გადავხედე თემებს,დავსერჩე და იყო ამაზე თემა... ძველი 2013 წლის... და ჩამკვდარი იყო... გადავწყვიტე ახალი გამეხსნა.. არანაირი ღადაობები და რაღაცეები არ გვინდა,ყველამ დაწეროს თავისი მოსაზრება.
ყოველთვის მაინტერესებდა რა მუღამია როცა 18-20 წლის გოგო მიყვება 40 და 40+ მამაკაცს? სიყვარულმა ასაკი არ იცისო და... ყველა სიყვარულით ქორწინდება ვითომ? როგორ უყურებთ ამ საკითხს აბა ჩამოყალიბდით
ეს კი ცოტა ინფო
გარკვეულ შემთხვევებში ხდება ქორწინება, ან ახლო ინტიმური და სექსუალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მკვეთრად განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანებს შორის. ასეთი ურთიერთობების მორალური კულტურული, სოციალური და კანონიერი ასპექტები განისაზღვრება იმ საზოგადოებით, სადაც ყალიბდება კონკრეტული ურთიერთობა.
ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევით, წყვილებს შორის ასაკი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქორწინების დაგეგმვისას. ხშირად ქორწინებას, სადაც გამოხატულია მკვეთრი ასაკობრივი სხვაობა, მას აქვს გამოხატული მატერიალური ან სხვა სოციალური საფუძველი.
სექსუალური კუთხით, თუ განვიხილავთ, ასაკიან ადამიანებს შედარებით სუსტი ლიბიდო აქვთ და სუსტი სექსუალური პოტენცია, თუმცა ახალგაზრდა ასაკის ადამიანები ხშირად გამოუცდელები არიან და ამ უკანასკნელმა ფაქტორმა სექსის ხარისხზე შეიძლება მეტი ასახვა ჰპოვოს, ვიდრე სუსტმა ლიბიდოს ნაკლებობამ.
დასავლურ სამყაროში, შედარებით ასაკიანი კაცები ხშირად ეძებენ ახალგაზრდა ქალებს, ხოლო ასაკიანი ქალები ახალგაზრდა ბიჭებს, ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ამ ორივე შემთხვევაში „ვაჭრობის“ საგანია სიმდიდრე და ფიზიკური მომხიბვლელობა.
უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები ქორწინდებიან თავისზე უმცროს ქალებზე საშუალოდ 3 წლის სხვაობით. თუმცა ინგლისში და უელსში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ 1963 -დან 1998 წლამდე 11 % -ით გაიზარდა ქალების ქორწინება ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც მათზე უფროსები იყვნენ.
კვლევების მიხედვით არსებობს მოსაზრება, რომ ქალები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათზე უმცროსი პარტნიორის ყოლას, ვიდრე მამაკაცები. 2003 წლის მონაცემებით ამერიკის პენსიონერთა ასოციაციის კვლევის მიხედვით ქალების 34 %, რომლებიც იყვნენ 40 წელზე მეტი ასაკის, ხვდებოდნენ და რომანტიული ურთიერთობა ჰქონდათ მათზე ახალგაზრდა მამაკაცებთან.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გოგონები საშუალოდ სქესობრივ მომწიფებას გადიან 11-14 წლის ასაკისთვის, ბიჭები 12-16 წლისთვის. ქალებს მენოპაუზა ეწყებათ საშუალოდ 50 წლისთვის, რომლის შემდეგაც მათ ორსულობა არ შეუძლიათ, ხოლო მამაკაცებისთვის კონკრეტული ზღვარი არ არსებობს, ვინაიდან არსებობენ კაცები, რომლებმაც 90-წლის ასაკში დააორსულეს საკუთარი სექსუალური პარტნიორი. მაგ Ramjeet Raghav- 94 წლის ასაკში გახდა მამა, მას შემდეგ რაც ერთი ღამის განმავლობაში სამჯერ ჰქონდა სექსი თავის პარტნიორთან.
“ სიყვარული ვერასოდეს ვერ იქნება გულგრილი! იქ სადაც არის გულგრილობა, იქ არ არის სიყვარული!”