დავიწყოთ იმ ფაქტით რომ ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სპორტი მსოფლიოში. ეს ავატომატურად ნიშნავს რომ იგი აერთიანებს ძლიან ბევრ და ძალიან განსხვავებულ, ადამინს. ზოგი მეტადაა ჩართული ამ სპორტში ზოგი ნაკლებად, ზოგისთვის ფეხბურთი თითქმის მთელი ცოხვრებაა ზოგისთვის უაზრო თამაში სადაც 22 კაცი ერთ ბურთს დასდევს. თქვენთვის რა არის ფეხბურთი? მოკლე ან თუნდაც გრძლად როგორ იტყოდით.
ჩემთვის პირადად, ცხოვრების ამ ეტაპზე:
ფეხბურთი არის ის ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მაძლევს საშუალებას საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენის. არ ვიცი რამდენად გასაგებია და მაინტერესებს თქვენ რამდენად ხართ ეგრე ან სხვანაირად

მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში ამდენი პრობლემაა, ლამის ნერვოზის ზღვარზე გიწევს ადამიანს სიარული, + ამას ჩემი ისევე როგორც ადამიანთა სრული უმეტესობის პირადი ცხოვრება ერთის მხრივ საერთოდ არაა ფეხბურთთან კავშირში, ფეხბურთი და
ფეხბურთის თამაში მაინც რჩება თითქმის ერთაერთ საშუალებად იმისა, რომ საერთოდ გაერიდო ყოველდღიურ პრობლემებს, რაღაც გაგებით მათზე მაღლა დადგე, დაკარგო დროის შეგრძნება და მაქსიმალურად იყო ის ვინც ხარ. გასაგებია, რომ ელემენტალურად ფიზიკური შესაძლებლობების გამო მარადიულად ფეხბურთს ვერ ითამაშებ ადმაიანი და შესაბამისად მთავარ ღირებულებად ფეხბურთი არ უნდა დაისახო ადამიანმა

თეორიულად იასნად ეგ მესმის მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროს ეგეც მავიწყდება

მაგრამ როგორც თავში ვახსენე, ფეხბურთი იმდენად პოპულარულია და იმდენად განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს რომ შეუძლებელია ყველა ჩემნაირად და ერთი კუთხით უყურებდეს, ამიტომ მაინტერესებს თქვენთვის რა არის ეს ყველაფერი.
ზოგადად რა აინტერესებთ და მოსწონთ ადამიანებს ფეხბურთში და რატომ.
პ.ს ერთხელ, ზუსტად არ მახსოვს როდის მაგრამ მგონი თინეიჯერობის გარიჟრაზე უბნის საძმაკცომ ტრადიციულად ახალ წლის ღამის ერთად შეხვედრა გადავწყვიტეთ, ასე 21-22 საათისთვის დაიწყო მაგარი თოვა, იასნად განწყობა უფრო აგვიმაღლდა და მოვინდომეთ რამე ორიგინალური თავშესაქცევით 00:00 საათამდე დროის გაყვანა რომელიც როგორც წესი ძალიან იწელებოდა ხოლმე

მალევე ერთხმად გადავწყვიტეთ რომ სტაიონზე ავსულიყავით და ფეხბურთი გვეთამაშა, მაინცდამინც კრეატიულობის ნაკლებობის გამო არ გვიქნია ასე და ეხლაც ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მოგონებად მრჩება ეგ დღე.
არ ვიცი თქვენ რამდენად დააკავშირებთ მაგრამ მე ვფიქრობ უფრო კარგად გამოხატავს იმას რაც ფეხბურთზე ჩემი წარმოდგენის ასახსნელად დავწერე.
აბა თქვენც გამოუშვით თქვენი აზრები, უკეთესი ახსნებით და ამბებით