პარტნიორებს შორის პარტნიორს
დიდი მადლობა ქართული ღორიზმის პიკზე აყვანისათვის
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ibe-shedis.htmlNDI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული საკითხების პირველ სამეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის.
შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი - 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27%- ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - პენსიებს, 17%- ხელფასებს, ასევე 17% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% - რუსეთთან ურთიერთობას, 10% - განათლებას და ა.შ.
როგორც სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციაზე NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა.