ვფიქრობ საინტერესო იქნება გავეცნოთ და ვიმსჯელოთ მაგიის და მთლიანად ოკულტიზმის ცნობილ სახეებზე.
დავიწყებ რაღათქმა უნდა ალისტერ ქროულით,ძალზე საინტერესო პიროვნებით,რომელიც გარდა იმისა რომ აღიარებულია 20 საუკუნის უდიდეს მაგად,ასევე არის პოეტი,მწერალი და ახალი რელიგიის ფუძემდებელი.ახლა კი ცოტა ახლოს გავეცნოთ
ალისტერ ქროული
ედუარდ ალექსანდერ(ალისტერ) ქროული.
დაბადების ადგილი–დიდი ბრიტანეთი– 12.10.1875 –1.12.1947
დაბადების ქალაქი:ლემინგთონი.
ქროულის მშობლები იყვნენ რელიგიური სექტა „პლიმუტელი ძმები“–ის წევრები.ამ სექტაზე ცნობილია,რომ მათი მრწამსი უკიდურესად ფუნდამენტალისტურია.ამ მოვლენამ მთავარი როლი ითამაშა ქროულის რელიგიურ შეხედულებებზე და იდეოლოგიაზე და საბოლოოდ ჩამოშორდა და უარყო ქრისტიანობა.21 წლის ასაკში ქროულიმ შეიძინა და გამოსცადა პირველი მისტიკური გასხივისნება.მისი სიტყვებით:“ეს იყო ტკივილი და შიში,რაღაც არაადამიანური საშინელება და ამავე დროს ენით აღუწერელი, სუფთა და წმინდა აღფრთოვანება“. 1898 წელს მან გამოაქვეყნა მისტიკური პოემა „ადელაიდა“ და შეუერთდა ორდენს „ოქროს განთიადი“.ერთი წლის შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდა შოტლანდიაშიმსადაც იყიდა სახლი ლეგენდალური ტბის ლოხ–ნესის პირას.ამ დროისათვის მას უკვე საკმაოდ მაღალი სტატუსი ეჭირა ორდენის იერარქიაში,ვიდრე ახლადმისულებისთვის შეიძლება,მაგრამ მიუხედავად ამისა მან მოგზაურობა ამჯობინა და 1900 წელს დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და მოინახულა კუნძული ცეილონი,მექსიკა და ინდოეთი.1902 წელს კი კვლავ დაუბრუნდა ევროპას.პარიჟში მან გაიცნო სომერსეტ მოემი,რომელმაც მოგვიანებით თავის ნაწარმოებში „მაგი“ აღწერა ქროული და მისი ცხოვრება,მხოლოდ გამოგონილი გმირის სახელით,რომელსაც ერქვა ოლივერ ჰედდო.ორი წლის შემდეგ კი ქროულის ცხოვრებაში მოხდა ისეთი გარდატეხა,რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი შემდგომი არსებობა.კერძოდ კი 1904 წლის აპრილში,უჩინარი არსება აივასის კარნახისა და შთაგონების ქვეშ ალისტერ ქროულიმ დაწერა თავისი უმთავრესი ნაშრომი „კანონის წიგნი“,რომელიც მომავალში მისი მიმდევრებისთვის გახდა ბიბლიის ტოლფასი.ამ პერიოდში ორდენის შიგნით მიმდინარეობდა შინაგანი არეულობა და დაძაბულობა,რომელიც გარკვეულწილად პროვოცირებული იყო თავად ქროულის მიერ.მიუხედავად იმისა,რომ იგი 1909 წელს გახდა ორდენის მაგისტრი,მისი მაგისტრობიდან 2 წლის თავზე მას მაინც განუდგნენ უახლოესი „თანამებრძოლები“,როგორების არიან ჯორჯ ჯონსი,ჯ.ფულერი და სხვები.მიუხედავად ამისა,ერთი წლის შემდეგ,აღმოსავლეთის ტამპლიერთა ორდენის(OTO ანუ Ordo Templi Orientis) მაგისტრმა თეოდორ როისმა,ქროული აკურთხა ორდენის რაინდად და ბრიტანული ლოჟის ხელმძღვანელად დანიშნა.
