#44608605 · 15 May 2015, 21:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცივი ზარი. რამდენიმე პირობა
რა არის ცივი ზარი? გაყიდვების აგენტი იღებს ტელეფონს და ურეკავს სრულიად უცხო ადამიანს იმ მიზნით, რომ შესთავაზოს მას თავისი კომპანიის მიერ წაარმოებული პროდუქტი.
იმისთვის, რომ განვახორციელოთ პროდუქტიული ცივი ზარი, საჭიროა დავიცვათ რამდენიმე აუცილებელი პირობა.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ცივი ზარი იწვევს უარყოფით რეაქციას არის მოუმზადებლობა. წარმოიდგინეთ, გირეკავთ ადამიანი, რომელსაც, როგორც ატყობთ არანაირი ინფორმაცია არ აქვს თქვენს შესახებ და გთავაზაბთ ვინ იცის რას ... მართლაც ძალიან გამაღიზიანებელია.
ამ ყველაფერს კი შედეგად მოყვება ის, რომ გაყიდვების აგენტი უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით რეკავს შემთხევით ნომრებზე. ასეთი ზარები კი როგორც წესი ნულოვანი შედეგით სრულდება, რაც საბოლოო ჯამში ამ სფეროში მისი კარიერის დამთავრებას იწვევს.
პირობა პირველი:
შეისწავლეთ კომპანიის საქმიანობა. დაფიქრდით, რა შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მსგავს მომსახურებას ან პროდუქტს ისინი უკვე იყენებენ, ამ შემთხვევაში აუციელებელია გაერკვეთ თუ რა ფასში კონკრეტულად რას ღებულობენ. დარწმუნებული ვარ, განსხვავებული რამის შემოთავაზებას შესძლებთ.
პირობა მეორე:
დაიმახსოვრეთ, რომ ტელეფონით გაყიდვა აკრძალულია! თქვენ რეკავთ იმისთვის, რომ დააინტერესოთ ადამიანი. ამისთვის თქვენ პროდუქტის კარგი ცოდნა, თავდაჯერებულობა და ღიმილი გჭირდებათ .
საუბრის დაწყებისას წარუდგინეთ თქვენი თავი და აუხსენით ადამიანს თუ რომელი კომპანიის წარმომადგენელი ხართ და რას აწარმოებს თქვენი კომპანია. ცივი ზარის ტექნოლოგიების სწორი გამოყენება მოგცემთ საშუალებას, რომ დააინტერესოთ ადამიანი და დათქვათ შეხვედრა, სადაც განიხილავთ შემოთავაზებების დეტალებს.
პირობა მესამე:
არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტი, რომელსაც თქვენ სთავაზოთ კომპანიას ან კერძო პირს უკვე მათ აქვთ და პასუხად უარს მიიღებთ: „ჩვენ ასეთი რამე უკვე გვაქვს“ ამ დროს გამოგვადგება პირველი პირობა და თამამად შეიძლება რომ ვუპასუხოთ: „ მომსახურება (პროდუქტი) რომელსაც თქვენ ღებულოთ სრულად საკმარისია თქვენთვის, თუ რამის გაუმჯობესება გსურთ ? “ კონკურენცია მუდამ არსებობს და ამის ფონზე აუცილებლად მოიძებნება პირობა, რომლის გაუმჯობესებაშიც დაინტერესებული იქნება კომპანიის ხელმძღვანელი. მთავარია კონტაქტის სწორი წარმართვა, ეს ყველაფერი კი გამოცდილებას მოაქვს.
პირობა მეოთხე:
ისწავლეთ კატეგორიული უარის და უარის გარჩევა. წარმოიდგინეთ თქვენ რეკავთ და ამ დროს ადამიანს სულაც არ სცალია თქვენთან სასაუბროდ, მან შეიძლება რამე სახით უარი გითხრათ. მიეცით მას ფიქრის საშუალება. შეგიძლიათ დარეკოთ რამდენჯერმე მაგრამ ნუ იქნებით გამაღიზიანებელი - გახსოვდეთ, რომ კატეგორიული უარი, ნიშნავს კატეგორიულ უარს და ნუ გაამძაფრებთ სიტუაციას. შეიძლება დროთა განმავლობაში კომანიაში შეიცვალოს ვითარება და თქვენი შემოთავაზება სასურველიც იყოს. მოცდაც ცივი ზარის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია.
პირობა მეხუთე:
აუცილებლად მოითხოვეთ შეხვედრა. შეხვდით თქვენს პოტენციურ კლიენტს და პირადად აუხსენით მას თუ რას და რა პირობებით სთავაზობთ. გახსოვდეთ, რომ ტელეფონით უარის თქმა ადვილია და გაყიდვა კი ფაქტიურად შეუძლებელი. ამისთვის კი საუბრის 2 წუთია საკმარისი, მაქსიმუმ 5.
ეფექტური ცივი ზარის განსახორციელებლად საჭირო სხვა პირობებს გაეცნობით ჩვენს პორტალზე. წარმატებებს გისურვებთ!
--------------------
www.salesmaster.ge - ცივი ზარი, მოტივაცია, გაყიდვების ზრდა
|