ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150 მილიონიან გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით. კერძოდ, ექსპორტი ევროკავშირში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.
"ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა და ბიზნეს-საზოგადოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები იმისთვის, რომ მათ უფრო კარგად უპასუხონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნას. ჩვენ საქართველოს უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ"- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...thavazebth.htmlEU საქართველოს 410 მლ-ს გამოუყოფსპ.ს. მილიარდი გამოუშვით ჟმოტებო!
This post has been edited by ცერცვა on 11 May 2015, 18:56