1913 წელს,პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში,ქროული ცხოვრობდა მოსკოვში,სადაც შექმნა თავისი „გნოსტიკური მესა“.
1914 წელს მან დატოვა ევროპა და გაემგზავრა ამერიკაში სადაც 5 წელი დაჰყო.ამ დროის შემდეგ მან დაარასა თელემიტების მონასტერი სიცილიაში.თელემა,რელიგია რომლის ბიბლიაც არის „კანონის წიგნი“ და რომლის წინასწარმეტყველი და მოძღვარი არის ქროული.თელემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ნებას.ამ რელიგიის მთავარი დევიზი და მოძღვრებაა:“აკეთე ის რაც გინდა!აი მთელი კანონი!“
1925 წელს ქროული გახდა აღმოსავლეთის ტამპლიერთა ორდენის საერთაშორისო,უმაღლესი მაგისტრი.
1947 წელს,თავისი ლექსების მესამი ტომის დასაბეჭდად მომზადების შემდეგ, ალისტერ ქროული გარდაიცვალა.მისი დაკრძალვის ცერემონია(კონკრეტულად კი კრემაცია) ჩატარდა ქრისტიანული წესების საპირისპიროდ და ლოცვების მაგივრად,იკითხებოდა ნაწყვეტები მისი „გნოსტიკური მესიდან“ და „კანონის წიგნიდან“.
ალისტერ ქროულის ცხოვრება,როგორც საოზოგადოებრივი ასევე პირადული,იყო ემოციებით აღსავსე და მრავალფეროვანი.ბავშვობაში ჯერ კიდევ დედამისმა შეარქვა სახელი „მხეცი 666“,მას მერე რაც თავისი ხელებით მოკლა და დაასახიჩრა ბეღურა და მისი სისხლი დალია. ეს სახელი კი შემორჩა და თვლიან რომ ალისტერ(ეს სახელი ნიშნავს მხეცს) ქროული არის თანამედროვე სატანიზმის ფუძემდებელი,თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმები.რამეთუ თელემა ცოტა განსხვავებულია სატანიზმისგან.თუმცა რაღაც გარკვეული ელემენტები რომ იყოს აღებული სატანიზმში,არ გამოვრიცხავ.რაც არ უნდა იყოს,იგი იყო და დარჩება მეოცე საუკუნის,ერთ–ერთი ამოუცნობ ფიგურად და ადამიანად....

P.S:
ვისიაც სურვილი აქვს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ალისტერ ქროულიზე და მის შრომებზე,შეგიძლიათ ეს საიტი მოინახულოთ
http://crowley.pp.ruელიფას ლევი1810 - 1875
ალფონს–ლუი კონსტანი

ალფონს–ლუი კონსტანი(ფსევდონიმი ელიფას ლევი) დაიბადა პარიზში 1810 წლის 8 თებერვალს,ფახსაცმელების მკერავის ოჯახში.მანდ დაამთავრა ვაჟების სასულიერო სკოლა პარიზში,რის შემდეგაც ახალგაზრით მოხიბლულმა სკოლის მთავარმა მოძღვარმა,იგი მოაწყო სენტ–ნიკოლა დუ შარდონეს სასულიერო სემინარიაში.კონსტანმა განათლება დაასრულა წმინდა სულპიციას სემინარიაში,საიდანაც დაიწყო მისი სულიერი აღმავლობის გზა.
კონსტანს ახალგაზრდობიდანვე აინტერესებდა იტაცებდა მაგია და ოკულტიზმი.მის ინტერესებზე გავლენა იქონია მისი ერთ–ერთი მასწავლებლის დაინტერესებამ „მაგნეტიზმით“,რომელიც ამტკიცებდა რომ ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას წარმართავს ეშმაკი.ლუი კონსტანმა გადაწყვიტა გამოსულიყო მღვდელი.
