტარი: "ცდებიან ფეხბურთელებიც და ცდება მსაჯიც, ეს ადამიანური ფაქტორია, რომელიც ფეხბურთში ყველაზე ფასეულია. ჩვენი მიზანი ამ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანაა, მაგრამ მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლებით და არა ტექნოლოგიების დანერგვით, რაც თამაშის ტემპს შეანელებს და თანასწორობის პრინციპებს დაარღვევს".
რას ნიშნავს თანასწორობა?
რომელ თანასწორობაზეა ლაპარაკი? - ფიფას კოდექსში არის პუნქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ფეხბურთი ნებისმიერ დონეზე ერთი წესებით უნდა ტარდებოდეს, იქნება ეს მსოფლიოს ჩემპიონატი თუ რომელიმე ნაკლებად პრესტიჟული გათამაშება.
სწორედ ფიფას თანასწორობის კოდექსით არის განსაზღვრული, რომ არ არსებობენ პირველი, მეორე თუ მესამე ხარისხის ქვეყნები და შესაბამისად, თითოეული ასოციაცია უნდა იყოს თანაბარ პირობებში. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მუდმივად უწევს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან თამაში, რადგან ყველა ქვეყანა შესარჩევი ეტაპის ერთიან სისტემაშია მოქცეული.
ფიფა კრძალავს შესარჩევი ეტაპის დაყოფას ძლიერების და სუსტების მიხედვით და გამორიცხავს ისეთ სისტემას, როგორიც მაგალითად რაგბიშია, როდესაც არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რომ ერთა თასიდან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი დაარქვეს, 6 ერში გადახვიდე.
მით უმეტეს, ფიფა გრანდებს არ მისცემს იმის უფლებას, რომ შედარებით სუსტ მეტოქესთან A ან B გუნდით ითამაშონ. აღარაფერს ვამბობთ გუნდების ისეთ უცნაურ დასახელებებზე, როგორიცაა მაგალითად მზარდი ირლანდია...
G 14
გასული საუკუნის ბოლოს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა G 14-ის თემა, რომელიც დღესაც ცოცხალია და ამ ორგანიზაციის მესვეურები დღემდე ცდილობენ მიზნის მიღწევას. ლაპარაკია ევროპული საკლუბო ფეხბურთის რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც გაუქმდება ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გათამაშებები და ჩატარდება ერთი დიდი ტურნირი წრიული სისტემით, რომელსაც G 14 ეწოდება.
ფიფა და უეფა ამ მხრივაც შეუვალნი არიან და G 14-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, გრანდებს უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მოკვეთით ემუქრებიან. შედეგად, G 14 დღეს მარგინალური ორგანიზაციაა, რომელიც ჰაერში არსებობს და ამ ეტაპზე, არავითარი პერსპექტივა არ უჩანს.
პლატინი გფამორიცხავს ყოველგვარ G 14-ს, სხვა კანდიდატები ამ თემაზე არ ბაზრობენ . . .
უფრო ვრცლად, ლინკზე
http://www.sportall.ge/fexburti/uckhouri-f...atsili-iii.htmlროგორი იქნება სამომავლოდ ფეხბურთი? - 2016 წლის 26 თებერვალს, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებია . . .
ინტერაქტივის კითხვა - ვის უჭერთ მხარს ?
This post has been edited by papaani on 6 Nov 2015, 16:31