„ჯერ არასდროს არ ყოფილა ერი ასეთ ძღრენში მდუმარებით შემოსილი,თითქმის ესენგე-ში,
ძრწოლვით უსმენს ბიძოს აზრებს და მშვენივრად ახსოვს- საარჩევნოდ დაპირებულს კი არ-უკვე სხვას რომ ბაზრობს,
ლარი თითქოს კუპონია სავალუტო ცხრილში და მის ვარდნა-შოკუნიას თვალს ვადევნებთ ძილშიც,
სოლოლაკის ქედის მხრიდან,ნარ-ნარ მოელვარე მოჩანს მიშას სასახლე და სრულად არე-მარე,
იქვე ახლოს შუშის ხიდი,თეთრად მოელვარე ანათებს და სიზმარს უფრთხობს ქოც-მეფე ყვარყვარეს,
და მეც მოვკვდე ნაღველისგან "პანორამას" ჩრდილში ოღონდ ვთქვა,რომ ზვიგენები აღარ მოვლენ ძილში,
თუ კა-გე-ბე-მ ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები და გაშალა ქოცნებათა ლურჯი იალქნები,
თუ მოსკოვის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს გაქოცებულ გულის ჰანგთა დროშებს და სიმღერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,რომ სულისთვის რუსმა რომ აღზარდა, სამშობლოს გზა არ-რა არის, ევრაზიულს გარდა,
რომ ამ გზაზე აბსურდია გმირთა სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ბნელი ღამე, რომ ქოცებო,მე თქვენს ახლოს ნატოს ვეგებები, რომ ზებრების ნაკვალევთან არ იფიქროთ ვკვდები,
ჯერ არასდროს არ ყოფილა ერი ასეთ ძღრენში მდუმარებით შემოსილი,თითქმის ესენგე-ში.
http://mtavari.info/com/news/view/16464