რამდენიმე წელი მან გაატარა მორჩილებაში,შემდეგ აკურთხეს დიაკვნად და კითხულობდა ლექციებს პტი–დე–პარის სემინარიაში,სადაც მანდ დადო მძიმე აღთქმა იმისა,რომ მაქსიმალურად შეზღუდავდა თავს მატერიალური და ფიზიკური ცხოვრებისაგან.მოგვიანებით ლევი იტყვის:“მაშინ არ ვიცოდი ცხოვრება“ და ამიტომ გააკეთა ესეთი მცდარი არჩევანი.
კონსტანის სულიერი კარიერა მოკლე გამოდგა,მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და დაუქორწინებლობის აღთქმის უარყოფის გამო.1936 წელს მას შეუყვარდა ახალგაზრდა გოგონა ადელ ალენბახი,რაშიც თავის სულიერ მთავრობას გამოუტყდა,რის გამოც იგი აღარ დააწინაურეს საეკლესიო საფეხურებზე.ამ მოვლენამ გამოიწვია დედამისის თვითმკვლელობა,რომელიც თავის შვილში ხედავდა უდიდეს სულიერ მოძღვარს.
1839 წელი იყო მოგზაურობების წელი კონსტანისთვის.იგი წავიდა სოლემნის მონასტერში და ბერის კარიერის გაკეტება გადაწყვიტა,თუმცა არაფერი გამოუვიდა(გარდა პატარა ნაკრებისა საეკლესიო სიმღერებისა“მაისის ვარდის ბუჩქი“) და მალევე დაბრუნდა იქიდან.
მონასტერიდან წამოსვლის შემდეგ იგი ბრუნდება პარიზში,სადაც ექცევა ექსცენტრიული ბერიკაცი განნოს(მეტსახელად მაპა)იდეების ქვეშ,რომელიც ამტკიცებს რომ არის წინასწარმეტყველი და ლუდოვიკო 17–ის ახალი ინკარნაცია.
მაპას რევოლუციურმა იდეებმა დიდი გავლენა იქონია ლუი კონსტანზე,როგორც მომავალ მაგზე და მისცა მას შთაგონება დაეწერა თავისი პირველი წიგნი „თავისუფლების ბიბლია“.
ამ წიგნის შინაარსი ისეთი სკანდალური და რევოლუციური იყო მაშინდელი პოლიტიკური და ქრისტიანული სამყაროსთვის,რომ 1841 წელს ლევი 8 თვით დააპატიმრეს და 300 ფრანკით დააჯარიმეს(აეწვათ წვერები და ქუდები „სულიერ“ მოძღვრებს სიმართლის გაგების შემდეგ

)
ჯერ კიდევ ციხეში,ლუი კონსტანი დაინტერესდა ოკულტური მეცნიერებებით და ისეთი ავტორებით,როგორებიც არიან:სვედენბორგი,ლულლია,კორნელიუს აგრიპპა,პოსტელი.მთელი ცხოვრების განმავლობაში ლუი კონსტანი 3–ჯერ მოხვდა მცირე დროით ციხეში,თავისი სტატიებითა და პუბლიკაციებით პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.
1844 წელს,მან საბოლოდ უარყო კათოლიციზმი.
უძლიერესი ვნებათაღელვა განიცადა ლევიმ,მაგიის მიმართ როდესაც მან გაიცნო პოლონელი ოკულტისტი ჯ.მ.ჰოენ–ვრონსკი(1776-1853),რომელიც ამტკიცებდა,რომ რიტუალურ მაგიას შეუძლია მიიყვანოს ადამიანი ნახევრადღთაებრივ მდგომარეობამდე.ლევი ასევე აღნიშნავს,რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოკულტისტი ფრენსის ბარეტის ნაშრომმა „მაგი“,რომელზე წალკე სტატია იქნება

1854 წელს ლუი კონსტან წავიდა ინგლისში,სადაც გაიცნო მწერალი ბელვერ–ლიტტონი,რომელიც ასევე დაინტერესებული იყო ეზოთერიკული საკითხებით.ბულვერ ლიტტონმა დაწერა როზენკრეიცული ნაშრომი „ზანონიი“ და ასევე რამდენიმე ოკულტური წიგნი,რომლებმაც მაგია გახადეს რესპექტაბელური იმ დროის საზოგადოებაში.ლიტტონმა და ლევი გახდნენ ოკულტური ორგანიზაციის წევრები(რომელიც ლიტტონმა ჩამოაყალიბა,როგორც ამბობენ),სადაც მიმდინარეობდა ასტრალური ხედვის,მაგიის,ასტროლოგიისა და ჰიპნოზის შესწავლა.
ლონდონში ბულვერ ლიტტონის მეგობრის თხოვნით ლევის შეასრულა მაგ აპოლონიუსის სულის გამოძახების რიტუალი,რომელიც ცხოვრობდა პირველ საუკუნეში,რის შემდეგაც აიღო მან თავისი მაგიური სახელი ელიფას ლევი ზაჰედ–ი.იმ პერიოდში მისი საარსებო წყარო იყო,მაგიის გაკვეთილები და მისი ოკულტური ნაშრომები.
პირველი სერიოზული ნაშრომი მაგიაში–„ტრანსცენდენტალური მაგიის სწავლება“,ლევიმ გამოსცა 1855 წელს. მეორე ტომი:“ტრანსცენდეტალური მაგიის რიტუალი“ კი ერთი წლის შემდეგ.
შემდეგ 1860 წელს გამოიცა „მაგიის ისტორია“,1861 წელს–„უმაღლესი მისტერიების გასაღები“,1862 წელს კი „ლეგენდები და სიმბოლოები“
თავის ნაშრომებში ლევი ამტკიცებდა რომ არსებობდა ერთი საიდუმლო სწავლება,რომელიც მოიცავდა ყველა ძირძველ იერარქიულ წყობას და მისტიკურ ალეგორიებს.ის იყო პირველი,ვინც თავის წიგნ „ტრანსცენდენტალური მაგიის სწავლება“–ში ერთმანეთს შეადარა და გააიგივა 22 უმაღლესი არკანი ტაროს კარტების და 22 ივრითის ასო და ღმერთის ასპექტები.
ასევე ლევიმ განავითარა ასტრალური სინათლის თეორია,რომელიც დაფუძნებული იყო მაგნეტიზმზე.მისი აზრით ასტრალური სინათლე,ეს იყო სიცოცხლი ფლუიდი,რომილიც ყველას და ყველაფერს მოიცავს და ყველაფერშია.ეს თეორია პოპულარული იყო 19 ათასწლეულში,ლევი ამტკიცებდა რომ „ასტრალური სინათლის მართვით,მაგს შეუძლია მართოს ყველა ცოცხალი ორგანიზმი და მთლიანი სივრცე! კვალიფიციური მაგის ნება და ძალაუფლება უსაზღვროა!“
თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში,ლევი ცხოვრობდა თავისი ოკულტური გამომცემლობის ხარჯზე და ასევე თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეების მატერიალური მხარდაჭერით.
1875 წლის 31 მაისს ელიფას ლევი გარდაიცვალა.
მაგისტრის გარდაცვალების შემდეგ,მისმა მოსწავლე ბარონ სპედალიერიმ გამოსცა კიდევ ერთი მისი წიგნი“უმაღლესი არკანების გასაღები ანუ გამოაშკარავებული ოკულტიზმი“
ალისტერ ქროული,დაბადებული ლევის გარდაცვალების წელს,ამტკიცებდა რომ იყო ელიფას ლევის ახალი ინკარნაცია,თავის წიგნ „თეორიული და პრაქტიკული მაგია“,–ში,ქროულის მოჰყავს საკმაოდ ბევრი დამამტკიცებელი საბუთი იმისა,რომ იგი ელიფას ლევის ინკარნაციაა.
ჟერარ ანაკლეტ ვინსენტ ანკოსს(პაპიუსი)1865 - 1916

ჟერარ ანაკლეტ ვინსენტ ანკოსსი დაიბადა 1865 წლის 13 ივლისს,ესპანეთის ქალაქ ლა კორუკაში.დედით ესპანელი,მამით ფრანგი.ლუი ანკოსი,ჟერარის მამა იყო ქიმიკოსი.როცა ჯერარი 4 წლის იყო,ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა,სადაც ჟერარმა მიიღო განათლება.
ბავშვობაში ჟერარი დიდ დროს ატარებდა პარიზის ნაცინალურ ბიბლიოთეკაში,სადაც ეცნობოდა მაგიას,ალქიმიას,კაბბალას,ტაროს და ელიფას ლევის ნაშრომებს.ფსევდონიმი პაპიუსი,მან აიღო ელიფას ლევის ნაშრომი „აპოლონიუსის ნუკტემერონი“–დან,რომელიც ლევიმ გამოსცა როგორც თავისი წიგნის „დოგმა და უმაღლესი მაგიის რიტუალი“ დამატებად.
ფსევდონიმი პაპიუსი ნიშნავდა–ექიმს.
პაპიუსმა პოპულარობა მოიპოვა თავისი 400–მდე სტატიითა და 25 წიგნით მაგიაზე,ალქიმიაზე,კაბალაზე და ტაროზე.ის ითვლებოდა ერთ–ერთ მკვეთრ ფიგურად პარიზის ლიტერატურულ და სპირიტუალურ წრეებში 19 საუკუნის ბოლოსა და 20 საუკუნის დასაწყისში.
1887 წლის ოქტომბერში,პაპიუსი გაწევრიანდა საფრანგეთის თეოსოფიურ ორგანიზაციაში,თუმცა მალევე დატოვა უკმაყოფილომ იმით,რომ ორგანიზაცია მთელ თავის ყურადღებას უთმობდა აღმოსავლურ ოკულტიზმს.ის აგრეთვე გახლდათ ჰერმეტული ორდენი“სინათლის საძმოს“ წევრი.1888 წელს პაპიუსმა,თავის მეგობარ ლუნსენ შამუელთან ერთად შექმნა "Librarie du Merveilleux"და დაიწყო გამოცემა ყოველთვიური ჟურნალისა "L'Initiation",რომელიც გამოდიოდა 1914 წლამდე.
თავის სულიერ მასწავლებლად პაპიუსი ასახელებდა,საიდუმლოებით მოცულ მაგ „მეტრ ფილიპს“(Philippe Nizier) (1849-1905),რომელთან ერთადაც ის ერთ დროს ფლობდა საავადმყოფოს.თუმცა მისი პირველი,ნამდვილი მასწავლებელი ოკულტიზმის ინტელექტუალურ საკითხებში,იყო ჯოზეფ ალექსანდრ სენტ ივ დ’ალვეიდერი (1842-1910).სენტ ივს მემკვიდრეობით ერგო,ფრანგული ოკოლტიზმის ერთ–ერთი დამაარსებლის ანტუან ფაბრ დე ოლივეს (1762-1825) ოკულტური არქივი.შესაძლებელია რომ სწორედ სენტ–ივმა წარუდგინა პაპიუსი მარკიზ სტანისლას დე გუატას (1860-1898) (My Favorite!),რომელზეც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.
1888 წელს,პაპიუსმა,სენტ–ივმა და გუაიტამ,ჯოზეფ პელადანომთან და ოსვალდ ვირტთან ერთად შექმნეს ჯვრისა და ვარდის კაბბალისტიკური ორდენი .
1891 წლის 12–15 მაისს,პაპიუსი მონაწილეობდა ცნობილ დუელებში,რომელებიც გაიმართა სტანისლას გუაიტასა და ჟულ ბუას შორის,რისი მიზეზიც იყო ამ უკანასკნელის კრიტიკული პუბლიკაცია გუაიტაზე პრესაში.თავის მხრივ ჯულ ბუა მოყვა,გუაიტასა და მის მოჭინააღმდეგე აბბატ ბულანს შორის გამართულ მაგიურ ომში.ამ ომის ერთ–ერთი ეპიზოდი აღწერილი აქვს ჯორის კარლ გიუმანსს თავის ნაწარმოებში "La Bas"(იქ ქვევით),სადაც საოცარი ისტორია და მოვლენებია გადმოცემული ამ ოკულტური ბრძოლის.
პირველ დუელში ბუა და გუაიტა ებრძოდნენ ერთმანეთს დამბაჩებით,რომლის დროსაც არცე ერთის დამბაჩამ არ გაისროლა

მეორე დუელში იბრძოდნენ პაპიუსი და ბუა უკვე ხმლებით,,თუმცა სერიოზული ზიანი ვერ მიაყენეს ერთმანეთს. სამაგიეროდ დუელის შემდეგ ჟულ ბუას კარეტით მგზავრობისას,მის ცხენს უცბათ ისეთი პანიკის შეტევა დაემართა,რომ კარეტა ამოყირავდა და სერიოზულად დააზიანა თავისი მგზავრი.

1897 წელს გარდაიცვალა სტანისლას დე გუაიტა და კაბბალისტური ჯვრისა და ვარდის ორდენის ერთადერთ მაგისტრად,დარჩა პაპიუსი.
1891 წელს პაპიუსმა შექმნა „l'Ordre des Supеrieurs Inconnus“ ორდენი,რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა,როგორც მარტინისტების ორდენი.
1893 წელს პაპიუსი ერთ–ერთი პირველთაგანი იყო ვინც გახდა გნოსტიკური ეკლესიის ("Еglise Gnostique") ეპისკოპოსი.იმავე წლის 23 მარტს,პაპიუსი შევიდა მონასტერ ახატორში(AXATOR),რომელიც ეკუთვნოდა „ოქროს განთიადის“ პარიზის ლოჟის ორდენს.
მიუხედავად თავისი მრავალფეროვანი და სერიოზული სამიანობით ოკულტიზმში და ოკულტურ წრეებში,ჟერარ ანკოსი მაინც პოულობდა დროს იმისთვის,რომ ჩვეულებრივ აკადემიურ მეცადინეობებს დასწრებოდა პარიზის უნივერსიტეტში.1894 წელს მან მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფილოსოფიუი ანატომია“,რის შემდეგაც გახსნა კლინიკა როდენის ქუჩაზე და ჰქონდა ძალიან წარმატებული მუშაობა და პრაქტიკა.
პაპიუსი სამჯერ–1901,1905 და 1906 წლებში იყო რუსეთში,კითხულობდა ლექციებს მაგიასა და ოკლუტიზმზე.იგი იყო მეფე ნიკოლოზ 2–ისა და დედოფალ ალექსანდრას პირადი კონსულტანტი.პაპიუსი აფრთხილებდა მათ რასპუტინის ნეგატიური ზემოქმედებების შესახებ.
1905 წლის ოქტომბერში მან გამოიძახა ალექსანდრე მე–3–ის,მეფე ნიკოლოზის მამის სული,რომელმაც გააფრთხილა მეფე,რომ იგი განწირული იყო დასამხობად რევოლუციონერების წყალობით.თუმცა პაპიუსი მეფეს დაპირდა,რომ სანამ თვითონ ცოცხალი იქნებოდა,მის ხელისუფლებას ვერავინ დაამხომდა.მასეც მოხდა.პაპიუსის გარდაცვალების შემდეგ,საკმაოდ მცირე დროში მეფე ნიკოლოზმა დაკარგა თავისი გვირგვინი...
