იყიდება 2001 წლის პაჯერო. გაყიდვის მიზეზი არის ის, რომ მინდა მოტოციკლეტის ყიდვა. ჩამოყვანილია 2013 წლის დეკემბრის ბოლოს იტალიიდან, ანუ ჯამში 1.5 წელი იარა საქართველოში და ჩამოყვანის მერე სულ ვუვლიდი და რამე პატარა წვრილმანიც კი თუ ყოფილა გასაკეთებელი, ყველაფრისთვის მიხედული მაქვს. ჩემამდე მანქანას ჰყავდა 1 პატრონი. ავარია მე არ მომსვლია, მხოლოდ პარკინგისას გავუსვი რამდენჯერმე და ერთხელ მივარტყი ისე, რომ წინა ბამპერის პლასმასი გავტეხე კუთხეში (ფოტოებში ჩანს). მექანიკურად მანქანა არის იდეალური, არაფერს არ სჭირდება ხელის დადება, ერთადერთი ძრავის ზეთი და წინა კალოდკები იქნება მალე გამოსაცვლელი (ძრავს ვასხამ მოტულში და კალოდკებსაც მანდ ვყიდულობ ხოლმე ფეროდოს). გარეგნულ ნაწილს რაც შეეხება, მანქანას აქვს ნაკაწრები იმიტომ, რომ ნაკაწრები არაა ის, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ მაგაზე ფული არ დამიხარჯავს, მაგრამ მაგის მიხედვასაც ძალიან ცოტა სჭირდება, ფოტოებში ჩანს ყველაფერი. როგორ დადის მაგის ახნას არ დავიწყებ, პაჯეროა. აქვს უკანა ხიდის ბლოკირება. ტრასაზეც ძალიან სასიამოვნო სასიარულოა. ქალაქში წვავს დაახლოებით 11 ლიტრს, ტრასაზე 1-2 ლიტრით ნაკლებს. აყენია კენვუდის ძალიან მაგარი მაგნიტაფონი და ხმაც ძალიან კარგი აქვს. ვაყოლებ ბლიზაკებს, 4 ცალს კარგ მდგომარეობაში, გვერდითა საფეხურებიც მაქვს, უბრალოდ მოხსნილია. გაცვლა მაწყობს უფრო დაბალ ფასიან ჯიპში თქვენი მხრიდან თანხის დამატებით (გაზიანი და ავტომატიკა ჯიპები არ შემომთავაზოთ). ფასზე დალაპარაკება შეიძლება.
ფოტოების სანახავად ამ ლინკზე გადადით
http://goo.gl/U8g0IC
http://www.myauto.ge/index.php?action=deta...car_id=13281236 This post has been edited by sabakvavilashvili on 22 May 2015, 13:08