1908 წლის 24 ივნისს პაპიუსმა პარიზში ორგანიზება გაუკეთა მასონთა და სპირიტუალისტთა კონგრესს,რომელმაც მიიღო დასახელება:“საერთაშორისო მასონური კონფერენციები“.კონფერენზიაზე პაპიუსმა O.T.O(Ordo Templi Orientis)–ს მაგისიტრი თეოდორ როისის(მერლინ პერეგრინუს 1855-1923)მიერ მიიღო X°(ადმინისტრაციული გრადუსი სხვადასხვა სულიერ იერარქიებში).
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში,როგორც მისი შვლი ფილიპ ანკოსსი წერს,პაპიუსი მთელი თავისი ცოდნითა მონდომებით,ეხმარებოდა და გვერდში ედგა დაჭრილ ჯარისკაცებს,როგორც ფრანგებს,ასევე გერმანელებს.როდესაც იგი საკმაოდ დაირალა და გამოიფიტა ომისგან,პარიზში დაბრუნდა.სადაც ბოლო თვეები ავადმყოფობდა და საბოლოოდ 1916 წლის 25 ოქტომბერს,51 წლის ასაკში გარდაიცვალა...
პაპიუსის ნაშრომებიდან ცნობილია ნაშრომები:“პრაქტიკული მაგია“, „მაგია და ჰიპნოტიზმი“, „თავდაპირველი წყაროები ოკულტიზმზე“, „რიცხვების მეცნიერება“,“კაბბალა ანუ მეცნიერება ღმერთზე“,“გენეზისი და მასონური სიმბოლოების განვითარება“ და ა.შ. და ა.შ.
* * *
მარკიზ სტანისლას დე გუაიტა

(1861 - 1897)
სტანისლას გუაიტა,ფრანგი მაგი,ოკულტური ფილოსოფოსი,პოეტი და ბიბლიოფილი.იგი სარგებლობდა სატანისტის ბნელი რეპტაციით და აგრეთვე პრაქტიკოსი ჯადოქრის.როგორც ალისტერ ქროული მე–20 საუკუნის უდიდეს მაგად არის აღიარებული,ისე იყო სტანისლასი მე–19 საუკუნეში.მისი წიგნების შინაარსი ყოველთვის შოკში აგდებდა და ჩააგდებს „კეთილ ქრისტიანს“დე გუაიტა დაიბადა 1861 წელს.საკმაოდ იდუმალებით მოცული პიროვნება იყო მთელი ცხოვრების მანძილზე.იგი იყო ლეგენდალური პაპიუსის მასწავლებელი,რომელთან ერთადაც და აგრეთვე როგორც პაპიუსის ბიოგრაფიაშია აღნიშნული ვინმე პელადანთან ერთად დაარსა ჯვრისა და ვარდის კაბალისტური ორდენი 1889 წელს.მისი დუელის ამბებზეც ზევით ვისაუბრე.
პაპიუსის აზრით 1897 წელს,გუაიტა გახდა ნეგატიური მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი,რაც გამოწვეული იყო მისი სკანდალური ინფორმაციებით თავის ნაშრომებში.
მარკიზ დე გუაიტა იყო ერთ–ერთი მკვეთრი ფიგურა მაშინდელ ფრანგულ ოკულტურ წრეებში და გამოირჩეოდა თავისი ბნელი სკანდალური პრაქტიკებიტა და ნაშრომებით.
მან ჩამოაყალიბა სწავლება „არსებათა რეინტეგრაციის შესახებ“,რომელიც აიტაცეს და ქადაგებდნენ მარტინისტები.
მისი ლეგენდალური ნაშრომებია:
„დაბადების წიგნის გველი“
„წყეული მეცნიერებების განხილვა“
„სატანის მონასტერი“
Essais de sciences maudites. Tome 1. Au seuil du mystere
Essais de sciences maudites. Tome 2. Le serpent de la genese. Le
temple de satan
Essais de sciences maudites. Tome 2. Le serpent de la genese. La clef
de la magie noire
და ა.შ.
P.S:და ეს კიდევ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ამ ლეგენდალური და იდუმალებით მოცული პიროვნების შესახებ.
* * *
This post has been edited by AGAMEMNON on 16 Nov 2009, 00:02